შალვა პაპუაშვილი: ყულევთან დაკავშირებით დადასტურდა, რასაც ვამბობდით, არცერთი მტკიცებულება არ იქნა წარმოდგენილი, თორემ რამენაირად
ყულევთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ ვამბობდით, დადასტურდა, არც ერთი მტკიცებულება არ იქნა წარმოდგენილი, თორემ მერწმუნეთ, რამენაირად გამოჟონავდა, ამ ბრიუსელიდან ყველაფერი ჟონავს ხოლმე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„ბრიუსულიდან გადაწყვეტილებები, რომელიც საიდუმლოდ მიიღება, ისინიც ჟონავს ხოლმე „რადიო თავისუფლების“ სხვადასხვა წყაროდან და როგორმე გამოჟონავდა, რამე რომ ყოფილიყო. ამიტომ, არანაირი მტკიცებულებები არ იქნა წარმოდგენილი, ყველა კორესპონდენცია გასაჯაროვდა და მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი ევროკავშირს, სადაც სწორედ ეს წერია, რომ არანაირი ფაქტი არ არსებობს.
საქართველო, როგორც ყოველთვის, ერთგულია იმ ვალდებულებების, რომელიც ჩვენ პირველივე დღიდან ვთქვით, 2022 წლის 20 თუ 25 თებერვალს, რომ საქართველო არ დააწესებს ორმხრივ სანქციებს, მაგრამ საქართველო არ იქნება ადგილი, სადაც მოხდება საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლა. ამაზე დღემდე არცერთი ფაქტი, საქართველოსთან დაკავშირებით არცერთი მტკიცებულება არ ყოფილა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ვინაიდან არანაირი საფუძველი არ იყო, ამიტომ ამოიღეს ყულევის პორტი სანქციების პაკეტიდან.
„არის ორი ვარიანტი, ან მტკიცებულების არარსებობისგან გამო არ შეიტანეს, ან მტკიცებულებების მიუხედავად არ შეიტანეს. მეორე ხომ გამორიცხულია? რადგან ეს მაშინ ნიშნავს, რომ არაკეთილსინდისიერად მუშაობს ბატონი სალივანი, ან მთლიანად ევროკავშირი, ადგენს, რომ სანქციები დაირღვა და ამის გამო შედეგები არ დგება. ეს მათი არაკეთილსინდისიერება იქნებოდა. ესეც იყო გარკვეული იარაღი საქართველოს წინააღმდეგ, ვნახეთ მათ შორის, იგივე ბატონი პეტერი, რომელმაც ეს გამოიყენა, რომ კიდევ ერთხელ თავს დასხმოდა ქართველ ხალხს.
არ გავიდა ეს თავდასხმა. ჩვენი მხრიდან წარდგენილია ყველანაირი მტკიცებულება, როგორ მუშაობს სისტემა, როგორ ვატყობინებთ იქით ევროპას, მათ შორის, „ჩრდილოვან ფლოტთან“ დაკავშირებით, ღია ზღვაში ერთი გემიდან მეორეზე გადატვირთვაზე. ჩვენი ინფორმაციის შედეგად აღმოაჩინეს და დაადგინეს რამდენიმე ასეთი დარღვევა, ღია ზღვაში რაც ხდებოდა. 2 000-ზე მეტი ტვირთი გვაქვს გაჩერებული.
ჩვენ გადავაჩერეთ ევროპიდან გამოპარებული ტვირთი, რომელიც რუსეთში მიდიოდა. სად იყურებოდნენ, რატომ წამოვიდა ეს ტვირთი და რატომ მოვიდა ჩვენ საზღვრამდე ეს ყველაფერი? მათ შორის, თუ არ ვცდები, 50-ზე მეტი გემი არ შემოვუშვით საქართველოს პორტებში და რას დაცურავენ, რატომ ვერ აკავებენ და აჩერებენ? ახლა თურმე ჩვენი, სამ-ხუთ მილიონიანი ქვეყნის გადასაწყვეტი ყოფილა ყველაფერი. კიდევ ერთხელ, არცერთი მტკიცებულება არ იყო და დღეს მათ შორის, პრესსპიკერის განცხადება იყო, ეს უკვე გაქვს მუშტების ქნევას ჩხუბის შემდეგ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია გერმანიის ელჩთან პეტერ ფიშერთან, რა მტკიცებულებებს გულისხმობდა ის, როდესაც აკეთებდა განცხადებას, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ გერმანიის ელჩს საჯაროდ მოუწოდა.
„საჯაროდ მოვუწოდე, თუ აქვს რამე, დაასახელოს და შეიძლება ასე? ზრდასრული ადამიანი გამოდის, ამას საუბრობს და მტკიცებულებას არ წარმოადგენს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
1773262369
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: ოჯახებში თესავდნენ პოლარიზაციას - როდესაც საზოგადოებიდან დაკვეთაა, რომ იყოს ჯანსაღი სიტუაცია როგორც პოლიტიკაში, ასევე მედიაში, კეთილი ინებონ და საზოგადოებრივი აზრი, ყველა მხრივ წარმოადგინონ კორექტულად
როდესაც საზოგადოებიდან დაკვეთაა, რომ იყოს ჯანსაღი სიტუაცია როგორც პოლიტიკაში, ასევე მედიაში, კეთილი ინებონ, გააშუქონ და საზოგადოებრივი აზრი ყველა მხრივ წარმოადგინონ კორექტულად, - განაცხადა გადაცემაში...
1773261311
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ხალხს, ვინც საკუთარი თავი დააყენა დემოკრატიულ პროცესებს მიღმა, ვერაფერს ვაიძულებთ, ეს არ არის საბავშვო ბაღი, ხელი ჩავჭიდოთ, ბრიუსელმა მათ უბიძგა ქუჩისკენ და ახლა მოუარონ ქუჩაში
დიალოგი იგულისხმება პოლიტიკურ თანაარსებობაში და აზრების გაცვლაში, ამის ყველა პლატფორმა გათვალისწინებულია ჩვენი კონსტიტუციით, ამისთვის არსებობს არჩევნები, ევროკავშირს რადიკალებისთვის არ უნდა ებიძგებინა...
1773260132
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: როგორ მეტყვი არგუმენტს, რომ გამჭვირვალობა არაევროპულია, როგორ მეტყვი არგუმენტს, რომ ოჯახური ღირებულებების დაცვა არაევროპულია? როდესაც დისკუსიაში ვერ შემოდიხარ, პრორუსულის იარლიყის მიკერება ყველაზე მარტივია
პროქართულია ჩვენი ხელისუფლება, საქართველოს საზოგადოებამ მოგვანიჭა მანდატი და ლეგიტიმაცია. ყველა იმ ქვეყანასთან მიმართებით, რომელიც მათ ბინძურ თამაშს არ აყვა, მათთვის პრორუსულის იარლიყის მიკერება ყველა...
1773260105
საზოგადოებაირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: სრულიად განადგურებული, პოლიტიკურად გარდაცვლილი სახელი და გვარები, ნიღაბ ჩამოხსნილი, სამარცხვინო, უსამშობლო წარსულით
ძალიან კარგად თქვა პრემიერ მინისტრმა, ნულს პლუს ნული არის ნული. სრულიად განადგურებული, პოლიტიკურად გარდაცვლილი სახელი და გვარები, ნიღაბჩამოხსნილი, სამარცხვინო, უსამშობლო წარსულით, - განაცხადა გადაცემა...
1773260044
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: ჩვენი ქვეყანა მუქარას არ ექვემდებარება. ამ პოლიტიკის ხელში, რომელი პოლიტიკაც დღეს მძვინვარებს ბრიუსელში, ამათ ხელში დგას დღეს ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი, ბრიუსელი ვერ გადაგვიწყვეტს ჩვენ შიდა პოლიტიკას
„პასუხი იქნება იგივე, რომ ჩვენი მხრიდან არ არის არანაირი საფუძველი. არც პოლიტიკური და არც სამართლებრივი, რომ საერთოდ ეს დღის წესრიგში დადგეს“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნე...

























