ელინა ვალტონენი: ფინეთს ძალიან გაუხარდება, თუ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდება კრიტერიუმების საფუძველზე, ქვეყანა იმსახურებს ინკლუზიურ პროცესს გადაწყვეტილების მიღების პროცესში

ნებისმიერ რეფორმას, რომელიც წევრობისთვის არის საჭირო და კანდიდატ ქვეყნებს მოეთხოვებათ, აღვიქვამთ, როგორც დიდ ფასეულობას ევროკავშირის წევრობისკენ. პროცესი წევრობით თუ არ დასრულდება, რა თქმა უნდა, ეს ქვეყნის გადასაწყვეტია, – ამის შესახებ ეუთო-ს თავმჯდომარემ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მაკა ბოჭორიშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ნაბიჯი, რაც ემსახურება ევროკავშირში ინტეგრაციას, ქვეყნის მოსახლეობის ინტერესებშია.

„ყოველთვის ვეუბნები ევროკავშირის კანდიდატ სახელმწიფოებს, რომ ნებისმიერ რეფორმას, რომელიც წევრობისთვის არის საჭირო და მოეთხოვებათ კანდიდატ ქვეყნებს, ეხება ეს კანონის უზენაესობას, პროცესებს, ინკლუზიურობას, უმცირესობათა ჯგუფების ინკლუზიურობას, გამჭვირვალე სისტემების შენებას, კორუფციის აღმოფხვრას, სრულად საბაზრო ეკონომიკის ხელშეწყობას და ბევრ სხვა საკითხს, აღვიქვამთ, როგორც დიდ ფასეულობას ევროკავშირის წევრობისკენ. პროცესი წევრობით თუ არ დასრულდება, რა თქმა უნდა, ეს ქვეყნის გადასაწყვეტია. ამ გზაზე ყველა ნაბიჯი, რაც ემსახურება ევროკავშირში ინტეგრაციას, ქვეყნის მოსახლეობის ინტერესებშია, რადგან ყოველი კონკრეტული ქვეყნისთვის ეს გულისხმობს მეტ თავისუფლებას, ძალაუფლებას, სამომავლოდ აძლევს მეტ კეთილდღეობას.

ეს არის მომავალი, რომელსაც ევროკავშირი დიდი სიამოვნებით სთავაზობს საქართველოს. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ დემოკრატიაში ქვეყნის მოსახლეობა გადაწყვეტს, რა ნაბიჯებს გადადგამს. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ ქვეყნის მთავრობა ზოგიერთ ნაბიჯს არ დგამს, ნაბიჯები იდგმება თავისუფლებების ჩამორთმევის და არა მინიჭების მიმართულებით.

ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება ნიშნავს, რომ ხალხს არ აქვს არჩევანი არჩევნებში. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ურთულდებათ საქმიანობა. ევროკავშირის სახელით, ევროკავშირის უწყების, ეუთო-ს და ფინეთის სახელით ვიტყვი, რომ ფინეთს ძალიან გაუხარდება, თუ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდება ამ კრიტერიუმების საფუძველზე. მე კითხვის ნიშნები დავსვი და ეს გადაწყვეტილება საქართველოს მოსახლეობის მისაღებია. ქვეყანა იმსახურებს სრულ, ინკლუზიურ პროცესს გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, – განაცხადა ელინა ვალტონენმა.

მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760463316

ახალი ამბები

ალესანდრო ნესტა თბილისშია: წლების განმავლობაში კახა კალაძესთან ერთად ვთამაშობდი და იმ პერიოდთან საკმაოდ კარგი მოგონებები მაკავშირებს. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ეს გუნდი წლიდან წლამდე ვითარდება

ფეხბურთის ლეგენდა ალესანდრო ნესტა თბილისშია. „ქრონიკასთან“ ფეხბურთელმა „მილანში“ თამაშის დროს მის თანაგუნდელ კახა კალაძესა და საქართველოს ამჟამინდელ საფეხბურთო ნაკრებზე ისაუბრა. „საქართველოსა და ამ ქვ...

 ალესანდრო ნესტა

1760461672

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძე გლობალური შიმშილის ინდექსში პრობლემისგან თავისუფლებით საქართველოს პირველ პოზიციაზე: ასეთ კვლევებში ყველასთვის ნათელია, რომ საქართველო სწორად უძღვება საკუთარ პოლიტიკას

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ 2025 წლის გლობალური შიმშილის ინდექსის მიხედვით საქართველო საუკეთესო ოცდახუთ ქვეყანას შორის მოხვდა და პრობლემისგან თავისუფლებით პირველ პოზ...

მიხეილ სარჯველაძე

1760459588

მსოფლიო

ზელენსკიმ ოდესის მერს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოერთვა ოდესის მერს, გენადი ტრუხანოვს, ბალეტის მოცეკვავე სერგეი პოლუნინსა და პარლამენტის ყოფილ დეპუ...

ზელენსკი

1760457589

საზოგადოება

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: სრული აბსურდია „ტვ პირველის“ ინფორმაცია - მამა ანდრია ჯაღმაიძის კომისია არ არსებობს! მამა დოროთეს იბარებს კომისია, სადაც პატრიარქის მოსაყდრე, პატრიარქის ქორეპისკოპოსი, პატრიარქის მდივანი შედიან წევრებად

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „პირველში“ გასულ ინფორმაციას ეხმაურება. „გილოცავთ სვეტიცხოვლობას! ეკლესიურმა ხალ...

საპატრიარქო

1760457488

საზოგადოება

ელინა ვალტონენი: საქართველოში ვიზიტი აქცენტირებული არის სამოქალაქო საზოგადოებასთან ჩართულობაზე, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ წყობაში ხალხს მიეცეს არჩევანის უფლება

საქართველოში ვიზიტი აქცენტირებული არის სამოქალაქო საზოგადოებასთან ჩართულობაზე, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ წყობაში ხალხს მიეცეს არჩევანის უფლება, - განაცხადა ეუთო-ს თავმჯდომარემ, ფინეთის...

ელინა ვალტონენი: