"შადრევანი დასრულებული და შემოწმებული იყო, დილითაც გაიწმინდა, არანაირი პრობლემა არ ჰქონია" - პოლიციაში, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი იკითხება
ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ვაკე-საბურთალოს პოლიციაში თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი იკითხება.
გიგა გიგაშვილის განცხადებით, შადრევანი რამდენჯერმე გაიტესტა და ხარვეზი არ დაფიქსირებულა.
„გამოკითხვაზე ვარ დაბარებული. შადრევანი დასრულებული და შემოწმებული იყო. ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ჩავიბარეთ. ექსპერტიზა აკრედიტებულმა ექსპერტიზის ბიურომ ჩაატარა. დატესტილი იყო, ექსპერტიზაც ჰქონდა ჩატარებული. შესაბამისად, რა მოხდა, ამას გამოძიება დაადგენს. არავინ იცის, რამ გამოიწვია. ექსპერტიზა ჩატარდება და დაადგენს. დილითაც გაიწმინდა შადრევანი, არანაირი პრობლემა არ ჰქონია. რამე პრობლემა რომ ჰქონოდა, რეაბილიტაციაშიც ვერ ჩაეშვებოდა. ხარვეზი არ გამოვლენილა, რამდენჯერმე სატესტო რეჟიმში იყო ჩართული და ჩვენი თანამშრომლები ყოველდღიურად ასუფთავებენ ამ შადრევანს, ჩართულსაც და გამორთულსაც, აქამდე არანაირი პრობლემა არ ყოფილა”,-განაცხადა გიგაშვილმა.
ასევე დაგაინტერესებთ:
1793618581
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: დიპლომატებო, ხშირად ხართ საქართველოს პირველი ხმა უცხოეთში და უცხოეთის პირველი ხმა საქართველოში, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გაქვთ ააშენოთ ხიდები, მაგრამ არასოდეს დაკარგოთ ნაპირი, საიდანაც ეს ხიდი იწყება, ეს საქართველოა
„ძვირფასო დიპლომატებო, თქვენ ხშირად ხართ საქართველოს პირველი ხმა უცხოეთში და უცხოეთის პირველი ხმა საქართველოში. ამიტომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გაქვთ ააშენოთ ხიდები, მაგრამ არასოდეს დაკარგოთ ნაპ...
1793614506
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ევრობიუროკრატები აქციებზე ძალადობას საქართველოს შემთხვევაშიც ხედავდნენ, მაგრამ მათი ინტერესი არ იყო დაგმობა, ვინაიდან მათივე დაფინანსებული იყო ძალადობრივი აქციები
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, საფრანგეთში აქციები ძალადობრივი იყო, თუმცა ევრობიუროკრატების მხრიდან მსგავსად უნდა შეფასდეს საქართველოში გამართ...
1793612834
ახალი ამბები4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა, ნანა სანდერსმა, ზურაბ ჭავჭანიძემ და ანტონ ვარდანიძემ დანაშაული აღიარეს და მოინანიეს - მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა, ნანა სანდერსმა, ზურაბ ჭავჭანიძემ და ანტონ ვარდანიძემ დანაშაული აღიარეს და მოინანიეს. მათ ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების თ...
1793610656
ახალი ამბებიპროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტისთვის დიდი ოდენობით ზიანის მიყენების, ყალბი დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტებზე 19 ადამიანს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მოტყუებით დიდი ოდენობით ზიანის მიყენების, ჯგუფურად ჩადენილი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტის დამზადე...
1793610173
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: ევროკავშირშიც ხდება „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა, ამ შემთხვევაში მას კონკრეტულ დანაშაულს, ადამიანის მკვლელობის მცდელობას უწოდებენ, სავსებით სამართლიანად
მმართველი გუნდის დეპუტატი დავით მათიკაშვილი ევროპაში დემონსტრაციების მორიგ ტალღას გამოეხმაურა. არეულობებია ლონდონში, პარიზში, ფრანკფურტსა და ციურიხში. საფრანგეთში საპროტესტო აქციებზე პოლიციამ კიდევ 80...


























