წვევამდელების მიერ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაში, დოკუმენტების გაყალბების და გამოყენებაში დახმარების, ასევე ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტებზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წვევამდელების მიერ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაში, დოკუმენტების გაყალბების და გამოყენებაში დახმარების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტებზე ერთი პირი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 – 2026 წლებში, ბრალდებული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფთან ერთად, წვევამდელებს და მათი ოჯახის წევრებს სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაში დახმარებას ჰპირდებოდა, რის სანაცვლოდაც მათგან მოტყუებით მიიღო ჯამში 24 200 ლარი.
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ 2024-2026 წლებში ბრალდებული თანამზრახველებთან ერთად ყალბი სამედიცინო ისტორიის შექმნით დოკუმენტებს აყალბებდა. შედეგად ავადმყოფობის სიმულაციის და ყალბი სამედიცინო დოკუმენტაციის წარდგენით, სსიპ „გ. აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის“ მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისია წვევამდელს სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან ათავისუფლებდა.
ასევე, ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა საბრძოლო მასალა, რასაც მის საცხოვრებელ სახლში უკანონოდ ინახავდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - 6 ეპიზოდი), 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), 19.180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტით (თაღლითობის მცდელობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), 19.180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (თაღლითობის მცდელობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), 25.356-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ყალბი დოკუმენტის გამოყენებით, წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაში დახმარება), 25.362-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ყალბი დოკუმენტის დამზადებაში და გამოყენებაში დახმარება), 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა და შენახვა) და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
1791541282
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ევროკავშირს თუ უნდა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ასეთი ევროპარლამენტით ის ჩვენ წევრად ვერ მიგვიღებს, ჩვენ ასეთ ხალხთან საერთოდ დარბაზში დასაჯდომი არაფერი გვაქვს, რომელთაც ზიზღი აქვთ ქართველების მიმართ
„უკვე რთულია, სერიოზულად შეაფასო ევროპარლამენტი და მისი რეზოლუციები“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ევროპარლამენტის მიერ უკვე...
1791540913
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე: ჩვენი უვიცი ოპონენტებისთვის ვიტყვი, რომ დიპლომატია არის მნიშვნელოვანი და ნებისმიერ ქვეყანასთან ტოლ-სწორად უნდა ვისაუბროთ და ეს დამცინავი ტონი მიუღებელია
„მაშინ, როდესაც მოკლებული ვართ სიამოვნებას, რომ გვქონდეს საელჩო მსოფლიოს ყველა სახელმწიფოში, რა თქმა უნდა, ასეთი შეხვედრები და ასეთი ასამბლეები არის ძალიან კარგი შესაძლებლობა“, - ამის შესახებ პარლამენ...
1791540859
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ჩვენი ეკონომიკური წინსვლისა და უსაფრთხოების განმაპირობებელი არის ის, რომ ბრიუსელის მავნე რჩევებს არ ვუჯერებთ
„უკვე ჩნდება კითხვა - ან არაკვალიფიციურია ბრიუსელი, რომ გვაძლევს რჩევებს, რომლითაც უნდა დავზიანდეთ, ან მავნებელია და სპეციალურად ითხოვს ისეთ რაღაცებს საქართველოსგან, რომ დავზიანდეთ“, - განაცხადა საქარ...
1791539609
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში აჩვენებს სიმართლეს და ამხელს ბრიუსელის მავნე მიზნებს
„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთ ბანალურ ჭეშმარიტებას - როდესაც საქმე ეხება ობიექტურ შეფასებებს, რომელიც ეფუძნება რაიმე თვლად და სამართლიან კრიტერიუმებს, საქართველო ყოველთვის არის ლიდერი და მათ შორის უ...
1791538040
ახალი ამბებიკახა კალაძე პაატა ბურჭულაძის შეწყალებაზე: ვხედავთ გარკვეული პირების მხრიდან მონანიებას - ხელისუფლებაც შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს, მიუხედავად იმისა, რომ მძიმე დანაშაულთან გვქონდა საქმე
„რაც უფრო მეტი ადამიანი მოინანიებს, მოიხდის ბოდიშს, გაიაზრებს თავის დანაშაულს, სახელმწიფოსაც ამ ყველაფერზე შესაბამისი რეაგირება ექნება“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე...


























