საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, მარიამ ქვრივიშვილმა სამ მემორანდუმს მოაწერა ხელი

 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ტაჯიკეთში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით სამ მემორანდუმს მოაწერა ხელი.

დოკუმენტები ტაჯიკეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.

კერძოდ, ხელი მოეწერა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის, ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ შეთანხმებებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში მაღალი რანგის ორმხრივი შეხვედრები გაიმართა.

„ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც დაფუძნდება ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისია. ამავდროულად, ხელი მოეწერა შეთანხმებას ავიაციის სექტორში თანამშრომლობის შესახებ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია აღნიშნული შეთანხმებების მიღწევა, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველწლიურად ჩვენს ორ ქვეყანას შორის მზარდია ეკონომიკური აქტივობები, განსაკუთრებით ვაჭრობა“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, გაფორმებული დოკუმენტები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით. შეთანხმებები ასევე ხელს შეუწყობს ბიზნესწრეების დაახლოებასა და პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყებას.

„შეხვედრების ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმ მიმართულებით, რომ მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით არსებული პოტენციალი. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღებაა გასამახვილებელი ვაჭრობის, საქართველოდან ექსპორტის, ტურისტულ სექტორში თანამშრომლობის საკითხებზე, ასევე, საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის პირდაპირი ფრენების არსებობის მნიშვნელობაზე“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა მონაწილეობა მიიღო გაფართოებული ფორმატის შეხვედრებში, რომლებიც ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ კოჰირ რასულზოდასთან და პრეზიდენტ ემომალი რაჰმონთან გაიმართა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781878976

საზოგადოება

ემომალი რაჰმონი: შევთანხმდით ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის ჩამოყალიბებაზე, გვჯერა, რომ ამ კომისიის საქმიანობა ყოვლისმომცველ დახმარებას უზრუნველყოფს ურთიერთობების სხვადასხვა სფეროში პრაქტიკული ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით

დღეს შევთანხმდით ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის ჩამოყალიბებაზე და ხელი მოეწერა შესაბამის დოკუმენტს. გვჯერა, რომ ამ კომისიის საქმიანობა მართლაც ყოვლისმომცველ დახმარებას უზრუნველყოფს ურთიერთობების...

ემომალი რაჰმონი

1781878300

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა როგორც ერთობლივ კომუნიკეს, ისე არაერთ ორმხრივ დოკუმენტს, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს

დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი ახალ დონეზე აიყვანს საქართველო-ტაჯიკეთის ორმხრივ ურთიერთობებს, ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა როგორც ერთობლივ კომუნიკეს, ისე არაერთ ორმხრივ დოკუმენტს, რომელიც ჩვენი თან...

ირაკლი კობახიძე

1781878263

საზოგადოება

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ა...

პროკურატურა

1781877842

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარე პროცესზე: ეს არის არათუ დასასრულის დასაწყისი „ნაცმოძრაობისთვის“, არამედ დასასრულის დასასრული

ეს არის არათუ დასასრულის დასაწყისი „ნაცმოძრაობისთვის“, არამედ დასასრულის დასასრული, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“....

დავით მათიკაშვილი

1781877195

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს სიროჯიდდინ მუჰრიდდინს შეხვდა. მინისტრებმა...

მაკა ბოჭორიშვილი