შალვა პაპუაშვილი - „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემაში“

„გილოცავთ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 31-ე წლისთავს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემაში. გარდა იმისა, რომ სამსახურმა წლების განმავლობაში განავითარა მართვის წარმატებული სისტემა, ასევე, ფეხი აუწყო ცვალებად და გამოწვევებით აღსავსე სამყაროში მიმდინარე პროცესებს, დანერგა პროგრესული ცვლილებები, ახალი ტექნოლოგიები, გადამზადების პროგრამები“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 31-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სამ ათწლეულზე მეტია, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები მაღალი პროფესიონალიზმით, სიმამაცითა და თავდადებით ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას, იცავენ ჩვენს სახელმწიფოებრიობას, კონსტიტუციურ წესრიგს, ქართველ და საქართველოში მყოფ უცხოელ მაღალი თანამდებობის პირებს.

„უკანასკნელ პერიოდში, განსაკუთრებით გასული წლის ბოლოს, ჩვენი ქვეყანა საზოგადოებრივი წესრიგის სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. ძალადობრივი ჯგუფებისგან ვიხილეთ შეტევები პარლამენტის შენობაზეც.

ამ გამოწვევების პირობებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები მყარად იდექით პარლამენტის დაცვის სადარაჯოზე, თქვენ დაიცავით არა მხოლოდ პარლამენტის სასახლე, არამედ პარლამენტი, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტი. დიდი რისკების ფონზე, მაღალი პროფესიონალიზმით მოქმედებდით. მნიშვნელოვანია თქვენი წვლილი იმ საფრთხეების აღკვეთაში, რომლებიც დემოკრატიულ პროცესებს ემუქრება.

სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, განსაკუთრებით მათ, ვინც სამსახურებრივ მოვალეობებს ასრულებდა იმ რთულ დღეებში, დიდ მადლობას გიხდით.

ასევე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო სამსახურის ხელმძღვანელს, ბატონ ანზორ ჩუბინიძეს მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობისთვის.

მინდა პატივი მივაგო იმ თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპნენ. ეს ადამიანები ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებენ სამსახურის ისტორიასა და ჩვენს მეხსიერებაში.

საქართველოს პარლამენტის სახელით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ და ყოფილ წევრებს, კიდევ ერთხელ, გულითადად გილოცავთ 31-ე წლისთავს და გიდასტურებთ ჩემს დიდ პატივისცემასა და მხარდაჭერას. გისურვებთ მხნეობას, სიმტკიცეს, გამძლეობას, შემდგომ წარმატებას ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750949485

საზოგადოება

ბექა დავითულიანი: გელათის რეაბილიტაციისთვის ოთხი მთავარი კვლევა ჩატარდა, რომ რისკები გათვალისწინებული იყოს რეაბილიტაციის დროს. ეს არ მომხდარა აქამდე არც ერთხელ  

ახლა ჩატარდა ოთხი მთავარი კვლევა - გელათის და მისი მიმდებარე ტერიტორიის სრული გეოლოგიური კვლევა, რომ რისკები გათვალისწინებული იყოს რეაბილიტაციის დროს. ეს არ მომხდარა არც ერთხელ აქამდე, - განაცხადა გად...

დეპუტატი

1750947285

საზოგადოება

გიორგი კახიანი: თუ საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადდები მოჰყვება ის, რაც მოჰყვა. თუ პოლიციელს ხელს გაარტყამ მოჰყვება რეაგირება. ამას, რომ ეძახი პოლიტიკური დევნას, ასეთ რეზოლუციებს რა ძალა შეიძლება ჰქონდეს

 თუ საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადდები მოჰყვება ის, რაც მოჰყვა. პოლიციელს, რომ ხელს გაარტყამ ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ასეთ შემთხვევებს, როდესაც ეძახი, რომ თურმე პოლიტიკური დევნა მიმდინარ...

გიორგი კახიანი

1750942417

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: საქართველოში ვითარება რადიკალურად შეიცვალა და სააკაშვილი სამოთხეში ცხოვრობს იმასთან შედარებით, როგორი საკონცენტრაციო ბანაკებიც თვითონ მოაწყო

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრის ჯინ შაჰინისა და რესპუბლიკელი სენატორის როჯერ უიკერის განცხადებას გამოეხმაურა. „შაჰინის განცხა...

გიორგი ვოლსკი

1750941672

ახალი ამბები

საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი გაერთიანებული სამეფოს ელჩს გარეთ უორდს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გარეთ უორდს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს. „მხ...

საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი გაერთიანებული სამეფოს ელჩს გარეთ უორდს შეხვდა

1750940426

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ყველა ძირითადი პარამეტრი ჩვენს მთავარ პრიორიტეტებად რჩება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში „ქვეყნის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი, სტრატეგიული პროექტების და ინიციატივების მნიშვნელობა, შესაძ...

მარიამ ქვრივიშვილი