მარიამ ქვრივიშვილი: 2021- 2025 წლებში ჩვენი ეკონომიკა, საშუალოდ, 9.3%-ით გაიზარდა, რაც საქართველოს ლიდერს ხდის როგორც ევროპის, ისე რეგიონის ქვეყნებს შორის

საქართველოს ეკონომიკა 2021- 2025 წლების პერიოდში, საშუალოდ, 9.3%-ით გაიზარდა, რაც ჩვენს ქვეყანას ლიდერს ხდის ევროპის, ისევე როგორც რეგიონის ქვეყნებს შორის. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ სავალუტო ფონდის თანახმად, საშუალოვადიან, 2026 - 2030 წლების პერიოდში საქართველო კვლავ განაგრძობს, იყოს ლიდერი და ჰქონდეს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა - საშუალოდ, 5.1%-ის ოდენობით, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველო-ხორვატიის ბიზნესფორუმზე გახსნის ღონისძიებაზე, რომელიც ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ასეთი ფორმატის შეხვედრები კარგი შესაძლებლობაა ქვეყნების ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის.

„2025 წელი განსაკუთრებით წარმატებული იყო - ჩვენი ქვეყნისთვის რეკორდული მონაცემები დაფიქსირდა საგარეო ვაჭრობის მიმართულებით, კერძოდ, ექსპორტი 11%-ზე მეტით გაიზარდა, ასევე რეკორდული - 4.7 მლრდ. აშშ. დოლარი შემოსავალი მივიღეთ ტურიზმის ინდუსტრიიდან, რეკორდული იყო ტურისტული ნაკადების რაოდენობაც. ის პოლიტიკა, რასაც ჩვენ, მათ შორის, ტრანსპორტის სექტორში ვატარებთ, პირდაპირპროპორციულად აისახა ავიაციის სექტორის გაძლიერებაზე. ჩვენთვის პატივია, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში ასევე რეკორდული რაოდენობის მგზავრებისთვის გვემასპინძლა“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770989800

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ეროვნული ინტერესები პირად წყენაზე მაღლა უნდა იდგეს, ბატონმა პეტერმა 30-წლიანი სანიმუშო პარტნიორობა სამ წელიწადში რომ დაანგრია, ამ მარტივი ჭეშმარიტების ვერ გააზრების ნიშანია

სხვათა შორის, ორიოდე კვირის წინ 50 წელი შემისრულდა. ნიშანდობლივია, რომ მის ვრცელ ინტერვიუში, ბატონი პეტერი, არც ერთხელ არ ახსენებს ჩემს თანამდებობას და მხოლოდ გვარით მომიხსენიებს, - ამის შესახებ საქარ...

შალვა პაპუაშვილ

1770989132

მსოფლიო

აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში მეორე ავიამზიდი - „ჯერალდ ფორდი“ გაგზავნა

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის მეორე ავიამზიდი - „ჯერალდ ფორდი“ გაგზავნეს. წერს ამერიკული მედია. გავრცელებული ცნობით, „ჯერალდ ფორდი“ აპრილის ბოლომდე ან მაისის დასაწყისამდე არ დაბრუნდება ამერიკის სანაპიროებთ...

 ავიამზიდი - „ჯერალდ ფორდი“

1770988648

საზოგადოება

თამარ ტალიაშვილმა და კონგრესმენმა, აბრაჰამ ჰამადემ შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისა და ურთიერთობების განმტკიცების მნიშვნელობაზე ისაუბრეს

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა შეხვედრა გამართა აშშ-ის კონგრესმენ აბრაჰამ ჰამადესთან (R), რომელიც არიზონას შტატს წარმოადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას ტალიაშვი...

თამარ ტალიაშვილ

1770987928

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6807 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6819 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...

ლარის კურსი

1770986699

სპორტი

ქართველმა ტყვიის მსროლელმა წყვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ბულგარეთის ქალაქ ბურგასში ტყვიის სროლაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. შერეულ წყვილთა ტურნირში ახალგაზრდებს შორის პნევმატური პისტოლეტის 10-მეტრიან დისტანციაზე სროლაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მარიამ...

ტყვიის მსროლელ