შალვა პაპუაშვილი: 2021-ში ცხადი იყო, რომ ომი იწყებოდა უკრაინაში და როცა ომი დაიწყებოდა, უნდოდათ, საქართველოში დახვედროდათ ლოიალური ხელისუფლება, რომელიც შეასრულებდა ყველა მითითებას, რაც ამ ომთან დაკავშირებით წამოვიდოდა

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „დებატებში“ 2022 წლის მოვლენებზე ისაუბრა. მისი თქმით, 2022 წელს ნათელი გახდა უკრაინის ომთან დაკავშირებით არსებული პოლიტიკური მიზნები, ხოლო საქართველოში რადიკალური ოპოზიცია და NGO სექტორი ცდილობდნენ ქვეყნის ომში ჩართვას და ევროკავშირის კითხვარის შევსების პროცესში ხელოვნური ისტერიის შექმნას, რათა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ მიეცათ.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სტატუსის მიუღებლობის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტის წინ ხელისუფლების გადადგომა და ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნა მოითხოვეს, სადაც მესამედი წილი NGO სექტორს ექნებოდა და მთავრობაში ვეტოს უფლებით სარგებლობას შეძლებდა.

„2022 წელს, როდესაც ომი დაიწყო, გახდა ნათელი, თუ რა უნდოდათ სინამდვილეში 2022 წელს, რატომ უნდოდათ სააკაშვილის მობრუნება, რომ 2022 წელს, 2021-ში ცხადი იყო, რომ ომი იწყებოდა უკრაინაში და როცა ომი დაიწყებოდა საქართველოში დახვედროდათ ლოიალური ხელისუფლება, რომელიც შეასრულებდა ყველა მითითებას, რაც წამოვიდოდა ამ ომთან დაკავშირებით.

რა ვნახეთ 2022 წელს? - გაგახსენებთ იმ ისტერიას, რომელიც NGO სექტორმა დაიმართა, რომ გინდა თუ არა, ჩვენ უნდა ვიყოთ მონაწილე კითხვარის შევსებისო. მაშინ იყო რაღაც 3 000-კითხვიანი კითხვარი გამოგზავნილი, რომელიც უნდა შეგვევსო, არც ერთ ქვეყანაში კანდიდატებს, რომლებიც მაშინ იყვნენ, ასეთი ისტერია არ დაუმართია NGO სექტორს, რომ ტყუილებს ჩაწერს ახლა ხელისუფლებაო.

ეს იყო სინამდვილეში მათი პათოსი და აი, ეს პათოსი, საბოლოო ჯამში, მიიყვანეს იქამდე, რომ ჩვენ 2022 წლის ივნისში არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, აბსოლუტურად ყოველგვარი მიზეზის გარეშე, ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, ამას ვამბობ ყველა უცხოელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ვერცერთმა ვერ მითხრა ნორმალურად, მიზეზი რა იყო 2022 წლის ივნისში, რატომ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი და ყველაზე მეტი, რაც შეიძლება ითქვას, ერთმანეთისგან საწინააღმდეგოდ ჩვენებებს რომ აძლევდნენ.

კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს, რა მოხდა? - NGO-ები დადგნენ პარლამენტის წინ და მოითხოვეს რა? - ხელისუფლების გადადგომა და მათი მონაწილეობა ხელისუფლებაში. მოითხოვეს, რომ მთავრობა უნდა გადამდგარიყო, პარლამენტი უნდა გადაგვეყენებინა, მთავრობა უნდა გადაგვეყენებინა და უნდა დაფუძნებულიყო ე.წ. ტექნიკური მთავრობა, სადაც იქნებოდა უმრავლესობა მესამედი, ოპოზიცია მესამედი და NGO სექტორი მესამედი და ყველა ამ სუბიექტს ექნებოდა ვეტოს უფლება, ანუ NGO-ებს, რომლებსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვთ, რომლებისთვისაც ერთადერთი ლეგიტიმაცია არის ფულის ზომა, რასაც ისინი უცხოელებისგან იღებენ, რომ უნდა ჰქონოდათ საქართველოს მთავრობაში ვეტოს უფლება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791824931

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: საფრანგეთში სკოლის მოსწავლეებმა მკლავი დაკარგეს, თვალი, დასახიჩრდნენ და აქციის ეს დაშლის მეთოდები თურმე დემოკრატიულია და საქართველოში როდესაც დასახიჩრდნენ, დაიწვნენ პოლიციელები, ლაზარე გრიგორიადისი და მისნაირები ყოფილან გმირები

[საფრანგეთში] სკოლის მოსწავლეებმა მკლავი დაკარგეს, თვალი, დასახიჩრდნენ და ეს დაშლის მეთოდები თურმე დემოკრატიულია და აქ [საქართველოში] როდესაც დასახიჩრდნენ, დაიწვნენ პოლიციელები, ლაზარე გრიგორიადისი და...

ირაკლი კირცხალია

1791821802

მსოფლიო

ვატიკანის განცხადებით, პაპ ლეოს ქირურგიული ოპერაციის ჩატარების მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანენ

ვატიკანის განცხადებით, პაპ ლეოს ფილტვზე აღმოჩენილი მცირე ზომის წარმონაქმნის ამოკვეთის მიზნით 13 ოქტომბერს საავადმყოფოში გადაიყვანენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 71 წლის ლეომ 11 ოქტომბერს განაცხად...

პაპ ლეო

1791820055

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: კაია კალასი და ევრობიუროკრატიის სხვა წარმომადგენლები საქართველოს უკუსვლაზე საუბრობენ, რასაც ქართული და ევროპული საზოგადოება სერიოზულად აღარ აღიქვამს

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კა...

ააა

1791818366

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე: მთავრობის და ვიცე-პრემიერის აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველო ახალ სატრანსპორტო მარშრუტზე გასასვლელად და საერთაშორისო ლოგისტიკურ ქსელში საკუთარი როლის გაძლიერებისთვის ემზადება

მთავრობის და ვიცე-პრემიერის აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველო ახალ სატრანსპორტო მარშრუტზე გასასვლელად და საერთაშორისო ლოგისტიკურ ქსელში საკუთარი როლის გაძლიერებისთვის ემზადება, - წერს სოციალურ ქსელ...

დავით ჩიხელიძე

1791816026

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძე: საბედნიეროდ, ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ჰქონდეს ისეთი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, რომლებიც იძლევა საშუალებას, რომ სოციალურ პროექტებზე მეტი დაიხარჯოს

„საბედნიეროდ, ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ჰქონდეს ისეთი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, რომლებიც იძლევა შესაძლებლობას, რომ სოციალურ პროექტებზე მეტი დაიხარჯოს“, - გა...

მიხეილ სარჯველაძე