შალვა პაპუაშვილი: Amnesty International-ი თაღლითობის გზაზე რომ იყო დამდგარი, მაშინ გამოჩნდა, როცა სააკაშვილის სამართლიანი სასჯელისგან დახსნის უცხოურ დეზინფორმაციულ კამპანიაში ჩაერთო

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ს აკრიტიკებს და დეზინფორმაციულ კამპანიაში მონაწილეობაში ადანაშაულებს.

შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასა და გავრცელებულ ცნობებს იხსენებს.

„ის, რომ Amnesty International-ი თაღლითობის გზაზე იყო დამდგარი, ჯერ კიდევ 2023 წელს გამოჩნდა, როდესაც ის სააკაშვილის სამართლიანი სასჯელისგან დახსნის უცხოურ დეზინფორმაციულ კამპანიაში ჩაერთო.

Amnesty International-ის ქვემოთ მოყვანილი ცილისმწამებლური განცხადებიდან სულ რამდენიმე კვირაში, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ის რასაც ეს ორგანიზაცია, ისევე, როგორც სააკაშვილის უცხოელი პატრონები აცხადებდნენ, იყო თაღლითური ტყუილი. სტრასბურგის გადაწყვეტილებით, სააკაშვილს არა თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გათავისუფლება სჭირდებოდა, მისი სხვა საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროებაც კი არ იყო.

ამ სამარცხვინო თაღლითობიდან ცოტა ხანში სამყარომ შეიტყო, რომ მომაკვდავი დიქტატორი სასწაულებრივად აღარ მოკვდა, კახექსია დაძლია, დემენციისგან განიკურნა და შვილიც შეეძინა. თაღლითური გზით სააკაშვილის მართლმსაჯულებისგან დახსნის ოპერაცია ჩავარდა, Amnesty International-მა კი დიდი ხნით დაიმკვიდრა თაღლითის სახელი,“ - აცხადებს პაპუაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791549614

საზოგადოება

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ფოთის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანი...

პროკურატურა

1791547869

საზოგადოება

წვევამდელების მიერ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაში, დოკუმენტების გაყალბების და გამოყენებაში დახმარების, ასევე ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტებზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წვევამდელების მიერ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაში, დოკუმენტების გაყალბების და გამოყენებაში დახმარების, წი...

პროკურატურა

1791546982

ახალი ამბები

ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულებს, სასამართლომ 18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულებს, სასამართლომ 18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ინფ...

პროკურატურა

1791545815

ახალი ამბები

Ipsos Public Opinion Institute – „ალტერნატივა გერმანიისთვის“ რეიტინგი 28%-ს შეადგენს, ფრიდრიხ მერცის ბლოკის რეიტინგი კი 20%-მდე შემცირდა

Der Spiegel-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მხარდაჭერა 28%-ს შეადგენს, გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის ბლოკის (CDU/CSU) რეიტინგი კი კიდევ შემცირდა...

Ipsos Public Opinion Institute

1791543713

სპორტი

ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ილია სულამანიძე (100 კგ) ფინალში იჭიდავებს და კარიერაში პირველი ოქროს მედლის მოპოვებას შეეცდება. 25 წლის ქართველმა სპორტსმენმა ნახევა...

ილია სულამანიძე