შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ხელისუფლების დამსახურება, რომ უწყვეტი მშვიდობის დეკადა გვაქვს მაშინ, როდესაც ყველა ლოგიკით ომში უნდა ვყოფილიყავით სხვადასხვა მომენტში, ბოლო 14 წლის განმავლობაში
„წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს, მოშლილია. ის, რაზეც საუბარი იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომ არსებობს რაღაც ჩარჩო, ეს ჩარჩო რეალურად აღარ არსებობს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში სტუმრობისას, ირანში და რეგიონში შექმნილ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მსოფლიოში ომის დაწყება ძალიან ადვილია, კონფლიქტის მიზეზები ყოველთვის არსებობს, თუმცა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ახერხებს, რომ მშვიდობა შეინარჩუნოს.
ამასთან, მისი თქმით, ის, რაც მიმდინარეობს ახლო აღმოსავლეთში, აუცილებლად ეხება საქართველოსაც.
„საერთოდ, კითხვის ნიშნის ქვეშ ისედაც დგას დიდი, ძლიერი სახელმწიფოებისთვის, ეს ჩარჩო რამდენად არსებობდა ოდესმე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დღეს ვხედავთ, რომ ასეთი წესრიგი აღარ არის. ეს ყველაფერი უპირველეს ყოვლისა ერთ რამეს გვაჩვენებს, როცა საერთაშორისო წესრიგსა და უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, ჩვენ დავინახეთ ის ჭეშმარიტება, რაც კაცობრიობის ისტორიას ყოველთვის მოსდევდა - მშვიდობა არის უფრო გამონაკლისი, ვიდრე წესი და, როგორც ჩანს, ომი, კონფლიქტი არის უფრო ბუნებრივი მდგომარეობა, ვიდრე მშვიდობა. ამიტომ, მშვიდობას სჭირდება სწორედ ძალისხმევა და არა ომს.
ომის დაწყება ძალიან ადვილია, კონფლიქტის მიზეზები ყოველთვის არსებობს, მათ შორის, ვხედავთ, რომ პარტნიორებიც კი, დღეს ერთმანეთთან კინკლაობენ. ასე, რომ არაფერი არ არის ომის დაწყებაზე ადვილი, რთული არის მშვიდობა. სწორედ ეს არის, ჩვენი ხელისუფლების დამსახურება, რომ უწყვეტი მშვიდობის დეკადა გვაქვს, მაშინ როდესაც ყველა ლოგიკით ომში უნდა ვყოფილიყავით სხვადასხვა მომენტში, ბოლო 14 წლის განმავლობაში.
ის, რაც ეხება რეგიონს, გვეხება ჩვენც. ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ ამ ესკალაციაში, რომელსაც აქვს ყველა პოტენციალი, რომ გადაიზარდოს რეგიონულ ომში, უკვე ჩართულია რამდენიმე სახელმწიფო. მათ შორის, სახელმწიფოები, რომლებიც პირდაპირ არ მონაწილეობდნენ თავდაპირველ ქმედებებში, ასე რომ პირდაპირ თუ ირიბად, ეს კონფლიქტი რეგიონის ყველა ქვეყანას ეხება. საქართველოსთვისაც ეს შეშფოთების საგანია და სწორედ ამას ეხებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს ყველა სადავო საკითხი დიპლომატიურ კალაპოტში და ასე გადაწყდეს ყველა საკითხი, ვინაიდან ომს და, განსაკუთრებით ამ რეგიონში აქვს ყველანაირი პოტენციალი, რომ გადაიზარდოს სრულმასშტაბიან, ფართო, რეგიონულ ომში“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
1784311658
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ჩვენს გუნდს ყველაფერი გაკეთებული აქვს იმისთვის, რომ აშშ-სთან რეალური პარტნიორობა დაიწყოს, ყველა დონეზე გვაქვს გაცხადებული, რომ მზად ვართ, ნებისმიერ დროს დავსხდეთ და კონკრეტული გზამკვლევი გავწეროთ
საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობების გასაფუჭებლად ბაიდენის ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა. იმ ადმინისტრაციამ, რომელშიც, ბატონი ტრამპის თქმით, „Deep State“-ს უზარმაზარი გავლენა ჰქონდა. ისინი ზუსტად ი...
1784310128
ახალი ამბებითინათინ რუხაძემ და ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროექტებში აქტიური ჩართვის საკითხებზე შეხვედრაზე ისაუბრეს
კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ და საქართველოს პარლამენტის წევრმა, „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროექტებში აქტიური ჩართვი...
1784309067
ახალი ამბებიზაალ მიქელაძე: „ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ“- ტრამპის უმთავრესი გზავნილია საქართველოს ხელისუფალის მიმართ, დიახ, ის არ ყოფს კანონიერად არჩეულ მთავრობას და ხალხს ერთმანეთისგან
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წერილს ირაკლი კობახიძის მიმართ. ტრამპმა კობახიძეს ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე იუბილეს...
1784306764
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: ეს არის მილევად რეჟიმში, სიკვდილის პირას მისული დაჯგუფება, იმდენად არასერიოზული დაჯგუფებაა, რომ ვერანაირად ვერ მოახერხებენ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯებით საქართველოში არეულობის შემოტანას
„ეს არის მილევად რეჟიმში, სიკვდილის პირას მისული დაჯგუფება, რომელიც თავის თავს ოპოზიციას უწოდებს“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა. თავდაც...
1784305416
მსოფლიომექსიკის სამხრეთ სანაპიროსთან 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - გამოცხადდა ცუნამის გაფრთხილება
მექსიკის სამხრეთ შტატ ჩიაპასის სანაპიროსთან ახლოს 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ცუნამის საფრთხე გამოცხადდა. როგორც მედია წერს, ბიძგები იგრძნობოდა მეზობელ გვატემალასა და ელ-სალვადორშიც, სა...






























