ლევან მაჭავარიანი პარტიების აკრძალვაზე: „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ეს ტერმინი პირობითად დავარქვით 4 რადიკალურ პარტიას, რომლებიც აბსოლუტურად სინქრონში მოქმედებდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში

„კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ეს ტერმინი პირობითად დავარქვით 4 რადიკალურ პარტიას, რომლებიც აბსოლუტურად სინქრონში მოქმედებდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა პარტიების აკრძალვაზე საუბრისას.
მაჭავარიანის განმარტებით, ეს პარტიები ყველა რევოლუციის მცდელობაში ერთიანად მოქმედებდნენ, ერთად იკრიბებოდნენ და ერთად სახავდნენ სტრატეგიას და ერთი ვერტიკალით იმართებიან.
„ამ 4-ვე პარტიის ხელმოწერაა იმ სამარცხვინო წერილზე, რომელიც 2024 წლის ნოემბერში გაგზავნეს ბრიუსელში, სადაც ითხოვდნენ საქართველოს დასანქცირებას და ყველანაირი ურთიერთობის გაწყვეტას ჩვენს ქვეყანასთან. აქ იგულისხმება უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობა“, პარტია „ახალი“, რომელიც ვერ შეასაღეს გარე უფროსებმა ჩვენს საზოგადოებას, როგორც ახალი ძალა, ბატონი გახარიას პარტია, რომელსაც დღემდე 4 მუნიციპალიტეტში აქვს კოალიცია შექმნილი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და პარტია „ლელო“, რომელიც ჩვეულებრივი პარტნიორია „ნაცმოძრაობის“. ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესო დარწმუნდა, რომ 4-ვე რადიკალური ძალა იმართება ერთი ვერტიკალით, თვითონ გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგი იყო ამის ძალიან კარგი მაგალითი, როდესაც ფაქტობრივად ქუჩაში დატოვეს ეს პარტიები გარე მითითებების მიხედვით. მათი გარე უფროსები დარწმუნებულები იყვნენ, რომ „ქართულ ოცნებას“ შანტაჟის ფონზე გვაიძულებდნენ კომპრომისებზე წასვლას. არასწორი გათვლა გააკეთეს, შესაბამისად ეს პარტიები დარჩნენ ქუჩაში. შემდეგ ვიხილეთ რებრენდინგი „ნაცმოძრაობის“, როდესაც გარე უფროსებმა გამიჯვნა სცადეს „ლელოს“ და გახარიას პარტიების და თამაშის მიღმა დატოვეს ეს ორი პარტია. არჩევნებში არ მიაღებინეს მონაწილეობა.
ამ 4 ძალას, რომლებიც დესტრუქციულად მოქმედებდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ მოვიხსენიებთ, როგორც „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
1760457419
საზოგადოებაელინა ვალტონენი: ფინეთს ძალიან გაუხარდება, თუ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდება კრიტერიუმების საფუძველზე, ქვეყანა იმსახურებს ინკლუზიურ პროცესს გადაწყვეტილების მიღების პროცესში
ნებისმიერ რეფორმას, რომელიც წევრობისთვის არის საჭირო და კანდიდატ ქვეყნებს მოეთხოვებათ, აღვიქვამთ, როგორც დიდ ფასეულობას ევროკავშირის წევრობისკენ. პროცესი წევრობით თუ არ დასრულდება, რა თქმა უნდა, ეს ქვ...
1760457319
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს თავმჯდომარეს: თქვენ მოინახულებთ საოკუპაციო ხაზს და პირადად ნახავთ, რამდენად ხილულია ის საფრთხეები, რაზედაც საქართველოს ხელისუფლება საუბრობს
არსებულ მეტად რთულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში, საქართველოსთვის ეუთო-ს ფარგლებში თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ეუთო-ს თავმჯდომარეობის ტრადიციული ვიზიტი საქართველოში არის ჩვენი ქვეყნის სუ...
1760456369
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსთვის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზადყოფნას, გავაგრძელოთ მუშაობა ეუთოს ფარგლებში
ეუთოს თავმჯდომარის ვიზიტი საქართველოში არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერის დასტური, ეუთოს დღის წესრიგისთვის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის მნიშვნ...
1760454111
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ნაკრებს თურქეთში შვილებთან ერთად უგულშემატკივრებს
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქეთშია. ის საქართველოს ნაკრების თამაშს შვილებთან ერთად უგულშემატკივრებს. პრეზიდენტს სტამბოლის აეროპორტში თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის...
1760451687
საზოგადოებამარიამ ლაშხი: მიღწევებით ვბრუნდებით. სხვა კატეგორიაში გადაინაცვლა საქართველოს წარმომადგენლობამ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში
მიღწევებით ვბრუნდებით. სხვა კატეგორიაში გადაინაცვლა საქართველოს წარმომადგენლობამ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ...