საქართველოსა და სერბეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი სერბეთში გაიმართა

საქართველოს მთავრობასა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე (FTA) მოლაპარაკებების პირველი რაუნდი სერბეთში, ქალაქ ბელგრადში გაიმართა. საქართველოს მხრიდან მომლაპარაკებელ ჯგუფს ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, სერბეთის მხრიდან კი — სერბეთის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ოლივერა იოციჩი.

შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და სერბეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობაზე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის შეფასებით, დელეგაციებმა მოლაპარაკების პირველივე რაუნდზე მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს.

„ჩვენი მოლოდინია, რომ მოლაპარაკებები სერბეთის მხარესთან მიმდინარე წლის სამ კვარტალში წარმატებით დასრულდება. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ხელს შეუწყობს ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდას, ბიზნესებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას და ეკონომიკური პარტნიორობის გაძლიერებას. ამასთან, ქართულ ბიზნესს გაეხსნება 6,6 მლნ-იანი ბაზარი, სადაც შესაძლებელი იქნება, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით შეიტანონ პროდუქცია, ითანამშრომლონ ადგილობრივ ბიზნესთან და მოიზიდონ ინვესტიციები, რაც, საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება ორი ქვეყნის ეკონომიკურ კავშირებზე“, - აღნიშნა გენადი არველაძემ.

მოლაპარაკებების ფარგლებში მხარეებმა განიხილეს შეთანხმების ძირითადი მიმართულებები, მათ შორის: საქონლით ვაჭრობა, მომსახურებით ვაჭრობა, წარმოშობის წესები, საბაჟო პროცედურები და ვაჭრობის გამარტივება, ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში (TBT), ციფრული ვაჭრობა, სატელეკომუნიკაციო მომსახურებები, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, სავაჭრო დაცვის ზომები, დავების გადაწყვეტის მექანიზმები, ასევე, სამართლებრივი და ინსტიტუციური საკითხები.

მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, მოლაპარაკებები წარმართონ კონსტრუქციულ, ეფექტიან და შედეგზე ორიენტირებულ რეჟიმში. აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე მოლაპარაკებების წარმატებით და მოკლე ვადებში დასრულების მნიშვნელოვანი გამოცდილება, რაც ქმნის პოზიტიურ მოლოდინს სერბეთთან მიმდინარე პროცესის მიმართაც. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779283343

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი: სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფოს ამოცანაა, მომავალ თაობებს სიძულვილისგან დაცლილი პოლიტიკური ველი უნდა დავუტოვოთ

შინაგან საქმეთა სამინისტროში სამმართველო შექმნა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით არის განმტკიცებული, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვი...

პოლიტიკოსი

1779282623

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6751 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6758 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

აა

1779279985

ახალი ამბები

ზარქუა ოპოზიციის დაპირისპირებაზე: ბელადი ხომ იცით, თუ ის არ არის ე.წ. ალიანსის ხელმძღვანელი, სულის ჩამდგმელი, წინამძღოლი, არ კადრულობს და ეტყობა, ის გაებუტა ამათ

საქართველოს პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რომ ოპოზიციური გაერთიანებების მთავარი საყრდენი კვლავ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ამომრჩეველია. მისი თქმით,...

ირაკლი ზარქუა

1779277762

ახალი ამბები

21 მაისს შიო III საბურთალოს ამაღლების სახელობის ტაძარში წირვას აღავლენს

ამა წლის 21 მაისს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას აღავლენს თბილისში, საბურთალ...

მეუფე შიო მეუფე შიო

1779277330

ახალი ამბები

მძღოლი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში ავტომობილით შევარდა - დაკავებულია

მძღოლი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში ავტომობილით შევარდა - დაკავებულია. ინფორმაცია „ექსკლუზივს“ შს სამინისტროში დაუდასტურეს. მომხდარზე გამოძიებას სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას...

საპატრიარქოს ეზოში ავტომობილი შევარდა