ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულებს, სასამართლომ 18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულებს, სასამართლომ 18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ძალადობის ფაქტებზე ორი პირი დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბათუმში 2025 წლის 8 დეკემბერს, ერთ-ერთმა ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაზარალებულს, ხოლო ორი დღის შემდეგ, ბრალდებულმა შვილთან ერთად ჯგუფურად, შურისძიების მოტივით, კვლავ ფიზიკურად იძალადა დაზარალებულზე.
შემდეგ კი ბრალდებულებმა იგი მდინარე ჭოროხის ძველი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე წაიყვანეს, სადაც ისევ იძალადეს მასზე ფიზიკურად და შურისძიების მოტივით, მოკვლის განზრახვით მდინარე ჭოროხში გადააგდეს. დაზარალებულის ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია“, - აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.
1791541282
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ევროკავშირს თუ უნდა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ასეთი ევროპარლამენტით ის ჩვენ წევრად ვერ მიგვიღებს, ჩვენ ასეთ ხალხთან საერთოდ დარბაზში დასაჯდომი არაფერი გვაქვს, რომელთაც ზიზღი აქვთ ქართველების მიმართ
„უკვე რთულია, სერიოზულად შეაფასო ევროპარლამენტი და მისი რეზოლუციები“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ევროპარლამენტის მიერ უკვე...
1791540913
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე: ჩვენი უვიცი ოპონენტებისთვის ვიტყვი, რომ დიპლომატია არის მნიშვნელოვანი და ნებისმიერ ქვეყანასთან ტოლ-სწორად უნდა ვისაუბროთ და ეს დამცინავი ტონი მიუღებელია
„მაშინ, როდესაც მოკლებული ვართ სიამოვნებას, რომ გვქონდეს საელჩო მსოფლიოს ყველა სახელმწიფოში, რა თქმა უნდა, ასეთი შეხვედრები და ასეთი ასამბლეები არის ძალიან კარგი შესაძლებლობა“, - ამის შესახებ პარლამენ...
1791540859
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ჩვენი ეკონომიკური წინსვლისა და უსაფრთხოების განმაპირობებელი არის ის, რომ ბრიუსელის მავნე რჩევებს არ ვუჯერებთ
„უკვე ჩნდება კითხვა - ან არაკვალიფიციურია ბრიუსელი, რომ გვაძლევს რჩევებს, რომლითაც უნდა დავზიანდეთ, ან მავნებელია და სპეციალურად ითხოვს ისეთ რაღაცებს საქართველოსგან, რომ დავზიანდეთ“, - განაცხადა საქარ...
1791539609
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში აჩვენებს სიმართლეს და ამხელს ბრიუსელის მავნე მიზნებს
„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთ ბანალურ ჭეშმარიტებას - როდესაც საქმე ეხება ობიექტურ შეფასებებს, რომელიც ეფუძნება რაიმე თვლად და სამართლიან კრიტერიუმებს, საქართველო ყოველთვის არის ლიდერი და მათ შორის უ...
1791538040
ახალი ამბებიკახა კალაძე პაატა ბურჭულაძის შეწყალებაზე: ვხედავთ გარკვეული პირების მხრიდან მონანიებას - ხელისუფლებაც შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს, მიუხედავად იმისა, რომ მძიმე დანაშაულთან გვქონდა საქმე
„რაც უფრო მეტი ადამიანი მოინანიებს, მოიხდის ბოდიშს, გაიაზრებს თავის დანაშაულს, სახელმწიფოსაც ამ ყველაფერზე შესაბამისი რეაგირება ექნება“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე...

























