მაჭავარიანი აშშ-თან ურთიერთობაზე: სასიამოვნოა ის სიგნალები, რომელიც რუბიოსა და ვენსის მხრიდან მოდის, ჩვენ მზად ვართ დავსხდეთ ამერიკულ მხარესთან და დროსა და სივრცეში გავწეროთ კონკრეტული გზამკვლევი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონიდან პოზიტიური სიგნალები მოდის და ახლა მთავარია რა ნაბიჯები გადაიდგმება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვის კუთხით.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ბურთი თავიდან ბოლომდე აშშ-ის მოედანზეა.

„ძალიან სასიამოვნოა ის სიგნალები, რაც ბატონი რუბიოს, ბატონი ვენსის მხრიდან, ასევე, ის შეხვედრები, რომელიც ბატონ მამუკა მდინარაძეს ჰქონდა უშუალოდ ვაშინგტონში, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გვანარჩუნებინებს იმის იმედს, რომ შესაძლებელია აშშ-თან გადაიტვირთოს ჩვენი ურთიერთობები და დაიწყოს რეალური პარტნიორობა.

ჩვენი პრემიერ-მინისტრის დონიდან დაწყებული და რიგითი დეპუტატით დამთავრებული, ჩვენ ძალიან ხშირად ვიმეორებთ სწორედ ამ კონკრეტიკას - მზად ვართ დავსხდეთ ამერიკულ მხარესთან და დროსა და სივრცეში გავწეროთ კონკრეტული გზამკვლევი, სადაც გაწერილი იქნება, თუ რა ნაბიჯები არის გადასადგმელი ჩვენი მხრიდან, რა ნაბიჯები არის გადასადგმელი აშშ-ის მხრიდან იმისათვის, რომ ორივე ქვეყნის ინტერესები იქნეს გათვალისწინებული და დაცული.

რა თქმა უნდა ოპტიმიზმი შენარჩუნებული გვაქვს სწორედ იმ სიგნალებიდან გამომდინარე, იმ შეხვედრებიდან გამომდინარე, რაზეც ზემოთ ვისაუბრე და ხაზი გავუსვი. აქედან გამომდინარე ჩვენ ამ ყველაფრის რა თქმა უნდა ველით და ეს ეტაპი, როდესაც დადგება ჩვენ ამ ყველაფერს საზოგადოებას მოვუყვებით. ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, თუმცა ბურთი თავიდან ბოლომდე აშშ-ის მოედანზეა“, - აღნიშნა მაჭავარიანმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770989800

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ეროვნული ინტერესები პირად წყენაზე მაღლა უნდა იდგეს, ბატონმა პეტერმა 30-წლიანი სანიმუშო პარტნიორობა სამ წელიწადში რომ დაანგრია, ამ მარტივი ჭეშმარიტების ვერ გააზრების ნიშანია

სხვათა შორის, ორიოდე კვირის წინ 50 წელი შემისრულდა. ნიშანდობლივია, რომ მის ვრცელ ინტერვიუში, ბატონი პეტერი, არც ერთხელ არ ახსენებს ჩემს თანამდებობას და მხოლოდ გვარით მომიხსენიებს, - ამის შესახებ საქარ...

შალვა პაპუაშვილ

1770989132

მსოფლიო

აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში მეორე ავიამზიდი - „ჯერალდ ფორდი“ გაგზავნა

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის მეორე ავიამზიდი - „ჯერალდ ფორდი“ გაგზავნეს. წერს ამერიკული მედია. გავრცელებული ცნობით, „ჯერალდ ფორდი“ აპრილის ბოლომდე ან მაისის დასაწყისამდე არ დაბრუნდება ამერიკის სანაპიროებთ...

 ავიამზიდი - „ჯერალდ ფორდი“

1770988648

საზოგადოება

თამარ ტალიაშვილმა და კონგრესმენმა, აბრაჰამ ჰამადემ შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისა და ურთიერთობების განმტკიცების მნიშვნელობაზე ისაუბრეს

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა შეხვედრა გამართა აშშ-ის კონგრესმენ აბრაჰამ ჰამადესთან (R), რომელიც არიზონას შტატს წარმოადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას ტალიაშვი...

თამარ ტალიაშვილ

1770987928

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6807 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6819 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...

ლარის კურსი

1770986699

სპორტი

ქართველმა ტყვიის მსროლელმა წყვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ბულგარეთის ქალაქ ბურგასში ტყვიის სროლაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. შერეულ წყვილთა ტურნირში ახალგაზრდებს შორის პნევმატური პისტოლეტის 10-მეტრიან დისტანციაზე სროლაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მარიამ...

ტყვიის მსროლელ