სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა UNESCO-სა და მისი მრჩეველი ორგანოების, ICOMOS-ისა და ICCROM-ის ექსპერტთა დელეგაცია მიიღო

უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ საპატრიარქო რეზიდენციაში UNESCO-სა და მისი მრჩეველი ორგანოების: ICOMOS-ისა და ICCROM-ის ექსპერტთა დელეგაცია მიიღო.

საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, დელეგაციას ხელმძღვანელობს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის პროგრამების სპეციალისტი ირენა კაკეტი. მის შემადგენლობაში ასევე არიან მრჩეველი ორგანოების წარმომადგენლები - ალკივიადეს პრეპისი და ელისონ ჰერიტეიჯი.

შეხვედრას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი), გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი), საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, მისი მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი, გელათის რეაბილიტაციის კომიტეტისა და გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის ეროვნული სამეცნიერო საბჭოს წევრები.

შეხვედრის მთავარ თემას გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე მასშტაბური სარეაბილიტაციო პროცესი წარმოადგენდა. მონაწილეებმა მიმოიხილეს ძეგლზე ჩატარებული და დაგეგმილი სამუშაოები, გაცვალეს პროფესიული მოსაზრებები და სამონასტრო კომპლექსის პირვანდელი სახით შენარჩუნების მიზნით შემდგომი თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვეს.

როგორც უცხოელმა სპეციალისტებმა აღნიშნეს, მათ რეკომენდაციებს გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი ზედმიწევნით ასრულებს. ექსპერტებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს ეკლესიის მეთაურს გელათის რეაბილიტაციის სწორი ხელმძღვანელობისა და აქტიური ჩართულობისთვის. ასევე, მადლობა გადაუხადეს გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, არქიმანდრიტ კირიონს და მთელ სამუშაო ჯგუფს მნიშვნელოვანი სამუშაოებისთვის.

აღსანიშნავია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტისა და მიმდინარე სამუშაოების ხელმძღვანელია.

მისმა უწმინდესობამ მაღალი შეფასება მისცა ძეგლის გადასარჩენად გაწეულ ძალისხმევას და გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, არქიმანდრიტ კირიონს და შეხვედრის მონაწილეებს მუშაობის პროცესში გამოჩენილი გულისხმიერებისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მისი მრჩეველი ორგანოების ექსპერტები ყოველთვის მზად არიან, დახმარება გაუწიონ და გასცენ შესაბამისი რეკომენდაციები ქართული მხარის დასახმარებლად.

შეხვედრის დასასრულს საქართველოს ეკლესიის მეთაურმა სტუმრებს საჩუქრად გადასცა საიუბილეო ჯვრები, რომლებიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის აღსანიშნავად შეიქმნა.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791824931

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: საფრანგეთში სკოლის მოსწავლეებმა მკლავი დაკარგეს, თვალი, დასახიჩრდნენ და აქციის ეს დაშლის მეთოდები თურმე დემოკრატიულია და საქართველოში როდესაც დასახიჩრდნენ, დაიწვნენ პოლიციელები, ლაზარე გრიგორიადისი და მისნაირები ყოფილან გმირები

[საფრანგეთში] სკოლის მოსწავლეებმა მკლავი დაკარგეს, თვალი, დასახიჩრდნენ და ეს დაშლის მეთოდები თურმე დემოკრატიულია და აქ [საქართველოში] როდესაც დასახიჩრდნენ, დაიწვნენ პოლიციელები, ლაზარე გრიგორიადისი და...

ირაკლი კირცხალია

1791821802

მსოფლიო

ვატიკანის განცხადებით, პაპ ლეოს ქირურგიული ოპერაციის ჩატარების მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანენ

ვატიკანის განცხადებით, პაპ ლეოს ფილტვზე აღმოჩენილი მცირე ზომის წარმონაქმნის ამოკვეთის მიზნით 13 ოქტომბერს საავადმყოფოში გადაიყვანენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 71 წლის ლეომ 11 ოქტომბერს განაცხად...

პაპ ლეო

1791820055

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: კაია კალასი და ევრობიუროკრატიის სხვა წარმომადგენლები საქართველოს უკუსვლაზე საუბრობენ, რასაც ქართული და ევროპული საზოგადოება სერიოზულად აღარ აღიქვამს

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კა...

ააა

1791818366

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე: მთავრობის და ვიცე-პრემიერის აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველო ახალ სატრანსპორტო მარშრუტზე გასასვლელად და საერთაშორისო ლოგისტიკურ ქსელში საკუთარი როლის გაძლიერებისთვის ემზადება

მთავრობის და ვიცე-პრემიერის აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველო ახალ სატრანსპორტო მარშრუტზე გასასვლელად და საერთაშორისო ლოგისტიკურ ქსელში საკუთარი როლის გაძლიერებისთვის ემზადება, - წერს სოციალურ ქსელ...

დავით ჩიხელიძე

1791816026

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძე: საბედნიეროდ, ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ჰქონდეს ისეთი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, რომლებიც იძლევა საშუალებას, რომ სოციალურ პროექტებზე მეტი დაიხარჯოს

„საბედნიეროდ, ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ჰქონდეს ისეთი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, რომლებიც იძლევა შესაძლებლობას, რომ სოციალურ პროექტებზე მეტი დაიხარჯოს“, - გა...

მიხეილ სარჯველაძე