თბილისის მერია ბეთანიაში სათხილამურო კურორტს მოაწყობს

 ვაკის რაიონში, ბეთანიაში სათხილამურო კურორტი მოეწყობა. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდება 500-მეტრიანი სასრიალო ტრასა, რომლისთვისაც სრულად განახლდება არსებული ინფრასტრუქტურა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და ღამის სრიალისთვის დამონტაჟდება სპეციალური ლამპიონები. კურორტზე, ასევე, განთავსდება თანამედროვე ტიპის საბაგირო ბიგელი, მოეწყობა ხელოვნური გათოვლიანების სისტემა და დამწყებთათვის განკუთვნილი მოძრავი ხალიჩა.

დაგეგმილ პროექტს, რომელსაც თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო განახორციელებს, თბილისის მერი კახა კალაძე ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო.

„ვაანონსებთ ჩვენი დედაქალაქისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას. წლების წინ აღნიშნულ ტერიტორიაზე სასრიალო მუშაობდა, მაგრამ დღეს ფაქტობრივად, ახალი პროექტია განსახორციელებელი.

პირველ რიგში, საჭიროა უშუალოდ ფერდზე მიწის სამუშაოების წარმოება, სადაც სათხილამურო ტრასა გაკეთდება. საჭიროა აღნიშნული სივრცის გაგანიერება, მოწესრიგება. გარდა ამისა, გვერდით გვაქვს მეორე ფერდი, სადაც შემდეგ ეტაპზე ნახევარკილომეტრიანი სასრიალო ტრასის პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი.

პირველ რიგში, არსებულს მივხედავთ, ახალ პროექტს განვახორციელებთ. ბიგელის ტიპის საბაგირო, რაც წლების წინ აქ იყო, განადგურებულია. მოეწყობა თანამედროვე ტიპის საბაგირო, ღამის განათებები და მოხდება ხელოვნური გათოვლიანება. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ მთის ტრასების სააგენტოსთან, რისთვის მათ მადლობას ვუხდი.

მათი გამოცდილების გაზიარება პრინციპულად მნიშვნელოვანია. მათვე შემოგვთავაზეს ხელოვნური საფარის გაკეთება, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ სხვა სეზონზეც შესაძლებელი იყოს სრიალი. ინფრასტრუქტურა სრულად მოეწყობა, კაფეებით, ბარებით და ა.შ.“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის მიზანია ზამთრის სპორტის განვითარება, ტურისტული პოტენციალის ამაღლება და თბილისთან ახლოს დასასვენებელი ინფრასტრუქტურის შექმნა. კურორტი ხელს შეუწყობს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ისე ეკონომიკური და სოციალური აქტივობის ზრდას.

ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ნინო ბაგაშვილი, ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი და მთის ტრასების სააგენტოს უფროსი ირაკლი ბურჭულაძე იმყოფებოდნენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1758091440

მსოფლიო

დონალდ ტრამპი დიდ ბრიტანეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა

 აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოფიციალური ვიზიტით დიდ ბრიტანეთში ჩავიდა. მოლაპარაკება შეეხება ვაჭრობას და საერთაშორისო პოლიტიკას. ამის შესახებ BBC იუწყება. „ძალიან კარგი ურთიერთობები მაქვს დიდ ბრიტა...

დონალდ ტრამპი

1758091324

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო: შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია

 გარემოს ეროვნული სააგენტო: შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს. „გარემოს ეროვნული სააგენტო...

გარემოს ეროვნული სააგენტო

1758088984

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე საქართველოში ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანაზე: ახლა უკრაინის ხელისუფლებაში კეთილის მოსურნეები არ გვყავს და შესაბამისად, მათი ინტერესია არეულობა მოხდეს ჩვენთან

 „ერთიც პრობლემაა, თუ საქართველოში 4 ოქტომბერს ამ ასაფეთქებელი ნივთიერების გამოყენება მოხდებოდა, და მეორეც პრობლემაა, თუ საქართველო გამოყენებული იყო როგორც ტრანზიტულიო ქვეყანა, რადგან ეს ესკალაციის კი...

არჩილ გორდულაძე

1758087600

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: დღეს სამყარო თანხმდება, რომ ძალადობრივი პროტესტი დემოკრატიის მტერია. ამის ფონზე სკანდირება - „ევროკავშირი მხარს უჭერს ელენეს“, ძალადობის მხარის არჩევაა

 დღეს სამყარო თანხმდება, რომ ძალადობრივი პროტესტი დემოკრატიის მტერია. ამის ფონზე სკანდირება - „ევროკავშირი მხარს უჭერს ელენეს“, ძალადობის მხარის არჩევაა, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილ...

შალვა პაპუაშვილი

1758087485

საზოგადოება

„დაკავებული პირი არ არის საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანი“ - პროკურატურა 624 მილიონი აშშ დოლარისა და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე

 „დაკავებული პირი არ არის საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანი“, - ამის შესახებ „კურიერს“ საქართველოს პროკურატურაში განუცხადეს. საქმე ეხება 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის...

პროკურატურა