სასამართლომ "მთავარი არხის" ყოფილი წამყვანი ლაშა ნაკაიძე პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ "მთავარი არხის" ყოფილი წამყვანი ლაშა ნაკაიძე პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო და არ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა 137-ე მუხლის, გაუპატიურების გაუქმების შესახებ.

სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდა, რომელსაც ბრალდებულიც დაესწრო.

"შუამდგომლობა ჰქონდა საკმაოდ საფუძვლიანი, ვინაიდან, მე მანამდეც მოგახსენეთ, რომ მომეცა საშუალება გამომეყენებინა ეს შუამდგომლობა, ექსპერტიზის დასკვნამ მომცა ამის საშუალება, თუმცა საქმის სირთულის გამო, იმიტომ რომ მუხლია ასეთი, იმიტომ რომ ეს საკითხები არსებითზე წყდება, მხოლოდ ამიტომ ეთქვა უარი. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ არსებითი განხილვისთვის, აღნიშნული მუხლი აღმოიფხვრება, ვინაიდან, გაუპატიურებას ადგილი არ ჰქონია," - აცხადებს  ადვოკატი ლალი ბიბილეიშვილი.

პროკურორის განცხადებით, საქმეში არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები, რაც ადასტურებს, რომ მან წარდგენილი დანაშაული ჩაიდინა.

"სასამართლომ დასაშვებად სცნო ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება, ასევე საქმე გადასცა არსებით განსახილველად, რაც იმას გულისხმობს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებობს ალბათობის მაღალი ხარისხით წარმოდგენილი მტკიცებულებები, რაც ადასტურებს რომ ბრალდებულმა ჩაიდინა მის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება.

რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების საკითხთან დაკავშირებით, სასამართლომ მოისმინა მხარეთა პოზიცია, გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და მიზანშეწონილად მიიჩნია ამ ეტაპზე, რომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დატოვა ძალაში," - აცხადებს პროკურორი გიორგი ნადირაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵"ასე არავინ არსად მიდის, თუ ძალას არ გრძნობს" - ვოლოდიმირ ზელენსკი

🔵2 000 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის იდენტიფიცირება ჯერ ვერ ხერხდება

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1768403420

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: რუმინეთს შეიძლება, ჰქონდეს გაფართოების ინტერესი, ეს მათი საქმეა, ჩვენთვის შემაშფოთებელია უშუალოდ მოლდოვის ხელისუფლების პოზიცია, რომ მზად არის, დათმოს სუვერენიტეტი

ჩვენთვის შემაშფოთებელი არის მოლდოვის ხელისუფლების პოზიცია, როდესაც მოლდოვის ხელისუფლება არის მზად, დათმოს სუვერენიტეტი და მხარი დაუჭიროს დამოუკიდებლობის დათმობას, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინის...

ირაკლი კობახიძე

1768402368

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ორმაგი სტანდარტის გაგრძელებაა ევროკავშირის მიერ მიღებული ბოლო გადაწყვეტილებაც, მათ შეუძლიათ ისაუბრონ რუსეთის ფედერაციასთან, თუმცა სხვას ელემენტარული სავაჭრო ურთიერთობების უფლებაც არ უნდა დაუტოვონ

ორმაგი სტანდარტის გაგრძელებაა ევროკავშირის მიერ მიღებული ბოლო გადაწყვეტილებაც, მათ შეუძლიათ ისაუბრონ რუსეთის ფედერაციასთან, თუმცა სხვას ელემენტარული სავაჭრო ურთიერთობების უფლებაც არ უნდა დაუტოვონ, - გ...

ირაკლი კობახიძე

1768401734

საზოგადოება

პრემიერი: რისთვისაც გამოიყენებოდა თავის დროზე ამერიკული ინსტრუმენტები - USAID-ი, NED-ი და სხვა ფონდები, იმავე მიზნით გამოიყენება ახლა ევროპული ინსტიტუტები, ძალიან სამწუხაროა, როდესაც ეს მანკიერი პრაქტიკა არ იცვლება

რისთვისაც გამოიყენებოდა თავის დროზე ამერიკული ინსტრუმენტები - USAID-ი, NED-ი და სხვა ფონდები, იმავე მიზნით გამოიყენება ახლა ევროპული ინსტიტუტები, ძალიან სამწუხაროა, როდესაც პრაქტიკა არ იცვლება, მიუხედ...

 ირაკლი კობახიძე

1768401350

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: როდესაც შეურაცხმყოფელი შინაარსი იდება დროშის დღესთან დაკავშირებით, ამას არავითარი შეფასებაც კი არ შეიძლება მიეცეს, ეს არის მიზანმიმართული უხეშობა და ეს ყველაფერი წარმოაჩენს ევროპული ბიუროკრატიის სახეს

როდესაც შეურაცხმყოფელი შინაარსი იდება დროშის დღესთან დაკავშირებით, ამას არავითარი შეფასებაც კი არ შეიძლება მიეცეს, ეს არის მიზანმიმართული უხეშობა და ეს ყველაფერი წარმოაჩენს ევროპული ბიუროკრატიის სახეს...

ირაკლი კობახიძე

1768399388

საზოგადოება

თორნიკე ჭეიშვილი: მისასალმებელია ის გარემოება, რომ დღეს აშშ-ის ადმინისტრაცია, პრეზიდენტი ტრამპი აბსოლუტურად ანალოგიურ შეფასებებს აძლევენ ევროკავშირში მიმდინარე პროცესებს, საუბრობენ იმ კრიზისზე, რომელზედაც უკვე არაერთი წელია ვლაპარაკობთ

მისასალმებელია ის გარემოება, რომ დღეს შეერთებული შტატების ადმინისტრაცია, თავად პრეზიდენტი ტრამპი აბსოლუტურად ანალოგიურ შეფასებებს აძლევენ ევროკავშირში მიმდინარე პროცესებს, საუბრობენ იმ კრიზისზე, რომელ...

თორნიკე ჭეიშვილი