შიო მესამე: 26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა, ის გამოხატავს ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვან სწრაფვას და ბრძოლას თავისუფლებისთვის, ქრისტიანული რწმენის და ეროვნული ფასეულობების დაცვისთვის

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა, - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ თავისუფლების მოედანზე, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში წვევამდელებმა ფიცი დადეს.

პატრიარქის თქმით, 26 მაისი გამოხატავს ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვან სწრაფვას და ბრძოლას თავისუფლებისთვის, ქრისტიანული რწმენის და ეროვნული ფასეულობების დაცვისთვის.

„თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, თვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, თვენო აღმატებულებავ, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებო, ბატონო თავდაცვის მინისტრო, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, სამხედრო მოსამსახურენო, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებო, პატივცემულო სტუმრებო, ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. 26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა. ის გამოხატავს ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვან სწრაფვას და ბრძოლას თავისუფლებისთვის, ქრისტიანული რწმენის და ეროვნული ფასეულობების დაცვისთვის.

1918 წლის 26 მაისს სახელმწიფოებრიობის აღდგენით ჩვენმა ერმა მსოფლიოს წინაშე კიდევ ერთხელ წარმოაჩინა თავისი ურყევი ნება ყოფილიყო თავისუფალი, დამოუკიდებელი და საკუთარ აწმყოსა და მომავალზე პასუხისმგებელი.

დამოუკიდებლობის მოპოვების და განმტკიცების გზაზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მუდამ იყო ქართველი ერის სულიერი საყრდენი და ეროვნული ერთიანობის საფუძველი“, - აღნიშნა შიო მესამემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779783186

ახალი ამბები

საქართველოს მასშტაბით რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს

საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტებმა საზეიმოდ სამხედრო ფიცი დადეს. წელს ფიცის დადების ცერემონია ყველაზე მასშტაბური იყო და პირველად, წვევამდელებმა ფიცი დადეს თბილისში და საქართველოს 12 რეგიონ...

საქართველოს მასშტაბით რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს

1779781186

ახალი ამბები

გივი მიქანაძე: ჩვენმა მცირერიცხოვანმა ერმა შეძლო თავის ქვეყნის, ენის, სარწმუნოების შენარჩუნება და დღეს ღირსეულად განაგრძობს წინსვლასა და განვითარებას - ეს ჩვენი წინაპრების თავდადების შედეგია

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე საზოგადოებას და სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „დღეს 26 მაისის აღნიშვნა უფრო კიდევ უფრო მასშტაბური და სი...

გივი მიქანაძე

1779780274

ახალი ამბები

„Prime Time“-მა ოპოზიციისთვის უცხოელი კონსულტანტის მიერ 26 მაისის აქციისთვის დაწერილი სამოქმედო გეგმა ექსკლუზიურად მოიპოვა

„Prime Time“-მა ოპოზიციისთვის უცხოელი კონსულტანტის იგორ ბლაჟევიჩის მიერ 26 მაისის აქციისთვის დაწერილი სამოქმედო გეგმა ექსკლუზიურად მოიპოვა. მას შემდეგ, რაც ქართული საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ქართუ...

ოპოზიცია

1779779586

ახალი ამბები

დავით ლორთქიფანიძე 2011 წლის 26 მაისის ღამეზე: რესპუბლიკურ საავადმყოფოში ხდებოდა „ნაცმოძრაობის“ არაადამიანური მოპყრობის ლეგალიზება, სასწრაფოები მოდიოდა და მოჰყავდათ გონებადაკარგული, სისხლში ამოსვრილი ადამიანები, შეჰყავდათ და ცივ იატაკზე აწვენდნენ

პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის რამდენიმე მოწვევის წევრი დავით ლორთქიფანიძე გადაცემაში „რეჟიმის ანატომია“ იხსენებს 2011 წლის 26 მაისის ღამეს განვითარებულ მოვლენებს, რომელსაც მშვიდობიანი მომიტინგის...

დავით ლორთქიფანიძე

1779777863

ახალი ამბები

2011 წლის 26 მაისის დარბევისას დაღუპული სულიკო ასათიანის შვილი: ჯიხურის მეპატრონეც საუბრობდა, რომ იქ არანაირი დაზიანება არ იყო - შეთითხნილი ბრალდებით უნდა დაეჭირათ ის კაცი, რომ ჩვენთვის დაეჯერებინათ, თითქოს, დენმა მოკლა

„არარეალური იყო ის ყველაფერი, თვითონ მეპატრონეც საუბრობდა, რომ იქ არანაირი დაზიანება არ იყო. ჯერ მარტო იმ კაცის ჩვენება არის საკმარისი, რომ იქ არანაირი დაზიანება არ იყო“, - ასე უპასუხა 2011 წლის 26 მა...

სულიკო ასათიანის შვილი