თბილისის მერია „მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის“ პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას იწყებს
თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური აცხადებს „მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის“ პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, გასულ წელს დაფინანსების ზედა ზღვარი 20 000 ლარი იყო, წელს მეწარმეებს უკვე 50 000 ლარამდე თანხის მიღება შეუძლიათ.
„პროგრამა, რომელიც 2025 წელს პირველად ამოქმედდა, მიმდინარე წელს კიდევ უფრო მასშტაბური გახდა — გაიზარდა როგორც საერთო ბიუჯეტი, ისე თითოეული მეწარმისთვის გათვალისწინებული დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება პროექტებზე, რომლებიც გულისხმობს პროდუქციის დამუშავებას, დამატებითი ღირებულების შექმნას და ხარისხის გაუმჯობესებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია თბილისში რეგისტრირებულ ყველა მოქმედ მიკრო და მცირე მეწარმეს, რომელიც ბაზარზე მინიმუმ ორი წელია უწყვეტად ოპერირებს.
„უპირატესობა მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებიც წარმოადგენენ რეალურ, განვითარებაზე ორიენტირებულ ბიზნესგეგმებს. პროგრამის ფარგლებში, მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ, მათი საქმიანობის განვითარებისთვის საჭირო აღჭურვილობა ტექნოლოგიები და დანადგარები შეიძინონ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, თანადაფინანსებას განსაზღვრული პირობები აქვს, დეტალური ინფორმაცია და განაცხადის პროცედურები კი ხელმისაწვდომი იქნება თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე.
„მერიის მხრიდან თანადაფინანსების პირობები შემდეგნაირად განისაზღვრა: 5 000 ლარამდე — 90%; 5 001-დან 20 000 ლარამდე — 85%; 20 001 ლარიდან - 30 000 ლარამდე — 80%; 30 001-დან 70%“, - განაცხადა კახა კალაძემ.
აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობისთვის განცხადებების მიღება 1-ელ ივნისს დასრულდება. თანადაფინანსება არ ვრცელდება მომსახურებასა და სწრაფი კვების ობიექტებზე.
1778653471
საზოგადოებალევან ჭოტორლიშვილი ჯანდაცვის პოლიტიკასთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე: არაკომპეტენტური მიზანტროპების და ინფანტილების ნაზავია მთელი ოპოზიციური სპექტრი
პროფესორი, ლევან ჭოტორლიშვილი, „იმედზე“ ჯანდაცვის პოლიტიკასთან დაკავშირებით გამართულ დებატებს სოციალურ ქსელში აფასებს. ჭოტორლიშვილის განცხადებით, პარტია „გირჩში“ ძალიან უცნაური ხალხია, რამდენადაც მათ...
1778652787
საზოგადოებამსოფლიო პატრიარქი შიო III-ს აღსაყდრებას ულოცავს
სრულიად საქართველოს ახლად არჩეული კათოლიკოს-პატრიარქი, შიო III მილოცვებს იღებს. მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ახალ პატრიარქს აღსაყდრებას ულოცავს. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ოფიციალური წერილით მიმართა...
1778650867
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: ვხედავთ ისევ მცდელობას, სრულიად უსაგნოდ, ზღვარგადასულად შეურაცხყოფა მიაყენონ ეკლესიას, საზოგადოებისთვის წარმოაჩინონ იმ ფერებში, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება
ვხედავთ ისევ მცდელობას, სრულიად უსაგნოდ, ზღვარგადასულად შეურაცხყოფა მიაყენონ ეკლესიას, საზოგადოებისთვის წარმოაჩინონ იმ ფერებში, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება, - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო ს...
1778649647
საზოგადოებადემოკრატიის აღქმის 2026 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო მთავრობის გამჭვირვალეობით ევროპაში ერთპიროვნულად ლიდერობს, არჩევნების პოზიტიური გავლენით ევროპაში მეორე ადგილზეა, გლობალური აღქმის ინდექსით კი ევროპის საუკეთესო ოცეულშია
საერთაშორისო შემფასებელმა ცენტრმა „დემოკრატიების ალიანსი“, დემოკრატიის აღქმის2026 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ეს არის დემოკრატიის აღქმების ყველაზე მასშტაბური გამოკვლევა მსოფლიოში. ანგარიშის მიხედვით, ს...
1778648383
საზოგადოებაზუკა რურუა: ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მთავრობისთვის, პრემიერისთვის, პირადად განათლების მინისტრისთვის, რომ სტუდენტებს ჰქონოდათ კარგი პირობები
ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მთავრობისთვის, პრემიერისთვის, პირადად განათლების მინისტრისთვის, რომ სტუდენტებს ჰქონოდათ კარგი პირობები, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვაკის რაიონის დელეგ...


























