პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ფოთის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა საზღვარგარეთ ყოფნისას უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ,,ტილიდინს“, რომელიც ,,ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით უკანონოდ შემოიტანა საქართველოში. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება სამართალდამცველებმა ბრალდებულის სამგზავრო ჩანთიდან ამოიღეს.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა) წარედგინა.
სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
1791543713
სპორტიილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ილია სულამანიძე (100 კგ) ფინალში იჭიდავებს და კარიერაში პირველი ოქროს მედლის მოპოვებას შეეცდება. 25 წლის ქართველმა სპორტსმენმა ნახევა...
1791542950
საზოგადოებაპატრიარქი: სამყაროში არაფერი დაწერილა იმაზე დიდებული, რაც არის იოანეს სახარების პირველი თავი, სადაც ნათქვამია, რომ სიტყვა არის ღმერთი, სიტყვა ღვთისა არის ღმერთი და ეს სიტყვა იწოდებოდა იესო ქრისტედ
„იოანე ღვთისმეტყველის ლოცვით და მეოხებით, გვასწავლოს ჩვენ ღმერთმა რწმენა, განსაკუთრებით ჩვენ, სასულიერო პირებს, ეპისკოპოსებს, გვმართებს ვევედროთ მას, გვასწავლოს საღვთისმეტყველო საიდუმლოებები, სწავლე...
1791542413
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: ჩვენი უვიცი ოპონენტებისთვის ვიტყვი, რომ დიპლომატია არის მნიშვნელოვანი და ნებისმიერ ქვეყანასთან ტოლ-სწორად უნდა ვისაუბროთ და ეს დამცინავი ტონი მიუღებელია
„მაშინ, როდესაც მოკლებული ვართ სიამოვნებას, რომ გვქონდეს საელჩო მსოფლიოს ყველა სახელმწიფოში, რა თქმა უნდა, ასეთი შეხვედრები და ასეთი ასამბლეები არის ძალიან კარგი შესაძლებლობა“, - ამის შესახებ პარლამენ...
1791542383
საზოგადოებაგამსახურდია: „აკაცუკების“ გადმოსახედიდან, მარტო ერთი პოლიტიკური ჯგუფისთვის უნდა იყოს მისაღები სახალხო დამცველი, მაგალითად, როგორც ლომჯარია და ცალ ფეხზე მდგომი ბურჯანაძე - შეშფოთებას იწვევს თურმე, როდესაც ლევან იოსელიანი თეთრზე შავს არ იძახის
გიორგი გამსახურდია, სახალხო დამცველ ლევან იოსელიანის მიმართ ოპოზიციის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ „აკაცუკებისთვის“ შემაშფოთებელია, როდესაც ამჟამინდელი ომბუდსმ...
1791541282
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ევროკავშირს თუ უნდა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ასეთი ევროპარლამენტით ის ჩვენ წევრად ვერ მიგვიღებს, ჩვენ ასეთ ხალხთან საერთოდ დარბაზში დასაჯდომი არაფერი გვაქვს, რომელთაც ზიზღი აქვთ ქართველების მიმართ
„უკვე რთულია, სერიოზულად შეაფასო ევროპარლამენტი და მისი რეზოლუციები“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ევროპარლამენტის მიერ უკვე...


























