გეკა გელაძე ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში იმყოფება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის მიწვევით, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, გეკა გელაძე მონაწილეობს გლობალური საზოგადოებრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმში, რომელიც ქალაქ ლიანიუნგანგში იმართება.
ფორუმის მთავარი თემაა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები, რომელსაც მსოფლიოს 120 ქვეყნის ლიდერები განიხილავენ.
მათივე ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების პირველი პირები, ასევე გაეროს, ინტერპოლისა და სხვა ორგანიზაციების ხელმძღვანელები.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრს შორის.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, შინაგან საქმეთა მინისტრი დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაში არიან მინისტრის მოადგილეები ალექსანდრე დარახველიძე და შალვა თადუმაძე, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები.
1758102309
ახალი ამბებიმთავრობის ეფექტიანობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ გლობალური ინოვაციების 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში მთავრობის ეფექტიანობის ინდექსი გამოაქვეყნა. „მთავრობის ეფექტიანობის“ შეფასების 100%-იანი სისტემით სა...
1758100307
მსოფლიოიუტას შტატის პროკურატურაში აცხადებენ, რომ ჩარლი კირკის მკვლელობის სავარაუდო მოტივი ლგბტქ ადამიანების კრიტიკა გახდა
იუტას შტატის პროკურორებმა გამოაქვეყნეს მტკიცებულებები, სადაც კონსერვატორი აქტივისტის ჩარლი კირკის მკვლელობის სავარაუდო მოტივზეა საუბარი. ამის შესახებ ინფორმაციას RBC The Guardian-ზე დაყრდნობით ავრცელ...
1758099014
ახალი ამბებითბილისის მერია ბეთანიაში სათხილამურო კურორტს მოაწყობს
ვაკის რაიონში, ბეთანიაში სათხილამურო კურორტი მოეწყობა. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდება 500-მეტრიანი სასრიალო ტრასა, რომლისთვისაც სრულად განახლდება არსებული ინფრასტრუქტურა. ინფორმაციას თბი...
1758097343
ახალი ამბებისაგამოძიებო სამსახურმა 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო - დაკავებულია 7 პირი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, კერძოდ 75 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. დაკავებულია დ...
1758093850
ახალი ამბებიმეხანძრე-მაშველებმა თეთნულდის მწვერვალზე მყოფი დაშავებული ტურისტის სიცოცხლე გადაარჩინეს
მეხანძრე-მაშველებმა თეთნულდის მწვერვალზე მყოფი დაშავებული ტურისტის სიცოცხლე გადაარჩინეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა მესტიაში, თეთნულდის მწვერვალზე მყოფი დაშავებული ტურისტ...