შალვა პაპუაშვილი: ჩვენნაირი ქვეყნისთვის სპორტი არის ქვეყნის სახელის ამაყად ტარება, მისი დროშის მაღლა ფრიალი, ჰიმნი და მოპოვებული გამარჯვების სახალხო ზეიმი

 მოხარული ვარ, რომ წლის მიწურულს ვესწრები სპორტსმენთა დაჯილდოების ცერემონიას და საშუალება მეძლევა არა მხოლოდ იმისა, რომ შევუერთდე გულითად მილოცვებს, არამედ კიდევ ერთხელ ვილაპარაკო ქართული სპორტის მნიშვნელობაზე, როგორც სპორტული, ასევე, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სპორტი არის გამარჯვება, რომელიც ურთულესი შრომით, წინააღმდეგობებით, არაერთი დაცემითა და მარცხით მოიპოვება.

„ქართული სპორტი და მისი საუკუნოვანი ისტორია წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ჭეშმარიტი სიამაყის საგანს. ის გმირული და ჩინებული მხედრული ტრადიცია, რაც ჩვენს ერს ათასწლეულების მანძილზე მოსდგამს და ჩამოუყალიბდა, ასეთივე შემართებით გადაიბარა ქართულმა სპორტმა და მისი მაღალი მიღწევებით ყოველ ჯერზე გვახარებს. სპორტი არის ცხოვრების წესი, შრომა, თავდადება, თაობებს შორის ცოდნის გაზიარება და გადაცემა, ღირსება და რაინდობა, რაც სპორტსმენს მთელი ცხოვრების მანძილზე მიყვება და არა მხოლოდ მისი აქტიური წლების განმავლობაში.

სპორტი არის მოხვეჭილი სახელი და პატივი, რომელიც სპორტსმენს პიროვნულ ღირსებას მატებს და ამ ღირსების პასუხისმგებლობით ტარებას ავალდებულებს. ჩვენნაირი ქვეყნისთვის, სპორტი არის ქვეყნის სახელის ამაყად ტარება, მისი დროშის მაღლა ფრიალი, მისი ჰიმნის ხმამაღლა ჟღერება და მოპოვებული გამარჯვების სახალხო ზეიმი. სპორტი არის გამარჯვება, რომელიც ურთულესი შრომით, წინააღმდეგობებით, არაერთი დაცემითა და მარცხით მოიპოვება, მაგრამ რომელიც ნიჭთან ერთად უძლეველი და სწორუპოვარია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს საუკეთესო სპორტული დღეები წინ აქვს და ქართველი სპორტსმენები კიდევ არაერთ მნიშვნელოვან გამარჯვებას მოიპოვებენ.

„დღეს დარბაზში ვხედავთ არაერთი თაობის სახელოვან სპორტსმენებს, რომლებმაც ქვეყნის სახელი ღირსეულად ატარეს. დღეს ამ ღონისძიებას უყურებს ათასობით ადამიანი, ათასობით ბავშვი, რომელთათვისაც ქვეყნის სპორტული წარსული, მისი მიღწევები, მისი დღევანდელობა არის მისაბაძი და სამაგალითო, მოტივაციისა და ჟინის მიმცემი, რათა უფრო სწრაფად, უფრო მაღლა, უფრო ძლიერად ასწიონ და ატარონ საქართველოს სახელი.

რაც მთავარია, ქართული სპორტის თითოეული ქომაგისთვის, ქართული სპორტი არის ის განსაკუთრებული სიხარული, რომელიც გვიხალისებს გულს, აღაფრთოვანებს ჩვენს გონებას და ენერგიას სძენს ჩვენს შრომას. სწორედ იმიტომ, რომ კარგად გვესმის ერის ისეთი დუღაბის მნიშვნელობა, როგორიც სპორტია, ვუთმობთ მას ასეთ ყურადღებას და გვერდით ვუდგავართ მის განვითარებას, პოპულარიზაციას.

გვჯერა, საქართველოს საუკეთესო დღეები წინაა და ჩვენ ერთად, ამ და სხვა დარბაზებში, ჩვენი სპორტსმენების კიდევ არაერთ გამარჯვებას აღვნიშნავთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1766499314

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი ლილუაშვილის დაკავებაზე: ეს რომ შიდა კლანური ბრძოლა იყოს, ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ამას დღის სინათლეზე არ გამოვიტანდით

ეს რომ შიდა კლანური ბრძოლა იყოს, ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ამას დღის სინათლეზე არ გამოვიტანდით, ეს საკითხები ჩვენთვის პოლიტიკურად მომგებიანი საკითხები ხომ არ არის? - განაცხადა გადაცემაში „დღის...

თენგიზ შარმანაშვილი

1766497500

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი „ენჯეოებზე“: შიდამტრებად ჩამოყალიბდნენ ადამიანები, მათ შორის ლომჯარიაც, შექმნეს რაღაც გუნდი, რომელიც ყველანაირად ცდილობს, რომ საკუთარი სახელმწიფო დააზიანოს

„შიდამტრებად ჩამოყალიბდნენ ადამიანები, მათ შორის ლომჯარიაც, შექმნეს რაღაც გუნდი, რომელიც ყველანაირად ცდილობს, რომ საკუთარი სახელმწიფო დააზიანოს“, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა გიორგი...

გიორგი ვოლსკი

1766497085

ახალი ამბები

ზუგდიდში მკვლელობა მოხდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერში მკვლელობა მოხდა. არსებული ცნობით, მოკლულია შუახნის კაცი. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან და გამოძიება მიმდინარეობს. გავრცელებული ცნობით, ბრალ...

პოლიცია

1766495988

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 23 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6975 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7015 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კურსი...

ლარი გამყარდა

1766494647

ახალი ამბები

ბექა ოდიშარია: დედაქალაქის ბიუჯეტი გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელთა რაოდენობა გაიზარდა და დედაქალაქი სწორი მიმართულებით ვითარდება

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ თბილისის საკრებულოს სხდომაზე, სადაც 2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა, ოპოზიციონერ კოლეგებს უპასუხა და აღნიშნა, რომ, საქართვე...

ბექა ოდიშარია