მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსთვის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზადყოფნას, გავაგრძელოთ მუშაობა ეუთოს ფარგლებში

ეუთოს თავმჯდომარის ვიზიტი საქართველოში არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერის დასტური, ეუთოს დღის წესრიგისთვის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის მნიშვნელობის ხაზგასმა, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთოს თავმჯდომარესთან, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტონენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, საქართველოსთვის ეუთოს ფარგლებში თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

„დღეს საქართველოში ვმასპინძლობთ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, ქალბატონ ელინა ვალტუნენს, რომელიც პირველად სტუმრობს ჩვენს ქვეყანას. ეუთო-ს თავმჯდომარის ტრადიციული ვიზიტი საქართველოში არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერის დასტური და ეუთო-ს დღის წესრიგისთვის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის მნიშვნელობის
ხაზგასმა. არსებულ მეტად რთულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში საქართველოსთვის ეუთო-ს ფარგლებში თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მსურს, მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ეუთო-ს, ფინეთის თავმჯდომარეობის ფარგლებში თქვენ ეწვიეთ საქართველოს. ხვალ მოინახულებთ საოკუპაციო ხაზს, პირადად ნახავთ, რამდენად ხილულია და რამდენად ახლოს არის ის საფრთხეები, რაზედაც ჩვენ დღეს ვისაუბრეთ შეხვედრის ფარგლებში და რაზედაც საქართველოს ხელისუფლება მუდმივად საუბრობს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. საქართველოს რეგიონების ოკუპაციას არ აქვს არც გამართლება და არც საფუძველი, ოკუპაციას აქვს მძიმე შედეგები ჩვენი ქვეყნისა და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებისთვის. ოკუპაციას აქვს მძიმე შედეგები ხალხისთვის, რომელიც მოკლებულია საკუთარი უფლებების რეალიზების შესაძლებლობას. სწორედ ამიტომ ჩვენი ყველას ვალდებულებაა, საერთაშორისო წესრიგი დავიცვათ, ვიყოთ საერთაშორისო სამართლის პრინციპების ერთგული
და ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ვეძიოთ მშვიდობა და გზა მშვიდობისკენ სწორედ სამართლის პრინციპების დაცვით გავიაროთ“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ბოჭორიშვილის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლების მთავარი მამოძრავებელი სწორედ მშვიდობის უზრუნველყოფისთვის და სტაბილურობისთვის ბრძოლაა.

„ამ პროცესში ყველა ნაბიჯი არის მნიშვნელოვანი. ვისარგებლებ შემთხვევით და გამოვეხმაურები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, რუსეთის ფედერაცია ვალდებული
იქნება, გადაუხადოს 253 მილიონზე მეტი ქართულ მხარეს დარღვეული უფლებებისთვის. ასეთი გამარჯვებები მნიშვნელოვანია ჩვენი საბოლოო მიზნის მისაღწევად, მშვიდობიანი გზით. მშვიდობის უზრუნველყოფისთვის ჩვენს ბრძოლაში, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს“, – აღნიშნა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, როგორც მნიშვნელოვან ფორმატს, რომელშიც ეუთო-ს წარმომადგენელიც არის ჩართული.

„კიდევ ერთხელ მსურს, ხაზი გავუსვა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობას და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების მნიშვნელობას. საერთაშორისო ნორმების უგულებელყოფა, ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევა, ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები არ უნდა დარჩეს საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების მიღმა. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ საქართველოში არ იყოს გამყოფი ხაზები, რომელიც ყოფს ოჯახებს, საზოგადოებას და ჩვენს ქვეყანას. უკანონო სამხედრო ყოფნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებას“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილის განმარტებით, ამავდროულად, შეხვედრაზე ისაუბრეს სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებაზე. ბოჭორიშვილის თქმით, საქართველო ყოველთვის იყო და რჩება მშვიდობის, სტაბილურობის დამცველად და ხელშემწყობად რეგიონში.

„ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საქართველოს პრიორიტეტებზე. კიდევ ერთხელ მსურს, ხაზი გავუსვა ჩვენი ქვეყნის მისწრაფებების და გეოსტრატეგიული მდებარეობის გათვალისწინებით ევროკავშირთან შინაარსიანი, საქმეზე ორიენტირებული დიალოგის არსებობის მნიშვნელობას, რაც ორივე მხარისთვის იქნება შედეგის და სარგებლის მომტანი. და ბოლოს, საქართველო ეუთო-ს სივრცეში არის საერთაშორისო წესების და სტანდარტების ერთგული ქვეყანა, რომელიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს. ჩვენთვის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ მზადყოფნას, გავაგრძელოთ მუშაობა ეუთო-ს დამოუკიდებელი ინსტიტუტების და ზოგადად, ორგანიზაციის ფარგლებში. დასასრულს, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას საქართველოში ჩამობრძანებისთვის. იმედს გამოვთქვამ, რომ თქვენი შემდგომი ვიზიტი იქნება ორმხრივ ფორმატში და გვექნება უფრო მეტი შესაძლებლობა, საქართველოსა და ფინეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760457488

საზოგადოება

ელინა ვალტონენი: საქართველოში ვიზიტი აქცენტირებული არის სამოქალაქო საზოგადოებასთან ჩართულობაზე, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ წყობაში ხალხს მიეცეს არჩევანის უფლება

საქართველოში ვიზიტი აქცენტირებული არის სამოქალაქო საზოგადოებასთან ჩართულობაზე, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ წყობაში ხალხს მიეცეს არჩევანის უფლება, - განაცხადა ეუთო-ს თავმჯდომარემ, ფინეთის...

ელინა ვალტონენი:

1760457419

საზოგადოება

ელინა ვალტონენი: ფინეთს ძალიან გაუხარდება, თუ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდება კრიტერიუმების საფუძველზე, ქვეყანა იმსახურებს ინკლუზიურ პროცესს გადაწყვეტილების მიღების პროცესში

ნებისმიერ რეფორმას, რომელიც წევრობისთვის არის საჭირო და კანდიდატ ქვეყნებს მოეთხოვებათ, აღვიქვამთ, როგორც დიდ ფასეულობას ევროკავშირის წევრობისკენ. პროცესი წევრობით თუ არ დასრულდება, რა თქმა უნდა, ეს ქვ...

ელინა ვალტონენი

1760457319

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს თავმჯდომარეს: თქვენ მოინახულებთ საოკუპაციო ხაზს და პირადად ნახავთ, რამდენად ხილულია ის საფრთხეები, რაზედაც საქართველოს ხელისუფლება საუბრობს

არსებულ მეტად რთულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში, საქართველოსთვის ეუთო-ს ფარგლებში თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ეუთო-ს თავმჯდომარეობის ტრადიციული ვიზიტი საქართველოში არის ჩვენი ქვეყნის სუ...

მაკა ბოჭორიშვილი

1760454111

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ნაკრებს თურქეთში შვილებთან ერთად უგულშემატკივრებს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქეთშია. ის საქართველოს ნაკრების თამაშს შვილებთან ერთად უგულშემატკივრებს. პრეზიდენტს სტამბოლის აეროპორტში თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის...

მიხეილ ყაველაშვილი

1760451687

საზოგადოება

მარიამ ლაშხი: მიღწევებით ვბრუნდებით. სხვა კატეგორიაში გადაინაცვლა საქართველოს წარმომადგენლობამ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში

მიღწევებით ვბრუნდებით. სხვა კატეგორიაში გადაინაცვლა საქართველოს წარმომადგენლობამ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ...

მარიამ ლაშხი