კახა კალაძე: მიწისზედა მეტროს პროექტი დროებით შევაჩერეთ, რადგან ამ ეტაპზე უფრო პრიორიტეტული „ახმეტელის თეატრისა“ და „ვარკეთილის“ მეტროსადგურების ხაზების დაგრძელებაა
„დასაფასებელია, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენელი შესრულებული სამუშაოებისთვის მადლობას გვიხდის, ჩვენ ამ ტიპის დამოკიდებულებას მიჩვეულები არ ვართ“, - ამის შესახებ თბილისის მერმ, კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე კითხვა-პასუხის დროს ისაუბრა.
კახა კალაძემ უპასუხა საკრებულოს წევრის, ვახტანგ სურგულაძის შეკითხვებს დედაქალაქში არსებული გამოწვევების შესახებ და აღნიშნა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი სწორედ პრობლემების მოგვარებაზეა ორიენტირებული.
„ჩვენ არ გავურბივართ პრობლემებს. ყველანი ამ ქალაქში ვცხოვრობთ და ძალიან კარგად ვიცით, რა გამოწვევები დგას ჩვენს წინაშე. მომავალი წლის ბიუჯეტიც სწორედ ამისკენ არის მიმართული, რომ არსებულ პრობლემებს ღირსეულად ვუპასუხოთ. ცხადია, არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ერთი ან ოთხი წლის განმავლობაში, ყველაფერი მოგვარდება. ჩვენზე უფრო განვითარებულ და ეკონომიკურად ძლიერ ქალაქებს აქვთ გამოწვევები. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რა მდგომარეობა გვქონდა და დღეს რა ვითარებაა.
მიხარია, რომ მადლობას გვიხდით იმისთვის, რაც კეთდება და რაც გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში. დასაფასებელია, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენელი ამაზე საუბრობს. ჩვენ ამ ტიპის დამოკიდებულებას მიჩვეული არ ვართ, რადგან ოპოზიციის წევრები ყოველთვის იმაზე საუბრობენ, რომ რაც კეთდება ცუდია ან საერთოდაც არაფერი კეთდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.
რაც შეეხება ვაკის პარკს, დედაქალაქის მერის თქმით, ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია და დარჩენილია ე.წ. კასკადის პროექტი, რომელსაც უცხოური კომპანია შეასრულებს.
„ვაკის პარკი ერთ-ერთი მსხვილი რეკრეაციული სივრცეა, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე ეტაპად იყო დაყოფილი. სამუშაოების დიდი ნაწილი შესრულებულია, დარჩენილია ე.წ. კასკადი, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. სამწუხაროდ, საქართველოში ვერ მოიძებნა კომპანიები, ვინც აღნიშნულ პროექტს განახორციელებდა და შესაბამის სამუშაოებს ჩაატარებდა. ჩემი მოადგილე ანდრია ბასილაია აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში და უცხოელების ჩართულობით, წარმოდგენილია პროექტი, რომელიც მომდევნო წლებში განხორციელდება. ამით ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები მთლიანად დასრულდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ამასთან, დედაქალაქის მერმა უპასუხა შეკითხვას ყოფილი იპოდრომის ადგილზე ცენტრალური პარკის მოწყობისა და მიწისზედა მეტროს პროექტის შესახებაც.
„იპოდრომის პარკის მოწყობის პროექტს საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ ახორციელებს და ამისთვის ბიძინა ივანიშვილის ოჯახს მინდა მადლობა კიდევ ერთხელ გადავუხადო. წინა ხელისუფლების პირობებში, იპოდრომი გასხვისებული იყო და საცხოვრებელი კორპუსების აშენება იგეგმებოდა. ბიძინა ივანიშვილმა ტერიტორია გამოისყიდა და მიმდინარეობს პარკის მოწყობა. როგორც კი სამუშაოები დასრულდება, ტერიტორია მუნიციპალიტეტს გადმოეცემა.
რაც შეეხება მიწისზედა მეტროს, ამასთან დაკავშირებით არაერთი განმარტება გვაქვს გაკეთებული. აღნიშნული ინიციატივა ყოფილ პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს ეკუთვნის. მუნიციპალიტეტს კი ბაზრის შესწავლა, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების გაკეთება, პროექტის მომზადება დაევალა. ჩვენ დავიქირავეთ ევროპული კომპანიები, რომლებმაც კვლევა დადეს და პროექტი დაახლოებით, 300 მლნ ევრო დაჯდებოდა. როდესაც დავიწყეთ მსჯელობა, რამდენად სწორი იქნება ამ პროექტში ამხელა თანხის დახარჯვა, მაშინ როდესაც გადაუდებელი აუცილებლობაა „ახმეტელის თეატრისა“ და „ვარკეთილის“ მეტროსადგურების ხაზების დაგრძელება, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს პროექტი დროებით შეგვეჩერებინა. ყველაფერი დავთვალეთ და პრიორიტეტებს მივაქციეთ ყურადღება“, - განაცხადა თბილისის მერმა.
1766478816
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: თუ ნატოს უნდა ერთ თვეში იღებენ წევრებს, როგორც ეს ფინეთის და შვედეთის შემთხვევაში იყო, როგორც ჩანს, ჩვენს მიმართ ეს სურვილი სერიოზული არ იყო
„თუ ნატოს უნდა ერთ თვეში იღებენ წევრებს, როგორც ეს ფინეთის და შვედეთის შემთხვევაში იყო. როგორც ჩანს, ჩვენს მიმართ ეს სურვილი სერიოზული არ იყო“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვ...
1766478351
საზოგადოებათბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 2 193 388 700 ლარს შეადგენს
თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 2 193 388 700 ლარს შეადგენს, რაც გასული წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში 219 823300ლარითაა გაზრდილი. ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა გიორგი ტყემალა...
1766478177
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ თამარ მეარაყიშვილის დაკავებაზე: როდესაც საქმე გვაქვს უკანონო რეჟიმთან, ნებისმიერი ასეთი ქმედება არის უკანონო - ჩვენ ყველა ზომას მივმართავთ იმისთვის, რომ ასეთი უკანონობა შეწყდეს
„სამწუხაროდ, არის ფაქტები, როდესაც ხდება საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავებას“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პასუხად ჟურნალისტის კითხვაზე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ „...
1766477529
საზოგადოებაპაპუაშვილი ლომჯარიაზე: როდესაც სახალხო დამცველის ვადა ამოეწურა, ჩამოაყალიბა „ენჯეო“ და მიიღო მილიონობით დაფინანსება იმ ევროკავშირისგან, რომელიც მის ყალბ დასკვნებს იყენებდა სააკაშვილის ციხიდან დასახსნელად
„როდესაც ლომჯარიას სახალხო დამცველის ვადა ამოეწურა, ჩამოაყალიბა „ენჯეო“ და მიიღო მილიონობით დაფინანსება იმ ევროკავშირისგან, რომელიც მის ყალბ დასკვნებს იყენებდა სააკაშვილის ციხიდან დასახსნელად, შემდეგ...
1766476624
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებაზე: იკვეთება სქემები, რომლითაც კორუფციული და უკანონო თანხებით ფინანსდებოდა რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტული მედია
„რაზეც ისაუბრა გენერალურმა პროკურორმა ერთ საინტერესო დეტალზე მიუთითებს, რომ როგორც ჩანს, იკვეთება სქემები, რომლითაც კორუფციული და უკანონო თანხებით ფინანსდებოდა რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტული მედ...


























