შალვა პაპუაშვილი: საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა დრო, რომ შეწყვეტილიყოს ფიქრი და ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, ეს დაუღალავი მუხტი თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ყოველთვის ელოდა ისტორიის მორიგ ფანჯარას
„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ეს დღე არის ჩვენი ეროვნული ნების, თავისუფლების სიყვარულის და პასუხისმგებლობის სიმბოლო“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, დღევანდელ დღესასწაულს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგანაც წელს აღინიშნება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი.
„საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა დრო, როდესაც შეწყვეტილიყოს ფიქრი და ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის. ეს დაუღალავი მუხტი თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ყოველთვის ელოდა ისტორიის მორიგ ფანჯარას.
დღევანდელ დღესასწაულს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგანაც წელს აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს. ეს თარიღი გვახსენებს, რომ ქართული სახელმწიფო და ქართული ეკლესია 17 საუკუნის განმავლობაში ერთად ქმნიდნენ იმ სულიერ და ეროვნულ საფუძველს, რომელმაც ურთულეს ეპოქებში გადაგვარჩინა.
გადაგვარჩინა ჩვენმა თვითშეგნებამ და სამმა უმთავრესმა საუნჯემ - ქვეყნის სიყვარულმა, ტრადიციების ერთგულებამ და რწმენის სიმტკიცემ, რომელთა მთავარი შემქმნელი და შემნახველია ორი ინსტიტუცია - ქართული სახელმწიფო და ქართული ეკლესია. მათი განცალკევება შეუძლებელია. მათი ისტორია ცალ-ცალკე ვერ მოითხრობა. ეს არის იმ ერთი სხეულის ორი საყრდენი, რომელსაც საქართველო ჰქვია.
ორი საუკუნის წინ ჩვენ ეს ორივე საყრდენი გამოგვაცალეს, ოქროს ჯაჭვი გამოგვაბეს და ჩვენი რწმენისგან დაცლა განიზრახეს. მას შემდეგ ვიბრძვით ჩვენი დამოუკიდებლობისთვის. და ეს ბრძოლა ჯერ კიდევ მოსაგებია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
1779790842
ახალი ამბებილატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და დღესასწაულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ლატვია გულწრფელ მილოცვებსა და საუკე...
1779790548
ახალი ამბებიდავით სონღულაშვილი: სამინისტრო აქტიურად მუშაობს როგორც გარემოს დაცვის, ისე სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით და თავისი წვლილი შეაქვს ქვეყნის გაძლიერებასა და დამოუკიდებლობის განმტკიცებაში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. დავით სონღულაშვილმა საქართველოს მოქალა...
1779790023
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „ბატონო პრეზიდენტო, ჩემი თურქი ხალხის სახელით გულითადად ვულოცავ...
1779789236
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და მოქალაქეებს კეთილდღეობას უსურვებს. ამასთან ზორან მილანოვიჩი საქარ...
1779788237
ახალი ამბებიჯაბა ხუბუა: დღის ბოლომდე გვარამია იმასაც იტყვის, რუბიო ვაშინგტონიდან ერევანში მარტო იმისთვის ჩავიდა, რომ ფაშინიანის კაბინეტში უყუროს ნაცების გრანდიოზულ აქციას - უცხოსა და გადამთიელის ინტერესებს რომ ემსახურებიან იმიტომაც არიან უსამშობლოები
„გვარამია აცხადებს - მარკო რუბიომ დამოუკიდებლობის დღე საქართველოს, ქართველ ხალხსა და ქართულ სახელმწიფოს კი არა, ჩვენ - ნაცებს მოგვილოცაო! მანამდე გვარამიამ ისიც თქვა - აქციაზე იმდენი უნდა შევიკრიბოთ,...































