შალვა პაპუაშვილი: მშვიდობა არასდროს არის გარანტირებული, მშვიდობა პასუხისმგებლობაა, რაც სიფხიზლეს, თავშეკავებასა და გრძელვადიან ხედვას მოითხოვს
მშვიდობა არასდროს არის გარანტირებული. მშვიდობა პასუხისმგებლობაა. ის მოითხოვს სიფხიზლეს, თავშეკავებასა და გრძელვადიან ხედვას. ძლიერი ინსტიტუტები, გამჭვირვალე სისტემები, მომავლისკენ მიმართული კანონები ტექნიკური დეტალები კი არა, მშვიდობის საფუძველია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სტამბოლში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, სუვერენიტეტი ვერ იქნება შერჩევითი და უსაფრთხოება – ცალმხრივი.
„ნება მომეცით, ვისაუბრო ჩემს რეგიონზე – სამხრეთ კავკასიაზე. ერთ დროს არასტაბილურად მიჩნეული რეგიონი დღეს უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი ხდება. ეს შემთხვევითი არ არის. ეს არის მოქმედი სუვერენიტეტის შედეგი. საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი სულ უფრო მეტად მოქმედებენ საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად. სტაბილურობაც მყარდება, როდესაც სუვერენიტეტს პატივს სცემენ. საქართველოს პარლამენტში ჩვენ ეს არჩევანი მკაფიოდ გავაკეთეთ. გავაძლიერეთ გამჭვირვალობა, დავხვეწეთ ჩვენი კანონმდებლობა და ვიმოქმედეთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ პოლიტიკური ძალაუფლება ეკუთვნოდეს ხალხს და არავის სხვას. ჩვენ გავაგრძელებთ რეალობაზე მორგებას, რადგან პარლამენტი, რომელიც რეალობას არ ასახავს, დაკარგავს მნიშვნელობას. ხოლო პარლამენტი, რომელიც მნიშვნელობას კარგავს, ვერ დაიცავს სუვერენიტეტს. მშვიდობა არასდროს არის გარანტირებული. მშვიდობა პასუხისმგებლობაა. ის მოითხოვს სიფხიზლეს, თავშეკავებასა და გრძელვადიან ხედვას. ძლიერი ინსტიტუტები, გამჭვირვალე სისტემები, მომავლისკენ მიმართული კანონები ტექნიკური დეტალები კი არა, მშვიდობის საფუძველია. სწორედ ამიტომ, ერთობლივად უნდა ვიმოქმედოთ. უნდა ვაღიაროთ საგარეო ჩარევა და ჰიბრიდული ომი იმად, რასაც ისინი წარმოადგენენ – ჩვენს დროში დემოკრატიისა და სუვერენიტეტის ერთ-ერთ უდიდეს საფრთხეს. ჩვენ უნდა გავცდეთ უბრალო დეკლარაციებს. ჩვენ უნდა შევქმნათ საერთო, სამართლებრივად სავალდებულო საერთაშორისო ჩარჩო, რომელიც პრინციპებში მკაფიო, გამოყენებისას სამართლიანი და აღსრულებაში თანმიმდევრული იქნება. სუვერენიტეტი ვერ იქნება შერჩევითი და უსაფრთხოება – ცალმხრივი. ჩვენ ამას თუ შევძლებთ, არა მხოლოდ დავიცავთ ჩვენს სახელმწიფოებს – გავაძლიერებთ მშვიდობას, აღვადგენთ ნდობას და უზრუნველვყოფთ უფრო სტაბილურ, სამართლიან საერთაშორისო წესრიგს მომავალი თაობებისთვის“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
1776353531
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: გერმანიის ხელისუფლება მატრაკვეცობას შეეშვას, „აიტიშნიკი“ ვერ იპოვეს, რომ ორი სახელი და გვარი ჩაესწორებინათ? საკუთარ ვებგვერდს მიხედონ და მერე ელაპარაკონ ქართველ ხალხს
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მატრაკვეცობას უნდა შეეშვას, ერთი „აიტიშნიკი“ ვერ იპოვეს, რომ ორი სახელი და გვარი ჩაესწორებინათ საიტზე?, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პ...
1776352561
ახალი ამბებიძიუდოს ევროპის ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველომ ვერცხლის მედალი მოიპოვა
თბილისში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს - 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამარჯვებულები დააჯილდოვ...
1776352480
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინ...
1776352394
მსოფლიორომის პაპი: სამყაროს ტირანები ანადგურებენ, ომის ოსტატები თავს ისე აჩვენებენ, თითქოს არ იციან, რომ განადგურებას მხოლოდ ერთი წამი სჭირდება, ხოლო აღდგენისთვის ხშირად მთელი სიცოცხლე არ არის საკმარისი
პაპმა ლეო XIV-მ გააკრიტიკა ლიდერები, რომლებიც ომებზე მილიარდებს ხარჯავენ და განაცხადა, რომ მსოფლიოს „მრავალი ტირანი ანადგურებს“. მის სიტყვებს Sky News-ი ციტირებს. ლეომ, რომელიც პირველი ამერიკელი პაპია...
1776351530
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე: კომიტეტის აპარატში IT-ის კარგი სპეციალისტი გვყავს და მზად ვარ, ხვალვე ბერლინში გავაგზავნო, რათა ოფიციალური ინფორმაციის შეცვლაში დაეხმაროს
კომიტეტის აპარატში IT-ის კარგი სპეციალისტი გვყავს და მზად ვარ, ხვალვე ბერლინში გავაგზავნო, რათა ოფიციალური ინფორმაციის შეცვლაში დაეხმაროს, - განუცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდ...






























