იუტას შტატის პროკურატურაში აცხადებენ, რომ ჩარლი კირკის მკვლელობის სავარაუდო მოტივი ლგბტქ ადამიანების კრიტიკა გახდა

 იუტას შტატის პროკურორებმა გამოაქვეყნეს მტკიცებულებები, სადაც კონსერვატორი აქტივისტის ჩარლი კირკის მკვლელობის სავარაუდო მოტივზეა საუბარი. ამის შესახებ ინფორმაციას RBC The Guardian-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

რობინსონის მიერ პარტნიორისთვის გაგზავნილ შეტყობინებებში, რომლებიც პროკურორებმა ბრალდებებთან ერთად წარადგინეს, იგი წერდა, რომ „კირკის სიძულვილს ვეღარ აიტანდა“.

პარტნიორისთვის მიწერილ შეტყობინებებში რობინსონმა აღიარა: „მე ვარ, ვწუხვარ “. მან ასევე დაწერა, რომ სურდა ეს საიდუმლო შეენახა „სიკვდილამდე და სიბერემდე“.

რას ამბობენ ბრალდებული რობინსონის მშობლები?

რობინსონის დაპატიმრების შემდეგ, მისმა დედამ გამომძიებლებს განუცხადა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მისი შვილი „უფრო პოლიტიზებული და მემარცხენე გახდა - მხარს უჭერდა ლგბტქ ადამიანების უფლებებს“.

პროკურორების თქმით, რობინსონის მამას შვილთან განსხვავებული შეხედულების გამო უთანხმოება ჰქონდა.

ასევე, რობინსონის დედამ განაცხადა, რომ მისმა შვილმა კირკის ღონისძიებას იუტა ველის უნივერსიტეტში „სულელური ადგილი“ უწოდა და ის „სიძულვილის გავრცელებაში“ დაადანაშაულა.

ინფორმაციისთვის, 10 სექტემბერს, იუტას მდელოს უნივერსიტეტში, სიტყვით გამოსვლისას მოკლეს.

ეს ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული მკვლელობაა ამერიკის შეერთებულ შტატებში.

აშშ-ში, იუტას შტატის პროკურატურის განცხადებით, ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობაში ბრალდებული ტეილორ რობინსონის სიკვდილით დასჯას მოითხოვენ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1758093850

ახალი ამბები

მეხანძრე-მაშველებმა თეთნულდის მწვერვალზე მყოფი დაშავებული ტურისტის სიცოცხლე გადაარჩინეს

 მეხანძრე-მაშველებმა თეთნულდის მწვერვალზე მყოფი დაშავებული ტურისტის სიცოცხლე გადაარჩინეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა მესტიაში, თეთნულდის მწვერვალზე მყოფი დაშავებული ტურისტ...

თეთნულდის

1758091440

მსოფლიო

დონალდ ტრამპი დიდ ბრიტანეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა

 აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოფიციალური ვიზიტით დიდ ბრიტანეთში ჩავიდა. მოლაპარაკება შეეხება ვაჭრობას და საერთაშორისო პოლიტიკას. ამის შესახებ BBC იუწყება. „ძალიან კარგი ურთიერთობები მაქვს დიდ ბრიტა...

დონალდ ტრამპი

1758091324

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო: შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია

 გარემოს ეროვნული სააგენტო: შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს. „გარემოს ეროვნული სააგენტო...

გარემოს ეროვნული სააგენტო

1758088984

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე საქართველოში ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანაზე: ახლა უკრაინის ხელისუფლებაში კეთილის მოსურნეები არ გვყავს და შესაბამისად, მათი ინტერესია არეულობა მოხდეს ჩვენთან

 „ერთიც პრობლემაა, თუ საქართველოში 4 ოქტომბერს ამ ასაფეთქებელი ნივთიერების გამოყენება მოხდებოდა, და მეორეც პრობლემაა, თუ საქართველო გამოყენებული იყო როგორც ტრანზიტულიო ქვეყანა, რადგან ეს ესკალაციის კი...

არჩილ გორდულაძე

1758087600

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: დღეს სამყარო თანხმდება, რომ ძალადობრივი პროტესტი დემოკრატიის მტერია. ამის ფონზე სკანდირება - „ევროკავშირი მხარს უჭერს ელენეს“, ძალადობის მხარის არჩევაა

 დღეს სამყარო თანხმდება, რომ ძალადობრივი პროტესტი დემოკრატიის მტერია. ამის ფონზე სკანდირება - „ევროკავშირი მხარს უჭერს ელენეს“, ძალადობის მხარის არჩევაა, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილ...

შალვა პაპუაშვილი