მაჭავარიანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: მიზეზზე ბევრჯერ გვისაუბრია, 2022 წლის თებერვალში საქართველომ უარი განაცხადა, ჩვენი ქვეყანა გამოყენებულიყო პროქსი სახელმწიფოდ, იმ დღიდან დაიწყო უსამართლობა, დეზინფორმაცია და რეზოლუციები ქვეყნის წინააღმდეგ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მორიგ რეზოლუციას გამოეხმაურა.

როგორც მმართველი გუნდის დეპუტატმა „დღის ქრონიკასთან“ აღნიშნა, რეზოლუციები, რომელსაც ორკესტრირებული ხასიათი აქვს მოჰყვა საქართველოს უარს გამხდარიყო პროქსი სახელმწიფო და გაეხსნა მეორე ფრონტი.

„საფუძველზე და მიზეზზე ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია, ეს არის ის, რომ 2022 წლის თებერვალში საქართველომ უარი განაცხადა იმაზე, რომ ჩვენი ქვეყანა გამოყენებულიყო პროქსი სახელმწიფოდ, ისევე, როგორც გამოიყენეს უკრაინა ამ ომისთვის. ამაზე უკვე ყველა ღიად საუბრობს და პირველი ეს ყველაფერი შეაფასა დონალდ ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ. პირდაპირ თავის სახელი დაარქვეს. თქვეს, რომ ეს არის პროქსი ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის და სატელიტ სახელმწიფოდ გამოვიყენეთ უკრაინა. უნდოდათ საქართველოს გამოყენებაც.

ზუსტად იმ დღიდან იწყება უსამართლობა, ამდენი სიცრუე, დეზინფორმაცია, რეზოლუციები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. როდესაც ბრიუსელმა შეაჩერა მოლაპარაკებები საქართველოსთან 2024 წელს, იმ შემთხვევაში მათ საბაბად მოიშველიეს ორი კანონი, ეს არის „გამჭვირვალობის კანონი“, რასაც სამარცხვინოდ აშშ-ის იმ დროინდელმა ელჩმა და ევრობიუროკრატებმა დაარქვეს „რუსული კანონი“. ხოლო მეორე კანონი არის „ანტი ლგბტ კანონი“. მთელი ერი შეთანხმებულია, რომ ეს კანონი მისაღები იყო.

ამ ყველაფერმა, პირველ რიგში, უარმა ომში ჩართვაზე, მეორე რიგში ამ ბერკეტის გამოცლამ, როგორიც არის მდიდარი „ენჯეოები“, რომელიც პირდაპირ სახელმწიფო გადაწყვეტილებებში იღებდნენ მონაწილეობას, მათი დღის წესრიგისთვის უარის თქმა იწვევს ჩვენი ქვეყნის მიმართ აგრესიულ დამოკიდებულებას“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791549614

საზოგადოება

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ფოთის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანი...

პროკურატურა

1791547869

საზოგადოება

წვევამდელების მიერ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაში, დოკუმენტების გაყალბების და გამოყენებაში დახმარების, ასევე ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტებზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წვევამდელების მიერ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაში, დოკუმენტების გაყალბების და გამოყენებაში დახმარების, წი...

პროკურატურა

1791546982

ახალი ამბები

ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულებს, სასამართლომ 18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულებს, სასამართლომ 18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ინფ...

პროკურატურა

1791545815

ახალი ამბები

Ipsos Public Opinion Institute – „ალტერნატივა გერმანიისთვის“ რეიტინგი 28%-ს შეადგენს, ფრიდრიხ მერცის ბლოკის რეიტინგი კი 20%-მდე შემცირდა

Der Spiegel-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მხარდაჭერა 28%-ს შეადგენს, გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის ბლოკის (CDU/CSU) რეიტინგი კი კიდევ შემცირდა...

Ipsos Public Opinion Institute

1791543713

სპორტი

ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ილია სულამანიძე (100 კგ) ფინალში იჭიდავებს და კარიერაში პირველი ოქროს მედლის მოპოვებას შეეცდება. 25 წლის ქართველმა სპორტსმენმა ნახევა...

ილია სულამანიძე