პაპუაშვილი ლომჯარიაზე: როდესაც სახალხო დამცველის ვადა ამოეწურა, ჩამოაყალიბა „ენჯეო“ და მიიღო მილიონობით დაფინანსება იმ ევროკავშირისგან, რომელიც მის ყალბ დასკვნებს იყენებდა სააკაშვილის ციხიდან დასახსნელად

„როდესაც ლომჯარიას სახალხო დამცველის ვადა ამოეწურა, ჩამოაყალიბა „ენჯეო“ და მიიღო მილიონობით დაფინანსება იმ ევროკავშირისგან, რომელიც მის ყალბ დასკვნებს იყენებდა სააკაშვილის ციხიდან დასახსნელად, შემდეგ ეს დაფინანსება გამოიყენა საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

„სააკაშვილის მოწამლიდან, აქციის მონაწილეების მოწამილამდე, ხედავთ ორ ყალბ კამპანიას. ეს ადამიანები ქიმიასთან რომ მარცხდებიან, ვხედავთ, ჯობია სხვა გზას დაადგნენ. ნობელის ლაურიანტები ჩამოვიყვანეთო, ამას გვეუბნებოდნენ, დაგვადგა მთელი ბრიუსელი, ელჩები მივიდნენ იუსტიციის მინისტრთან და უთხრეს, ადამიანი კვდება, თქვენ მოწამლეთ და ახლა ჩვენ გადმოგვეცითო. ასეთ სიყალბეს ვუყურებდით ასე მშვიდად. პირდაპირ თვალში გვიყურებდა ბრიუსელი, ელჩები და გვატყუებდნენ, რომ სააკაშვილი მოწამლეს, მას ტანჯავენ, ზელენსკი გამოვიდა და ცხარე ცრემლები ღვარა, რომ როგორ აწამებენ სააკაშვილს ციხეში, მაია სანდუს წელიწადში ერთხელ რომ გავახსენდებით, გამოვიდა და იმანაც ცრემლები ღვარა სააკაშვილის წამებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტებს ალაპარაკეს ტყუილები.

მაშინ იყო მთელი კამპანია და სახალხო დამცველმა დადო ყალბი დასკვნა, რომ თითქოს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ისეთი, რომ არის სამართლებრივი მოცემულობა, რომ მოხდეს მისი პატიმრობის გადავადება. ეს ყალბი დასკვნა აიღო ევროკავშირის ელჩმა, ამ ყალბი დასკვნით დიპლომატიური დემარშით მივიდა იუსტიციის მინისტრთან და უთხრა, რომ სააკაშვილი გადაეცათ ევროპაში, იმიტომ რომ კვდებაო. რამდენიმე კვირაში სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ეს იყო აბსოლუტური აფერისტობა რაც ვნახეთ ევროპელების დაფინანსებული „ენჯეობის“ მხრიდან.

როდესაც მაშინდელ სახალხო დამცველს ვადა ამოეწურა, ჩამოაყალიბა „ენჯეო“, არ გასულა რამდენიმე კვირაც, მიიღო მილიონობით დაფინანსება იმ ევროკავშირისგან, რომელიც მის ყალბ დასკვნებს იყენებდა სააკაშვილის ციხიდან დასახსნელად, შემდეგ ეს დაფინანსება გამოიყენა საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად. პირდაპირ ჩანს ვინ უკვეთავს მუსიკას და ვინ არიან ის მუსიკოსები რომლებიც ასრულებენ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1766476624

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებაზე: იკვეთება სქემები, რომლითაც კორუფციული და უკანონო თანხებით ფინანსდებოდა რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტული მედია

„რაზეც ისაუბრა გენერალურმა პროკურორმა ერთ საინტერესო დეტალზე მიუთითებს, რომ როგორც ჩანს, იკვეთება სქემები, რომლითაც კორუფციული და უკანონო თანხებით ფინანსდებოდა რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტული მედ...

შალვა პაპუაშვილი

1766475798

ახალი ამბები

კახა კალაძე: თბილისის ბიუჯეტი ემსახურება ყველა მოქალაქეს, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებებისა, განსხვავებული აზრისა თუ არჩევანისა - თბილისი არის ყველას ქალაქი

თბილისის საკრებულოში დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტს განიხილავენ. მთავარი ფინანსური დოკუმენტის ძირითადი პარამეტრების წარდგენამდე, საკრებულოს წევრებს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მიმარ...

კახა კალაძე

1766475179

ახალი ამბები

ნინო წილოსანი მის მიმართ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე: უკვე მეორედ ააგორეს ეს სიგიჟე, პირდაპირ ბრალსაც ვერ მდებენ, რომ ცილისწამებაზე ბოდიშის მოხდა არ მოუწიოთ

უკვე მეორედ ააგორეს ეს სიგიჟე, - ასე ეხმიანებაა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, სოციალურ ქსელში მისი მისამართით გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ტყის და მთის მასივის დაზიანება...

ნინო წილოსანი

1766473602

ახალი ამბები

გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს

სუსის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. გენერალური პროკურორის გიორგი გვარაკიძის ინფორმაციით, საქმე ეხება დიდი ოდენო...

გრიგოლ ლილუაშვილი დაკავებულია

1766473351

ახალი ამბები

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 39 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, ბოლო დღეების განმავლობაში უცხო ქვეყნის 39 მოქალაქე საქართველოდან გააძ...

მიგრაციის დეპარტამენტი