შალვა პაპუაშვილი: „ნამოხვანჰესის“ მაგალითი არის იმის სახელმძღვანელო, თუ როგორ დააზიანეს NGO-ებმა ქვეყანა

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „დებატებში“ არასამთავრობო სექტორის საქმიანობასა და უცხოურ დაფინანსებაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით უცხოელების მთავარი პრობლემა ის არის, რომ ქვეყანამ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა და ფინანსების კონტროლი მოითხოვა, რისი შანსიც სექტორმა არ გამოიყენა.

შალვა პაპუაშვილმა „ნამოხვანჰესის“ პროექტის მაგალითი მოიყვანა და აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოება დიდი ხნით გადაწიეს და პროექტის ჩაშლით საქართველოს შესაძლო ჯარიმები დააკისრეს, რაც პირდაპირ NGO-ების სინდისზეა და ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული.

„მთავარი პრობლემა, რაც უცხოელებს საქართველოსთან აქვთ, არის ის, რომ ჩვენ გავბედეთ და მოვითხოვეთ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა, მოვითხოვეთ, ჩაგვეხედა იმაში, თუ რა ფინანსდება. ასე რომ, შანსი ჰქონდა არასამთავრობო სექტორს, ეს შანსი არ გამოიყენა, არც არასამთავრობო სექტორმა და არც NGO-ებმა. ასე რომ, ეს რაღაც იგავები საგადასახადო სისტემასთან დაკავშირებით არ გვინდა.

„ნამოხვანჰესის“ მაგალითი არის მართლაც სახელმძღვანელო მაგალითი იმისა, თუ როგორ დააზიანეს NGO-ებმა ქვეყანა. დააზიანეს არა მხოლოდ იმით, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოება გადაწიეს დიდი ხნით, ის სიმძლავრეები, რაც შეიძლება გამოემუშავებინა და გარდა ამისა, ის ჯარიმა, სავარაუდოდ, საბოლოო ჯამში, რაც შეიძლება საქართველოს დაეკისროს, ეს არის პირდაპირ NGO-ების სინდისზე, რომლებმაც მაშინ ეს პროექტი ჩაშალეს. კიდევ ერთხელ ეს არის ზუსტად იმის მაგალითი, თუ როგორ გამოიყენება NGO-ები საქართველოს ეკონომიკური ინტერესების წინააღმდეგ და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, საბოლოო ჯამში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791824931

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: საფრანგეთში სკოლის მოსწავლეებმა მკლავი დაკარგეს, თვალი, დასახიჩრდნენ და აქციის ეს დაშლის მეთოდები თურმე დემოკრატიულია და საქართველოში როდესაც დასახიჩრდნენ, დაიწვნენ პოლიციელები, ლაზარე გრიგორიადისი და მისნაირები ყოფილან გმირები

[საფრანგეთში] სკოლის მოსწავლეებმა მკლავი დაკარგეს, თვალი, დასახიჩრდნენ და ეს დაშლის მეთოდები თურმე დემოკრატიულია და აქ [საქართველოში] როდესაც დასახიჩრდნენ, დაიწვნენ პოლიციელები, ლაზარე გრიგორიადისი და...

ირაკლი კირცხალია

1791821802

მსოფლიო

ვატიკანის განცხადებით, პაპ ლეოს ქირურგიული ოპერაციის ჩატარების მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანენ

ვატიკანის განცხადებით, პაპ ლეოს ფილტვზე აღმოჩენილი მცირე ზომის წარმონაქმნის ამოკვეთის მიზნით 13 ოქტომბერს საავადმყოფოში გადაიყვანენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 71 წლის ლეომ 11 ოქტომბერს განაცხად...

პაპ ლეო

1791820055

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: კაია კალასი და ევრობიუროკრატიის სხვა წარმომადგენლები საქართველოს უკუსვლაზე საუბრობენ, რასაც ქართული და ევროპული საზოგადოება სერიოზულად აღარ აღიქვამს

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კა...

ააა

1791818366

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე: მთავრობის და ვიცე-პრემიერის აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველო ახალ სატრანსპორტო მარშრუტზე გასასვლელად და საერთაშორისო ლოგისტიკურ ქსელში საკუთარი როლის გაძლიერებისთვის ემზადება

მთავრობის და ვიცე-პრემიერის აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველო ახალ სატრანსპორტო მარშრუტზე გასასვლელად და საერთაშორისო ლოგისტიკურ ქსელში საკუთარი როლის გაძლიერებისთვის ემზადება, - წერს სოციალურ ქსელ...

დავით ჩიხელიძე

1791816026

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძე: საბედნიეროდ, ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ჰქონდეს ისეთი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, რომლებიც იძლევა საშუალებას, რომ სოციალურ პროექტებზე მეტი დაიხარჯოს

„საბედნიეროდ, ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ჰქონდეს ისეთი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, რომლებიც იძლევა შესაძლებლობას, რომ სოციალურ პროექტებზე მეტი დაიხარჯოს“, - გა...

მიხეილ სარჯველაძე