ირაკლი კობახიძე: ქართველი სპორტსმენის მიმართ ჩვენი სიყვარული უნდა იყოს გამორჩეული და უპირობო, ეს უნდა გაიგოს აბსოლუტურად ყველამ

 მადლობა მინდა, გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს თქვენი შრომისთვის, პატრიოტიზმისთვის და დაუვიწყარი წუთებისთვის, თითოეული იმ ემოციისთვის, რომელიც თქვენმა გამარჯვებებმა თითოეულ ჩვენგანს მოუტანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, თითოეული სპორტსმენი არის საქართველოს საუკეთესო ელჩი საერთაშორისო ასპარეზზე.

„ისტორიული შედეგების ფონზე, ძალიან რთული ამოცანაა რომელიმე სპორტსმენის გამოყოფა და საუკეთესოს გამოვლენა, თუმცა დღევანდელი დღე, სწორედ, ამას უძღვება და მინდა, წინასწარ მივულოცო მომავალ გამარჯვებულებს და ნომინანტებს. თითოეული წარმატებული სპორტსმენი არის გამარჯვებული თავისთავად და არის ღირსეული მაგალითი ჩვენი ახალგაზრდებისთვის.

თითოეული მათგანი არის ჩვენი განსაკუთრებული სიამაყე და თითოეული მათგანი არის საუკეთესო ელჩი საქართველოსთვის მსოფლიო ასპარეზზე. მე ერთი რამ მინდა აღვნიშნო, ქართველი სპორტსმენის მიმართ ჩვენი სიყვარული უნდა იყოს გამორჩეული, განსაკუთრებული და უპირობოდ ეს უნდა გაიგოს აბსოლუტურად ყველამ.

ყველას მინდა, მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი. დადგები შობა-ახალი წელი მინდა მოგილოცოთ ჩვენს საამაყო სპორტსმენებს, მწვრთნელებს, ექიმებს, ტექნიკურ პერსონალს, ყველას ვინც არის ჩართული ქართულ სპორტის წარმატებაში და მადლობა მინდა, გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს თქვენი შრომისთვის, პატრიოტიზმისთვის და დაუვიწყარი წუთებისთვის, თითოეული იმ ემოციისთვის, რომელიც თქვენმა გამარჯვებებმა თითოეულ ჩვენგანს მოუტანა. გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და გისურვებთ ძალიან დიდ წარმატებებს მომავალში“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1766505596

ახალი ამბები

მაჭავარიანი მეყანწიშვილის აღიარებაზე: მთელი რადიკალური ოპოზიცია რომ ერთი ვერტიკალით იმართება, ეს უკვე ძალიან ბევრჯერ არის დადასტურებული და ეს შემთხვევაც ამის კიდევ ერთი დადასტურებაა

 ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის შეფასებით, მთელი რადიკალური ოპოზიცია რომ ერთი ვერტიკალით იმართება ეს უკვე ძალიან ბევრჯერ არის დადასტურებული და ეს შემთხვევა...

ლევან მაჭავარიანი

1766502067

ახალი ამბები

5 და 6 იანვარი უქმედ გამოცხადდა

 საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2026 წლის 5 და 6 იანვარი უქმე დღედ გამოცხადდა. შესაბამისი დადგენილება დღეს გამოქვეყნდა. „ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მის სისტემაშ...

იტალია

1766499844

მსოფლიო

Euractiv: ევროკავშირმა რუსეთისგან 2024 წელს 709 მილიონი ევროს ღირებულების თევზი შეიძინა

„პორტუგალიაში ღუმელში გამომცხვარი ვირთევზადან დაწყებული, პოლონეთში ხრაშუნა შემწვარი ვერსიით დამთავრებული, რუსული თევზი კვლავაც პოულობს გზას ევროპულ სუფრებზე იმპორტის შეზღუდვის მცდელობების მიუხედავად“,...

 თევზი შეიძინა

1766499314

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი ლილუაშვილის დაკავებაზე: ეს რომ შიდა კლანური ბრძოლა იყოს, ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ამას დღის სინათლეზე არ გამოვიტანდით

ეს რომ შიდა კლანური ბრძოლა იყოს, ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ამას დღის სინათლეზე არ გამოვიტანდით, ეს საკითხები ჩვენთვის პოლიტიკურად მომგებიანი საკითხები ხომ არ არის? - განაცხადა გადაცემაში „დღის...

თენგიზ შარმანაშვილი

1766497500

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი „ენჯეოებზე“: შიდამტრებად ჩამოყალიბდნენ ადამიანები, მათ შორის ლომჯარიაც, შექმნეს რაღაც გუნდი, რომელიც ყველანაირად ცდილობს, რომ საკუთარი სახელმწიფო დააზიანოს

„შიდამტრებად ჩამოყალიბდნენ ადამიანები, მათ შორის ლომჯარიაც, შექმნეს რაღაც გუნდი, რომელიც ყველანაირად ცდილობს, რომ საკუთარი სახელმწიფო დააზიანოს“, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა გიორგი...

გიორგი ვოლსკი