შალვა პაპუაშვილი: შარშან, არჩევნების შემდეგ ჩვენ ვნახეთ ეუთო/ოდირის მისიის ხელმძღვანელების შეფასებები და ვნახეთ, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა და სხვებმა სანაგვე ყუთში გადააგდეს ეუთო/ოდირის დასკვნა

„შარშან, არჩევნების შემდეგ ჩვენ ვნახეთ ეუთო/ოდირის დასკვნა, მისიის ხელმძღვანელების შეფასებები და ვნახეთ, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა და სხვებმა სანაგვე ყუთში გადააგდეს ეუთო/ოდირის დასკვნა“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
„არანაირი ყურადღება არ მიაქციეს, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ, ყველას გაცხადებული ჰქონდა, რომ ეს იქნებოდა მათი მთავარი სახელმძღვანელო არჩევნებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ამის მიუხედავად, საქართველოზე მოხდა ჰიბრიდული თავდასხმა, რომელიც არჩევნების დისკრედიტაციას ემსახურებოდა.
„ჩვენ ვნახეთ მკაფიო შეფასება, მათ შორის მისიის წარმომადგენლების მხრიდან, რომ 26 ოქტომბერს არჩევნები შედგა, მაგრამ მიუხედავად ამისა, შემდეგ მოხდა გარედან ორკესტრირებული ჰიბრიდული თავდასხმა საქართველოზე, დეზინფორმაციის მთელი ნაკადი ქართულ არჩევნებზე ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ. ასე რომ, ჩვენ ერთადერთი რამ გვაქვს სათქმელი, რომ მნიშვნელოვანია ეუთო/ოდირმა მოახერხოს ის, რომ მას სხვა ქვეყნები პატივს სცემდნენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
1760456369
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსთვის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზადყოფნას, გავაგრძელოთ მუშაობა ეუთოს ფარგლებში
ეუთოს თავმჯდომარის ვიზიტი საქართველოში არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერის დასტური, ეუთოს დღის წესრიგისთვის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის მნიშვნ...
1760454111
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ნაკრებს თურქეთში შვილებთან ერთად უგულშემატკივრებს
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქეთშია. ის საქართველოს ნაკრების თამაშს შვილებთან ერთად უგულშემატკივრებს. პრეზიდენტს სტამბოლის აეროპორტში თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის...
1760451687
საზოგადოებამარიამ ლაშხი: მიღწევებით ვბრუნდებით. სხვა კატეგორიაში გადაინაცვლა საქართველოს წარმომადგენლობამ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში
მიღწევებით ვბრუნდებით. სხვა კატეგორიაში გადაინაცვლა საქართველოს წარმომადგენლობამ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ...
1760451503
საზოგადოებალევან მაჭავარიანი პარტიების აკრძალვაზე: „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ეს ტერმინი პირობითად დავარქვით 4 რადიკალურ პარტიას, რომლებიც აბსოლუტურად სინქრონში მოქმედებდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში
„კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ეს ტერმინი პირობითად დავარქვით 4 რადიკალურ პარტიას, რომლებიც აბსოლუტურად სინქრონში მოქმედებდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“...
1760451440
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: როდესაც ანტიკონსტიტუციური და მავნებელი პარტიები გაქრებიან პოლიტიკური ველიდან, ახალგაზრდებს ექნებათ ძალიან დიდი მოტივაცია, რომ შეავსონ ის სეგმენტი. ოპოზიციაში იქნებიან ისეთი ძალები, რომლებიც გარედან არ იმართებიან
როდესაც ანტიკონსტიტუციური და მავნებელი პარტიები გაქრებიან პოლიტიკური ველიდან, ახალგაზრდებს ექნებათ ძალიან დიდი მოტივაცია, რომ შეავსონ ის სეგმენტი. ოპოზიციაში იქნებიან ისეთი ძალები, რომლებიც გარედან არ...