შალვა პაპუაშვილი: ეროვნული ინტერესები პირად წყენაზე მაღლა უნდა იდგეს, ბატონმა პეტერმა 30-წლიანი სანიმუშო პარტნიორობა სამ წელიწადში რომ დაანგრია, ამ მარტივი ჭეშმარიტების ვერ გააზრების ნიშანია

სხვათა შორის, ორიოდე კვირის წინ 50 წელი შემისრულდა. ნიშანდობლივია, რომ მის ვრცელ ინტერვიუში, ბატონი პეტერი, არც ერთხელ არ ახსენებს ჩემს თანამდებობას და მხოლოდ გვარით მომიხსენიებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილი ეხმაურება გერმანიის ელჩის განცხადებას, სადაც პეტერ ფიშერმა აღნიშნა: „ბატონი პაპუაშვილი ჯამში 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე, ის 48 წლისაა, 21 და 48 – ამაზე დამატებითი კომენტარი არ მაქვს“.

„როგორც ჩანს, 2024 წლის არჩევნების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარეობასთან ერთად, არც ჩემი ასაკის მატებას აღიარებს და ეს დაკლებული ორი წელიც ამას უნდა მივაწეროთ.

ეროვნული ინტერესები პიროვნების ცხოვრებაზე და, მით უმეტეს, პირად წყენაზე მაღლა უნდა იდგეს. ის, რომ ბატონმა პეტერმა 30 წლიანი სანიმუშო პარტნიორობა სამ წელიწადში დაანგრია, ამ მარტივი ჭეშმარიტების ვერ გააზრების ნიშანია. ესეც გაივლის“, - წერს პაპუაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770987928

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6807 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6819 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...

ლარის კურსი

1770986699

სპორტი

ქართველმა ტყვიის მსროლელმა წყვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ბულგარეთის ქალაქ ბურგასში ტყვიის სროლაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. შერეულ წყვილთა ტურნირში ახალგაზრდებს შორის პნევმატური პისტოლეტის 10-მეტრიან დისტანციაზე სროლაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მარიამ...

ტყვიის მსროლელ

1770985588

საზოგადოება

ავტომობილების იმპორტზე პირველად და დროებით რეგისტრაციაზე დაწესებული ახალი რეგულაცია ელექტრომობილებზე არ ვრცელდება

მთავრობის დადგენილების თანახმად, საქართველოში 1 აპრილიდან 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია იკრძალება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინ...

ელექტრომობილების გასამართი სადგურები

1770984417

ახალი ამბები

აბაშასა და სამტრედიაში არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა  

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა აბაშასა და სამტრედიაში ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლის ფაქტები გამოავლინეს. სამეგრელოს დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის...

აბაშასა და სამტრედიაში არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა  

1770983029

ახალი ამბები

საქართველოს რკინიგზა: საქართველოს რკინიგზაში რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის, შესაბამისად, ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში

„რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის“, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. როგორც საქართველოს რკინიგზის განცხადებაშია აღნიშნული,...

საქართველოს რკინიგზა