მარიამ ქვრივიშვილი ათენში ენერგეტიკულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი დელეგაციასთან ერთად საბერძნეთში გაემგზავრა, სადაც ენერგეტიკულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

მასშტაბურ ღონისძიებაში, რომელსაც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ქვეყნებიდან 270-ზე მეტი დელეგატი ესწრება, მაღალი დონის სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ, მათ შორის, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი, ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი, ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს გენერალური მდივანი ჯასემ მოჰამედ ალბუდაივი, ევროკომისარი მდგრადი ტრანსპორტისა და ტურიზმის საკითხებში აპოსტოლოს ციციკოსტასი, ასევე სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები, აღმასრულებელი ხელისუფლების, საფინანსო ინსტიტუტებისა და მსხვილი საინვესტიციო კომპანიების ხელმძღვანელები.

მარიამ ქვრივიშვილი საქართველოს ენერგეტიკული სექტორის მნიშვნელოვან მიმართულებებზე მოხსენებას გააკეთებს ენერგეტიკის მინისტრების პანელზე სახელწოდებით „Delivering 2030 – Leadership commitments for the energy transition,“ ასევე მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში და პანელის მონაწილეების შეკითხვებს უპასუხებს.

ათენში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეხვედრა საბერძნეთის ენერგეტიკისა და გარემოს მინისტრთან, სტავროს პაპასტავროუსთან. დელეგაციაში, რომელსაც მარიამ ქვრივიშვილი ხელმძღვანელობს, არიან მინისტრის მოადგილეები ინგა ფხალაძე და თამარ იოსელიანი.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778652787

საზოგადოება

მსოფლიო პატრიარქი შიო III-ს აღსაყდრებას ულოცავს

სრულიად საქართველოს ახლად არჩეული კათოლიკოს-პატრიარქი, შიო III მილოცვებს იღებს. მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ახალ პატრიარქს აღსაყდრებას ულოცავს. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ოფიციალური წერილით მიმართა...

პატრიარქი

1778650867

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი: ვხედავთ ისევ მცდელობას, სრულიად უსაგნოდ, ზღვარგადასულად შეურაცხყოფა მიაყენონ ეკლესიას, საზოგადოებისთვის წარმოაჩინონ იმ ფერებში, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება

ვხედავთ ისევ მცდელობას, სრულიად უსაგნოდ, ზღვარგადასულად შეურაცხყოფა მიაყენონ ეკლესიას, საზოგადოებისთვის წარმოაჩინონ იმ ფერებში, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება, - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო ს...

დავით მათიკაშვილი

1778649647

საზოგადოება

დემოკრატიის აღქმის 2026 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო მთავრობის გამჭვირვალეობით ევროპაში ერთპიროვნულად ლიდერობს, არჩევნების პოზიტიური გავლენით ევროპაში მეორე ადგილზეა, გლობალური აღქმის ინდექსით კი ევროპის საუკეთესო ოცეულშია

საერთაშორისო შემფასებელმა ცენტრმა „დემოკრატიების ალიანსი“, დემოკრატიის აღქმის2026 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ეს არის დემოკრატიის აღქმების ყველაზე მასშტაბური გამოკვლევა მსოფლიოში. ანგარიშის მიხედვით, ს...

მსოფლიო

1778648383

საზოგადოება

ზუკა რურუა: ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მთავრობისთვის, პრემიერისთვის, პირადად განათლების მინისტრისთვის, რომ სტუდენტებს ჰქონოდათ კარგი პირობები

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მთავრობისთვის, პრემიერისთვის, პირადად განათლების მინისტრისთვის, რომ სტუდენტებს ჰქონოდათ კარგი პირობები, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვაკის რაიონის დელეგ...

ზუკა რურუა

1778619545

ახალი ამბები

საქართველოს რაგბის კავშირი World Rugby-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება

საქართველოს რაგბის კავშირი ეხმაურება World Rugby-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, 2023 წლის საფრანგეთში გამართული მამაკაცთა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის წინ საქართველოს 15-კაცა ნაკრებ...

საქართველოს რაგბის კავშირი