თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 2 193 388 700 ლარს შეადგენს
თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 2 193 388 700 ლარს შეადგენს, რაც გასული წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში 219 823300ლარითაა გაზრდილი.
ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ დედაქალაქის საკრებულოში ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.
„თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა შეადგენს 2 193 388 700 ლარს, რაც 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილია 219 823300 ლარით მეტია, ხოლო 2026 წლის პირველად წარდგენილ ბიუჯეტის პროექტთან შედარებით გაზრდილია 110 906 500 ლარით. მათ შორის: საკუთარი შემოსულობების პროგნოზი შეადგენს 1 533 357600 ლარს (მათ შორის გადასახადები - 1 022 413 600 ლარი, სანქციები (ჯარიმები და საურავები) – 132 000 000 ლარი, დასუფთავების მოსაკრებელი - 112 000 000 ლარი, პროცენტები - 23 000 000 ლარი, მშენებლობის მოსაკრებელი - 24 000 000 ლარი, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი - 50 000 000 ლარი, შემოსავლები კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია/ჩანაცვლების ხელშეწყობისთვის – 80 000 000 ლარი, არაფინანსური აქტივების კლება (ქონების გაყიდვა) - 70 000 000 ლარი) სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური სპეციალური ტრანსფერი შეადგენს - 630 000 000 ლარს, სხვა კაპიტალური გრანტები (სესხის ფარგლებში დასაფარი დღგ) – 25 480 000 ლარი, ხოლო მიზნობრივი ტრანსფერი (დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად) – 4 551 100 ლარი“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ამასთან, ვიცე-მერის ინფორმაციით, თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტით ასიგნებები მიიმართება შემდეგ პრიორიტეტებზე: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, აღდგენა და განვითარება - 696 339 700 ლარი; ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრება - 305 931 300 ლარი;ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება - 314 760 600 ლარი;ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება - 62 491300 ლარი; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 185 152 300 ლარი;განათლება - 303 331 600 ლარი;კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა - 50 558 800 ლარი; ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა - 3 079 500 ლარი; საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება - 13 196 700 ლარი, წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები - 258 546 900 ლარი.
„გარდა ამისა, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული დონორების დაფინანსება შეადგენს 168 მლნ ლარს (მათ შორის სესხის დღგ - 25,5 მლნ ლარი). მათ შორის: საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა - 13 780000 ლარი; მდგრადი ურბანული მობილობა (KfW) – 12 000000 ლარი; თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი (მეტროს სადგურები) (EBRD) – 2 200 000 ათასი ლარი; თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროგრამა (მოძრავი შემადგენლობის განახლება) (AIIB) - 100 000000 ათასი ლარი; თბილისის ნარჩენების გადამუშავების პროექტი - 10 000 000 ლარი; თბილისის ავტობუსების პროექტი (ფაზა II) (EBRD) - 30 000 000 ლარი“, - აღნიშნა თბილისის ვიცე-მერმა.
1766477529
საზოგადოებაპაპუაშვილი ლომჯარიაზე: როდესაც სახალხო დამცველის ვადა ამოეწურა, ჩამოაყალიბა „ენჯეო“ და მიიღო მილიონობით დაფინანსება იმ ევროკავშირისგან, რომელიც მის ყალბ დასკვნებს იყენებდა სააკაშვილის ციხიდან დასახსნელად
„როდესაც ლომჯარიას სახალხო დამცველის ვადა ამოეწურა, ჩამოაყალიბა „ენჯეო“ და მიიღო მილიონობით დაფინანსება იმ ევროკავშირისგან, რომელიც მის ყალბ დასკვნებს იყენებდა სააკაშვილის ციხიდან დასახსნელად, შემდეგ...
1766476624
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებაზე: იკვეთება სქემები, რომლითაც კორუფციული და უკანონო თანხებით ფინანსდებოდა რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტული მედია
„რაზეც ისაუბრა გენერალურმა პროკურორმა ერთ საინტერესო დეტალზე მიუთითებს, რომ როგორც ჩანს, იკვეთება სქემები, რომლითაც კორუფციული და უკანონო თანხებით ფინანსდებოდა რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტული მედ...
1766475798
ახალი ამბებიკახა კალაძე: თბილისის ბიუჯეტი ემსახურება ყველა მოქალაქეს, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებებისა, განსხვავებული აზრისა თუ არჩევანისა - თბილისი არის ყველას ქალაქი
თბილისის საკრებულოში დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტს განიხილავენ. მთავარი ფინანსური დოკუმენტის ძირითადი პარამეტრების წარდგენამდე, საკრებულოს წევრებს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მიმარ...
1766475179
ახალი ამბებინინო წილოსანი მის მიმართ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე: უკვე მეორედ ააგორეს ეს სიგიჟე, პირდაპირ ბრალსაც ვერ მდებენ, რომ ცილისწამებაზე ბოდიშის მოხდა არ მოუწიოთ
უკვე მეორედ ააგორეს ეს სიგიჟე, - ასე ეხმიანებაა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, სოციალურ ქსელში მისი მისამართით გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ტყის და მთის მასივის დაზიანება...
1766473602
ახალი ამბებიგრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს
სუსის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. გენერალური პროკურორის გიორგი გვარაკიძის ინფორმაციით, საქმე ეხება დიდი ოდენო...




























