შალვა პაპუაშვილი: ქვეყანამ გარე ჩარევისგან თავი უნდა დაიცვას, რისთვისაც მნიშვნელოვანია, გარე ჩარევებისგან თავდაცვისთვის საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩო შეიქმნას

„ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებას დღეს მთავარ პრობლემას უქმნის საგარეო ჩარევა. ეს არის გარე ჩარევა, რომელიც ურევს სიტუაციას ქვეყნებში, ცდილობს, წარმოაჩინოს სხვისი ინტერესი ხალხისა და ქვეყნის ინტერესად“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სტამბოლში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, უნდა შეიქმნას გარე ჩარევებისგან თავდაცვის საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩო.

„ყველა ქვეყანამ უნდა იმოქმედოს საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად. ქვეყნები როცა მოქმედებენ ჭეშმარიტი ეროვნული ინტერესების შესაბამისად, მშვიდობა უფრო მყარია, თანამშრომლობა - უფრო სტაბილური. ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებას დღეს მთავარ პრობლემას უქმნის საგარეო ჩარევა, მოქმედი ხელისუფლებები არა საკუთარი ხალხის, არამედ გარე პოლიტიკური ძალების ინტერესების შესაბამისად. ასე ირევა სინამდვილეში ურთიერთობები ქვეყნებს შორის და ირღვევა სტაბილურობა.

ასამბლეის მონაწილეთა მიმართ ჩემი მოწოდება იყო, რომ მნიშვნელოვანია გარე ჩარევებისგან თავდაცვა. ქვეყნის თავდაცვა არ წყდება მხოლოდ ფიზიკურ საზღვრებზე, არამედ ქვეყანამ უნდა დაიცვას თავი გარე ჩარევისგან მის ინსტიტუტებში, საზოგადოებაზე გავლენის შემცირებით. ამისთვის საჭიროა სამართლებრივი ჩარჩო. ეს ჩარჩო ბევრ ქვეყანაში არსებობს, მათ შორის – საქართველოში, თუმცა ვინაიდან არის ორმაგი სტანდარტი და, რაც მისაღებია იუპიტერების ქვეყანაში, ხარების ქვეყანაში ზოგიერთისთვის მიუღებელია. ამიტომ, მნიშვნელოვანია, შეიქმნას ერთიანი საერთაშორისო ჩარჩო, გარე ჩარევებისგან თავდაცვის სამართლებრივი ჩარჩო, რომელზეც ყველა შეთანხმდება და იხელმძღვანელებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776353566

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: საქართველოში საკმარისი მარშრუტებია თვითმფრინავების გადასაფრენად, სამეცნიერო პოტენციალისთვის შეზღუდვის დაწესება კი უმტკივნეულოდ ხდება

რა თქმა უნდა, მთავარი მიზანია, თავდასხმა მოხდეს და არ დაუშვან არაფერი, რაც საქართველოში დადებითი ხდება, რადიკალურ ოპოზიციას და მათ გარე დამკვეთებს ყველანაირი არსენალი ამოეწურათ, პოლიტიკური არსენალი, ს...

შალვა პაპუაშვილ

1776353531

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: გერმანიის ხელისუფლება მატრაკვეცობას შეეშვას, „აიტიშნიკი“ ვერ იპოვეს, რომ ორი სახელი და გვარი ჩაესწორებინათ? საკუთარ ვებგვერდს მიხედონ და მერე ელაპარაკონ ქართველ ხალხს

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მატრაკვეცობას უნდა შეეშვას, ერთი „აიტიშნიკი“ ვერ იპოვეს, რომ ორი სახელი და გვარი ჩაესწორებინათ საიტზე?, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პ...

შალვა პაპუაშვილი

1776352561

ახალი ამბები

ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველომ ვერცხლის მედალი მოიპოვა

თბილისში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს - 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამარჯვებულები დააჯილდოვ...

ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი

1776352480

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინ...

მიხეილ სარჯველაძე

1776352394

მსოფლიო

რომის პაპი: სამყაროს ტირანები ანადგურებენ, ომის ოსტატები თავს ისე აჩვენებენ, თითქოს არ იციან, რომ განადგურებას მხოლოდ ერთი წამი სჭირდება, ხოლო აღდგენისთვის ხშირად მთელი სიცოცხლე არ არის საკმარისი

პაპმა ლეო XIV-მ გააკრიტიკა ლიდერები, რომლებიც ომებზე მილიარდებს ხარჯავენ და განაცხადა, რომ მსოფლიოს „მრავალი ტირანი ანადგურებს“. მის სიტყვებს Sky News-ი ციტირებს. ლეომ, რომელიც პირველი ამერიკელი პაპია...

 რომის ახალი პაპი