თამარ ტალიაშვილმა და კონგრესმენმა, აბრაჰამ ჰამადემ შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისა და ურთიერთობების განმტკიცების მნიშვნელობაზე ისაუბრეს
აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა შეხვედრა გამართა აშშ-ის კონგრესმენ აბრაჰამ ჰამადესთან (R), რომელიც არიზონას შტატს წარმოადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას ტალიაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისივე ცნობით, შეხვედრაზე ქართულ-ამერიკული ურთიერთობებისა და არსებული დინამიკის შესახებ ისაუბრეს.
„კონგრესმენი ჰამადე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალებისა და ვეტერანთა საკითხების კომიტეტების წევრია. კონგრესში არჩევამდე იგი არიზონას შტატში პროკურორის თანამდებობას იკავებდა; კონგრესმენი ჰამადე ასევე არის კონტრ-ტერორიზმის უსაფრთხოების ოფიცერი.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ქართულ-ამერიკული ურთიერთობებისა და არსებული დინამიკის შესახებ ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო რეგიონისა და საერთაშორისო დონეზე მიმდინარე აქტუალურ საკითხებს. ამავდროულად, ხაზი გაესვა სუვერენიტეტის დაცვისა და სამშვიდობო პოლიტიკის მნიშვნელობას.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას, პოტენციალსა და როლს შუა დერეფნის განვითარების თვალსაზრისით. აღინიშნა საერთო ინტერესებზე დამყარებული ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განმტკიცების მნიშვნელობა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
1770986699
სპორტიქართველმა ტყვიის მსროლელმა წყვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ბულგარეთის ქალაქ ბურგასში ტყვიის სროლაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. შერეულ წყვილთა ტურნირში ახალგაზრდებს შორის პნევმატური პისტოლეტის 10-მეტრიან დისტანციაზე სროლაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მარიამ...
1770985588
საზოგადოებაავტომობილების იმპორტზე პირველად და დროებით რეგისტრაციაზე დაწესებული ახალი რეგულაცია ელექტრომობილებზე არ ვრცელდება
მთავრობის დადგენილების თანახმად, საქართველოში 1 აპრილიდან 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია იკრძალება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინ...
1770984417
ახალი ამბებიაბაშასა და სამტრედიაში არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა აბაშასა და სამტრედიაში ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლის ფაქტები გამოავლინეს. სამეგრელოს დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის...
1770983029
ახალი ამბებისაქართველოს რკინიგზა: საქართველოს რკინიგზაში რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის, შესაბამისად, ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში
„რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის“, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. როგორც საქართველოს რკინიგზის განცხადებაშია აღნიშნული,...
1770982335
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია საქართველოსთვის არის უფრო სერიოზული პარტნიორობის შესაძლებლობა, რაც მიმართული იქნება როგორც ევროპის, ასევე საქართველოს კეთილდღეობისკენ
„მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია საქართველოსთვის არის შესაძლებლობა გვქონდეს კომუნიკაცია პარტნიორებთან, საინტერესო სტუმრებთან, კონფერენციის მონაწილეებთან და რა თქმა უნდა, ჩვენს პრიორიტეტებზე შესაძლე...





























