საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და მოქალაქეებს კეთილდღეობას უსურვებს. ამასთან ზორან მილანოვიჩი საქართველოში ვიზიტს იხსენებს და ორმხრივი ურთიერთობებსა და თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებზე ამახვილებს ყურადღებას.
„ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ხორვატიის რესპუბლიკის მოქალაქეების და პირადად ჩემი სახელით, ჩემთვის პატივია გადმოგცეთ ჩემი გულთბილი მილოცვა და თქვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს პროგრესი და კეთილდღეობა ვუსურვო.
სიამოვნებით ვიხსენებ ჩემს ბოლო ვიზიტს თქვენს ქვეყანაში. მჯერა, რომ ჩვენმა შეხვედრამ შემდგომი ორიენტირები განსაზღვრა ორმხრივი ურთიერთობების გასაძლიერებლად, ისევე როგორც საერთო ინტერესის მქონე სფეროებში თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების აღმოსაჩენად. მოხარული ვარ, რომ გავცვალეთ მოსაზრებები მიმდინარე გლობალურ საკითხებსა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე არსებულ მრავალ გამოწვევაზე. ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ, მიიღოთ, თქვენდამი ჩემი ღრმა პატივისცემა“, - აღნიშნულია ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის მისალოც წერილში.
1779787458
სპორტიშიო მესამე: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ, არამედ ყოველდღიურად ვიშრომოთ და ვიზრუნოთ მისი განმტკიცებისთვის
„თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ, არამედ ყოველდღიურად ვიშრომოთ და ვიზრუნოთ მისი განმტკიცებისთვის“, - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმ...
1779785746
ახალი ამბებისაქართველოში ისრაელის ელჩი: ამ განსაკუთრებულ დღეს, მთელი გულით ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს
საქართველოში ისრაელის ელჩი ვალიდ აბუ ჰაია საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და განცხადებას ავრცელებს. თავის განცხადებაში დიპლომატი აღნიშნავს, რომ 26 მაისი არის ურყევი სულისკვეთების კაშკაშა სიმბ...
1779784482
ახალი ამბებიშიო მესამე: 26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა, ის გამოხატავს ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვან სწრაფვას და ბრძოლას თავისუფლებისთვის, ქრისტიანული რწმენის და ეროვნული ფასეულობების დაცვისთვის
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა, - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა...
1779784284
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: დღეს, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლის თავზე, თითოეულ პატრიოტ ქართველს შეუძლია იამაყოს, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
„დღეს, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლის თავზე, თითოეულ პატრიოტ ქართველს შეუძლია იამაყოს, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კო...
1779783955
ახალი ამბებიპრეზიდენტი: ყოველი ერის ისტორიაში არის თარიღები, რომელიც მის რაობასა და მომავალს განსაზღვრავს, ქართველი ერისთვის ასეთი დღე - 26 მაისია
„ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ ჩვენი ისტორიის უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. განსაკუთრებით გილოცავთ მათ, ვინც დღეს სამშობლოს ერთგულება შეჰფიცეთ და საქართველოს ჯარ...































