ტრამპმა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის კუბაში მიწოდების საწინააღმდეგო არაფერი აქვს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ის პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ ტანკერი „ანატოლი კოლოდკინი“ კუბაში რუსულ ნავთობს ჩაიტანს. ამ თემაზე ის ჟურნალისტებს თვითმფრინავ Air Force One-ის ბორტზე ესაუბრა.

ტრამპის თქმით, ვაშინგტონი წინააღმდეგი არ არის, რომ კუბამ რუსული ნავთობი მიიღოს, რადგან მას ეს „გადასარჩენად“ სჭირდება. „თუ რომელიმე ქვეყანას ახლა კუბაში ნავთობის გაგზავნა სურს, მე ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ მაქვს - იქნება ეს რუსეთი თუ სხვა ვინმე“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დამაზუსტებელ კითხვაზე, მიაჩნია თუ არა, რომ ეს ვლადიმერ პუტინს დაეხმარება, ტრამპმა უპასუხა: „ეს მას როგორ დაეხმარება? მან დაკარგა ტანკერი ნავთობით. თუ მას ან სხვა ქვეყანას ამის გაკეთება სურს, ეს მე არ მადარდებს. ამას არანაირი ეფექტი არ ექნება. კუბა დამთავრებულია, მათ ცუდი რეჟიმი და ძალიან ცუდი, კორუმპირებული ხელმძღვანელობა ჰყავთ. და მიიღებენ თუ არა ისინი ნავთობის ერთ გემს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მე მირჩევნია გავატარო ის [ტანკერი], რუსული იქნება თუ სხვისი, ადამიანებს სჭირდებათ გათბობა, კონდიციონერები და სხვა ყველაფერი“.

მანამდე The New York Times-ი ​იტყობინებოდა, რომ აშშ-ის სანაპირო დაცვამ ტანკერ „ანატოლი კოლოდკინს“, რომელსაც 700 ათას ბარელზე მეტი ნავთობი გადააქვს, კუბამდე მიღწევის ნება დართო. MarineTraffic-ის მონაცემებით, 29 მარტის საღამოს ტანკერი კუბის ტერიტორიული წყლებიდან რამდენიმე მილის დაშორებით იმყოფებოდა.

„ანატოლი კოლოდკინი“ რუსული პრიმორსკიდან 9 მარტს გავიდა და დანიშნულების პუნქტად ოფიციალურად ამერიკული ქალაქი ატლანტისი მიუთითა. კუბაში ის 4 აპრილს უნდა ჩავიდეს. ვაშინგტონმა ტანკერი და მისი მფლობელი „სოვკომფლოტი“ სანქციების სიაში ჯერ კიდევ 2024 წელს შეიყვანა.

თუ რუსული ტანკერი კუბაში ჩავა, ეს იქნება ენერგომატარებლების პირველი მიწოდება კუნძულზე თითქმის ბოლო 3 თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც აშშ-ის ხელისუფლებამ კუბის ენერგეტიკული ბლოკადა დაიწყო. ნავთობის ის მოცულობა, რომელიც „ანატოლი კოლოდკინს“ გადააქვს, კუბას ენერგომატარებლებით რამდენიმე კვირის განმავლობაში უზრუნველყოფს.

აშშ, ფინანსთა სამინისტროს მოქმედი ლიცენზიის თანახმად, უშვებს რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდებას, თუ ისინი გემებზე 12 მარტამდე აიტვირთა. ამასთანავე, მასში არის პუნქტი, რომელიც კრძალავს გარიგებებს კუბის, ირანის, ჩრდილოეთ კორეისა და უკრაინის ანექსირებული ტერიტორიების მონაწილეობით.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774847911

საზოგადოება

გიორგი ჩაკვეტაძე: ვიხილეთ არაერთი კამპანია, რომელიც შეურაცხყოფდა, მათ შორის, საპატრიარქოს. მიზანი არის ეკლესიის დისკრედიტაცია, რაც განწირულია წარუმატებლობისთვის

ჩვენ არ გვიკვირს ის, რაც იკადრეს წლების განმავლობაში საპატრიარქოს და მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მ...

გიორგი ჩაკვეტაძე

1774846481

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი: მიზანია საქართველო შეირყეს, ეკლესია კი არის ერთ-ერთი მძლავრი ბურჯი, რაზედაც ჩვენი ქვეყნის მომავალი და დღევანდელი სტაბილურობა დგას

მიზანია საქართველო შეირყეს და ეკლესია არის ერთ-ერთი მძლავრი ბურჯი, რაზედაც ჩვენი ქვეყნის მომავალი და დღევანდელი სტაბილურობა დგას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ. გ...

გიორგი ვოლსკი

1774846289

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 30 მარტს საქართველოში

30 მარტს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +13 და ღამით +9 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწვიმებს, დღ...

ამინდი პროგნოზი

1774817161

ახალი ამბები

ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი: ეს ევროპარლამენტი პატარა პოლიტბიუროს ჰგავს, გეოპოლიტიკურად ესტონეთი, პორტუგალია და საქართველო სხვადასხვა რეალობაში არიან, მაგრამ ევროკავშირს ეს არ აინტერესებს

„რუსთავი 2-თან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანმა ისაუბრა: „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტის კითხვაზე - ჩვენ ახლახან ვიხილეთ, როგორ შეუჩერა ბრიუსელმა უვიზო მიმოსვლა ქართველ დიპლომატებს....

ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი

1774815669

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: ყოველდღიურად ევროპულ ქვეყნებში აკავებენ მომიტინგეებს, მაგრამ მათ შესახებ ვერც ერთი უფლებადამცველის ანგარიშში ვერ ნახავთ მინიშნებას - „პოლიტპატიმარი“, ეს მიდგომა მხოლოდ საქართველოსთან „მუშაობს“

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში მიმოიხილავს აშშ-სა და ისრაელის მხრიდან ირანზე განხორციელებული შეტევის საბაბს - ირანის სამოქალაქო საზოგადოების აიათოლას მმართველობისგან დ...

საზოგადოეა