ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ორ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მერის ორი წარმომადგენელი დააკავა
„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კორუფციულ ფაქტებთან დაკავშირებით, ორ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მერის ორი წარმომადგენელი დააკავა, - განაცხადა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე ია ახალაიამ ბრიფინგზე.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ორ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, გამოვლენილია კორუფციული ფაქტები, რასთან დაკავშირებითაც სამი პირი დავაკავეთ, მათ შორის მუნიციპალიტეტის მერის ორი წარმომადგენელი.
პირველ შემთხვევაში, კორუფციული დანაშაული გამოვლინდა ადიგენის მუნიციპალიტეტში, სადაც დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია ზანავის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი, ხოლო ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე - ერთი მოქალაქე.
გამოძიებით დადგენილია, რომ საჯარო მოხელემ, შუამავლის მეშვეობით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკემპინგო სივრცის მოწყობაში მფარველობის სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 10 000 აშშ დოლარი. მოცემულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
მეორე კორუფციული ფაქტი გამოვლინდა წალკის მუნიციპალიტეტში, სადაც ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულია სამების ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი.
გამოძიებით დადგინდა, რომ საჯარო მოხელე სამსახურებრივ უფლება-მოვალეობებს იყენებდა მოქალაქეებზე ყალბი ცნობების გასაცემად. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულმა 20 ტონა კარტოფილის ადგილწარმოშობის შესახებ ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების სანაცვლოდ, ქრთამის სახით აიღო 1 000 ლარი.
საჯარო მოხელე დანაშაულის ჩადენის დროს იქნა დაკავებული. ამ შემთხვევაში სასჯელი ქრთამის აღებისათვის თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
ორივე საქმეზე თანხები ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.
მივმართავთ ყველა იმ საჯარო მოხელეს, ვინც ჯერ კიდევ ვერ გაითავისა, რომ კორუფცია ჩვენს ქვეყანაში დაუსჯელი ვერ დარჩება - მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოეკიდონ დაკისრებულ მოვალეობებს და თავი შეიკავონ მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებებისგან. საგამოძიებო სამსახური და ზოგადად, სამართალდამცავი ორგანოები, განვაგრძობთ აქტიურ მუშაობას საქართველოში კორუფციული ფაქტების ბოლომდე აღმოფხვრის მიზნით!“ - აღნიშნა ახალაიამ.
1778654069
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებისა და ფსიქოტროპული საშუალების უკანონო...
1778653471
საზოგადოებალევან ჭოტორლიშვილი ჯანდაცვის პოლიტიკასთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე: არაკომპეტენტური მიზანტროპების და ინფანტილების ნაზავია მთელი ოპოზიციური სპექტრი
პროფესორი, ლევან ჭოტორლიშვილი, „იმედზე“ ჯანდაცვის პოლიტიკასთან დაკავშირებით გამართულ დებატებს სოციალურ ქსელში აფასებს. ჭოტორლიშვილის განცხადებით, პარტია „გირჩში“ ძალიან უცნაური ხალხია, რამდენადაც მათ...
1778652787
საზოგადოებამსოფლიო პატრიარქი შიო III-ს აღსაყდრებას ულოცავს
სრულიად საქართველოს ახლად არჩეული კათოლიკოს-პატრიარქი, შიო III მილოცვებს იღებს. მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ახალ პატრიარქს აღსაყდრებას ულოცავს. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ოფიციალური წერილით მიმართა...
1778650867
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: ვხედავთ ისევ მცდელობას, სრულიად უსაგნოდ, ზღვარგადასულად შეურაცხყოფა მიაყენონ ეკლესიას, საზოგადოებისთვის წარმოაჩინონ იმ ფერებში, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება
ვხედავთ ისევ მცდელობას, სრულიად უსაგნოდ, ზღვარგადასულად შეურაცხყოფა მიაყენონ ეკლესიას, საზოგადოებისთვის წარმოაჩინონ იმ ფერებში, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება, - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო ს...
1778649647
საზოგადოებადემოკრატიის აღქმის 2026 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო მთავრობის გამჭვირვალეობით ევროპაში ერთპიროვნულად ლიდერობს, არჩევნების პოზიტიური გავლენით ევროპაში მეორე ადგილზეა, გლობალური აღქმის ინდექსით კი ევროპის საუკეთესო ოცეულშია
საერთაშორისო შემფასებელმა ცენტრმა „დემოკრატიების ალიანსი“, დემოკრატიის აღქმის2026 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ეს არის დემოკრატიის აღქმების ყველაზე მასშტაბური გამოკვლევა მსოფლიოში. ანგარიშის მიხედვით, ს...



























