დავით ჩიხელიძე: მთავრობის ეფექტიანობის ინდექსში საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია და უსწრებს, როგორც „დიდი შვიდეულის“ ერთ ქვეყანას, ასევე ევროკავშირისა და NATO-ს წევრ 16 სახელმწიფოსა და ევროკავშირის ყველა კანდიდატს

„ქვეყნის მიერ მთავრობის ეფექტიანობის ინდექსში მოპოვებული 62,5% და მსოფლიოს მასშტაბით 35-ე ადგილი განსაკუთრებით დასამახსოვრებელია იმით, რომ საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია და უსწრებს როგორც „დიდი შვიდეულის“ ერთ ქვეყანას, ასევე ევროკავშირის და NATO-ს წევრ 16 სახელმწიფოსა და ევროკავშირის ყველა კანდიდატს“, - ასე ეხმიანება ექსპერტი, დავით ჩიხელიძე ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ გლობალური ინოვაციების 2025 წლის ანგარიშის შედეგებს.
ჩიხელიძის თქმით, მთავრობის ეფექტიანობის ინდექსში საქართველოს ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვედრა მნიშვნელოვანი მიღწევაა, რაც დიდი პასუხისმგებლობა და ამავდროულად აღიარებაცაა.
„ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული გლობალური ინოვაციების 2025 წლის ანგარიშის შედეგები საქართველოსთვის მნიშვნელოვან სიგნალს წარმოადგენს. ქვეყნის მიერ მთავრობის ეფექტიანობის ინდექსში მოპოვებული 62,5% და მსოფლიოს მასშტაბით 35-ე ადგილი განსაკუთრებით დასამახსოვრებელია იმით, რომ საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია და უსწრებს როგორც „დიდი შვიდეულის“ ერთ ქვეყანას, ასევე ევროკავშირის და NATO-ს წევრ 16 სახელმწიფოსა და ევროკავშირის ყველა კანდიდატს. საუკეთესო ოცეულში ყოფნა ნიშნავს, რომ საქართველოს ინსტიტუციური გარემო, გამორჩეულია არამხოლოდ რეგიონში არამედ ევროპის მასშტაბით.
ინდექსი ეფუძნება მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის მაჩვენებლებს და ასახავს ისეთ კრიტერიუმებს, როგორიცაა საჯარო სერვისების ხარისხი, საჯარო სამსახურის პროფესიონალიზმი და მისი დამოუკიდებლობა პოლიტიკური ზეწოლისგან. მთავრობის ეფექტიანობის ინდექსში ამგვარი პოზიცია წარმოადგენს საერთაშორისო აღიარებას და ქმნის დადებით ფონს ქვეყნის საგარეო პოლიტიკისა და საინვესტიციო გარემოსთვის, რადგან საქართველოს წარმოჩენა ხდება როგორც სახელმწიფოსი, რომელსაც მყარი ინსტიტუციური საფუძველი აქვს.
საქართველოს მიერ ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვედრა მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომელიც ერთდროულად აღიარებასაც გულისხმობს და პასუხისმგებლობასაც. ამ შედეგის შენარჩუნება და გაუმჯობესება მოითხოვს არა მხოლოდ რეფორმების გაგრძელებას, არამედ მათი რეალური და ხელშესახები შედეგების დანერგვას თითოეული მოქალაქის ცხოვრებაში“, - წერს ჩიხელიძე.
1758099014
ახალი ამბებითბილისის მერია ბეთანიაში სათხილამურო კურორტს მოაწყობს
ვაკის რაიონში, ბეთანიაში სათხილამურო კურორტი მოეწყობა. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდება 500-მეტრიანი სასრიალო ტრასა, რომლისთვისაც სრულად განახლდება არსებული ინფრასტრუქტურა. ინფორმაციას თბი...
1758097343
ახალი ამბებისაგამოძიებო სამსახურმა 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო - დაკავებულია 7 პირი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, კერძოდ 75 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. დაკავებულია დ...
1758093850
ახალი ამბებიმეხანძრე-მაშველებმა თეთნულდის მწვერვალზე მყოფი დაშავებული ტურისტის სიცოცხლე გადაარჩინეს
მეხანძრე-მაშველებმა თეთნულდის მწვერვალზე მყოფი დაშავებული ტურისტის სიცოცხლე გადაარჩინეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა მესტიაში, თეთნულდის მწვერვალზე მყოფი დაშავებული ტურისტ...
1758091440
მსოფლიოდონალდ ტრამპი დიდ ბრიტანეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოფიციალური ვიზიტით დიდ ბრიტანეთში ჩავიდა. მოლაპარაკება შეეხება ვაჭრობას და საერთაშორისო პოლიტიკას. ამის შესახებ BBC იუწყება. „ძალიან კარგი ურთიერთობები მაქვს დიდ ბრიტა...
1758091324
საზოგადოებაგარემოს ეროვნული სააგენტო: შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია
გარემოს ეროვნული სააგენტო: შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს. „გარემოს ეროვნული სააგენტო...