შალვა პაპუაშვილი: ჩარლი კირკის სასტიკი მკვლელობა ზიზღის, დეჰუმანიზაციის და შეუწყნარებელი რიტორიკის პირდაპირი და არაორაზროვანი შედეგია, ვგმობ ძალადობის ამ წარმოუდგენელ და მხეცურ აქტს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში კონსერვატორი კომენტატორის, ჩარლი კირკის მკვლელობას ეხმაურება.

„ჩარლი კირკის სასტიკი მკვლელობა ზიზღის, დეჰუმანიზაციის და შეუწყნარებელი რიტორიკის პირდაპირი და არაორაზროვანი შედეგია. ვგმობ ძალადობის ამ წარმოუდგენელ და მხეცურ აქტს.

სიტყვებს მძიმე შედეგები შეიძლება ჰქონდეს, ხოლო ზიზღის ენის დაუფიქრებელ მხარდაჭერას შეიძლება წინასწარ განუჭვრეტელი მოვლენები მოჰყვეს. ჩვენს მიერ უამრავჯერ გაკეთებული მოწოდება და გაფრთხილება ზოგიერთი უცხოელი ოფიციალური პირის მიმართ, თავი შეიკავონ ძალადობრივი ენის მხარდაჭერისაგან, რომელიც თითქოსდა ევროკავშირის, ლიბერალიზმისა და დემოკრატიის სახელით ხდება, მიმართულია იქითკენ, რომ ამგვარი არაპროგნოზირებადი ძალადობრივი აქტები საქართველოს თავიდან ავარიდოთ.

გამოვხატავ გულწრფელ თანაგრძნობას ამერიკელი ხალხის, განსაკუთრებით კი ჩარლი კირკის ოჯახისა და ახლობლების მიმართ“, - წერს პაპუაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757590152

ახალი ამბები

სუსმა ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და გადაზიდვის ბრალდებით უკრაინის ორი მოქალაქე დააკავა

მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკრაინის ორი მოქალ...

სუსისსუსის

1757589360

საზოგადოება

კახა კალაძე „მეგობარ აქტზე“: რეალურად მტრული აქტი იყო და მეგობრობის იქ არაფერი ეწერა

„მეგობარი აქტი“ რეალურად მტრული იყო და მეგობრობის იქ არაფერი ეწერა“, - აღნიშნა თბილისის მერმა კახა კალაძემ დემოკრატი კონგრესმენის, სტივ კოენის მიერ ჰელსინკის კომისიაში გაკეთებული იმ განცხადების შეფასე...

კახა კალაძე:

1757589263

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: ამაყები ვართ, რომ კერძო სექტორთან ერთობლივი ძალისხმევით მივაღწიეთ სამოქალაქო ავიაციის უპრეცედენტო ზრდის დინამიკას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა კომპანია TAV Airports-ს საქართველოში საქმიანობის 20 წლის იუბილე მიულოცა. სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამ...

მარიამ ქვრივიშვილი

1757588532

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე ჩარლი კირკის მკვლელობაზე: ცივილიზებულ სამყაროში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის, საქართველო ამერიკელ მოკავშირეებთან ერთად გლოვობს ამ დანაკარგს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკელი კონსერვატორი ლიდერის ჩარლი კირკის მკვლელობის გამო მწუხარებას გამოთქვამს. აღნიშნულის შესახებ ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს. როგორც პრემი...

ირაკლი კობახიძე

1757588236

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი „მეგობარ აქტზე“: ნებისმიერ შემთხვევაში ამ აქტს ვუყურებთ როგორც მტრულ აქტს ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვის ნაწილში

ნებისმიერ შემთხვევაში ამ აქტს ვუყურებთ როგორც მტრულ აქტს ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვის ნაწილში, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა...

ლევან მახაშვილი