საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, სულხან თამაზაშვილი საქართველოში დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით მყოფ ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს, ულან ნიაზბეკოვს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ მჭიდრო და ეფექტიან თანამშრომლობაზე.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს, ასევე, სამომავლო გეგმებს. ორი ქვეყნის უწყების ხელმძღვანელებმა ხაზი გაუსვეს საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას და მზადყოფნა გამოთქვეს ორმხრივი კავშირების შემდგომ გაღრმავებაზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე რონი მესხი, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით კიკნაძე და უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
1786688447
ახალი ამბებიReuters: რეკორდული წვიმის გამო ათასობით მგზავრი ტოკიოს აეროპორტში ჩარჩა, წყალდიდობამ გზები და რკინიგზა დააზიანა, არის მსხვერპლი
იაპონიის ჩიბას პრეფექტურაში რეკორდული წვიმის შედეგად დაახლოებით 7 000 მგზავრი ჩარჩა ტოკიოს ნარიტას აეროპორტში, რადგან წყალდიდობამ გზები და რკინიგზა დააზიანა და ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა გამოი...
1786687735
ახალი ამბებიგიორგი ჩაკვეტაძე: გვაქვს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა და მათ შორის, ეს არის ტურიზმის სექტორით განპირობებული და შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ განვითარების ტემპები გაღრმავდეს
საქართველო თითოეული ტურისტისთვის არის გახსნილი. ჩვენ ეთნიკური ნიშნით არ ვასხვავებთ ტურისტებს, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორ...
1786686078
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: ჩვენ ყველა ზომა უნდა მივიღოთ, იმისთვის, რომ საქართველომ ეკონომიკური ზრდის ტემპი და სტაბილურობა შეინარჩუნოს
„ყოველ მხრივ შეტევა ხდება საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე და იმ მაჩვენებლებზე, რომლითაც წინ ვუსწრებთ არამარტო კანდიდატ ქვეყნებს, არამედ ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანას“, - განაცხადა საქართველოს პ...
1786683266
მსოფლიოThe Times: ნეთანიაჰუმ გაერთიანებული სამეფო „ბრიტანეთის ისლამურ რესპუბლიკად“ მოიხსენია
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ გაერთიანებულ სამეფოს უკვე „ბრიტანეთის ისლამური რესპუბლიკის“ სახელით იცნობენ. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Times-ი ავრც...
1786654359
მსოფლიოუკრაინამ რუსეთს შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა - Reuters
უკრაინამ რუსეთს შავ ზღვაში არსებულ სამოქალაქო ობიექტებზე იერიშების შეჩერება შესთავაზა. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. მედიის ცნობით, უკრაინამ წინადადება რუსეთს მესამე მხარის საშუალებით გადასცა, თუმცა...































