საპატრიარქოში ტყის მართვის ერთობლივი კომისიის შეხვედრა გაიმართა
საქართველოს საპატრიარქოში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი ტყის მართვის ერთობლივი კომისიის შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
კომისიის შეხვედრაზე, რომელსაც საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) ესწრებოდა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ეკლესია-მონასტერთა მიმდებარე ტყის ფართობების დაცვის და მართვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
„ერთობლივმა კომისიამ იმსჯელა იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც უკავშირდება ტყის მართვას. ჩამოყალიბდა და განისაზღვრა ყველა ის საკითხი, რაც აქტუალურია და განისაზღვრა სამოქმედო გეგმა, თუ როგორ გადაიდგას შემდგომი ნაბიჯები და ერთობლივად იმართოს ჩვენი ქვეყნის უნიკალური რესურსი, ჩვენი ტყე“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები ტყის ეკოსისტემების დაცვისა და მდგრადი მართვის მიმართულებით.
აღინიშნა, რომ სამინისტროსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტერიტორიებზე ტყის რესურსების დაცვასა და მოვლაში.
„კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ამ თანამშრომლობის მნიშვნელობას, რამე თუ ტყე წარმოადგენს ჩვენ სტრატეგიულ რესურსს, ეროვნულ ღირებულებას. ისტორიულად, ბევრი ეკლესია - მონასტერია განლაგებული ტყეში. დღეს ხდება სამონასტრო ცხოვრების აღდგენის პროცესი და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენ ერთ დიდ პასუხისმგებლობას გვანიჭებს, რომ ის არეალი, რომელშიც ჩვენმა წინაპარმა სიწმინდეს დაუდო სათავე, იყოს ლოცვის ადგილი და სიწმინდე იყოს სწორად დაცული, იმ მოთხოვნების ფარგლებში, რომელიც გააჩნია დღევანდელობას იქნება სახელმწიფოებრივი თუ საეკლესიო თვალსაზრისით“, - განაცხადა გორის და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრია გვაზავამ.
ტყის მართვის ერთობლივი კომისია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის თანამშრომლობის ფარგლებში მოქმედებს და მისი მიზანია ტყის რესურსების პასუხისმგებლობიანი და მდგრადი მართვის ხელშეწყობა.
შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, მინისტრის მოადგილე გიორგი წკრიალაშვილი და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
1773295951
ახალი ამბებივატო შაქარიშვილი: დასრულდა მორიგი სამარცხვინო წარმოდგენა, აბსოლუტურად დეგრადირებულ ევროპარლამენტში, შეფასების მიღმაა ის კატასტროფული ვითარება, რაშიც ევროკავშირი იმყოფება
დასრულდა მორიგი სამარცხვინო წარმოდგენა, აბსოლუტურად დეგრადირებულ ევროპარლამენტში. ისევ სიცრუე, ისევ შანტაჟი, ისევ სააკაშვილი… მხოლოდ რამდენიმე საღი აზრის ხმა (მადლობა მათ!) და ისევ ცარიელი დარბაზი, -...
1773294600
ახალი ამბებისაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში ჩამოწოლილია მეწყერი, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი. სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომადგენლები, ასევე, შესაბამისი ტექნიკა, - ამის შესახ...
1773294552
ახალი ამბებიგარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს
„დღეს, 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესები ჩასახვა-გააქტიურებას“, - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნ...
1773293774
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ბრიტანეთის სანქციები მაგალითია, რას ნიშნავს უცხოური მავნე მიზნები სხვა ქვეყანაში, ეს არის საინფორმაციო თავდასხმა საქართველოზე და ჩვენ უნდა ვიყოთ საინფორმაციო თავდაცვის როლში
ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები არის მაგალითი, რას ნიშნავს უცხოური მავნე მიზნები სხვა ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დღ...
1773291860
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ყულევთან დაკავშირებით დადასტურდა, რასაც ვამბობდით, არცერთი მტკიცებულება არ იქნა წარმოდგენილი, თორემ რამენაირად
ყულევთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ ვამბობდით, დადასტურდა, არც ერთი მტკიცებულება არ იქნა წარმოდგენილი, თორემ მერწმუნეთ, რამენაირად გამოჟონავდა, ამ ბრიუსელიდან ყველაფერი ჟონავს ხოლმე, - ამის შესახებ საქა...






























