შალვა პაპუაშვილი: ბრიტანეთის სანქციები მაგალითია, რას ნიშნავს უცხოური მავნე მიზნები სხვა ქვეყანაში, ეს არის საინფორმაციო თავდასხმა საქართველოზე და ჩვენ უნდა ვიყოთ საინფორმაციო თავდაცვის როლში
ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები არის მაგალითი, რას ნიშნავს უცხოური მავნე მიზნები სხვა ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
პაპუაშვილის შეფასებით, ეს არის საინფორმაციო თავდასხმა საქართველოზე.
„ესეც არის ჩვეულებრივი ჰიბრიდული ინსტრუმენტი ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ბრიტანეთის მთავრობამ საქართველოს, ქართველი ხალხის სუვერენიტეტის წინააღმდეგ გაილაშქრა. ეს არის მართლა კატასტროფა. ეს აჩვენებს ზუსტად, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს. სახელმწიფო როდესაც თავს ესხმის მეორე ქვეყნის თავისუფალ მედიას, უნდა შევხედოთ, რა მოტივაცია დგას ამის უკან. მოტივაციაა, გააჩუმონ მართალი სიტყვა. ამის პარალელურად გვესმის, რომ იყო მცდელობა, ბრიტანეთს დაეფინანსებინა პარტიული პროპაგანდის ინსტრუმენტები „ტაბულა“ და სხვა. დღემდე არ ვიცით, რას აფინანსებენ.
ეჭვია, რომ შეიძლება, რაღაც ფინანსდება იატაკქვეშ. ვხედავთ, რომ აფინანსებს პროპაგანდას და ცდილობს, დააზიანოს მართალი სიტყვა, თავისუფალი მედია და დახუროს. რეალურად, ხომ ეს არის განზრახვა, მთავარი მიზანი. ეს ნიშნავს, რომ ეს არის საინფორმაციო თავდასხმა ქვეყანაზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იღებს თუ არა რეპუტაციულად ზიანს ქვეყანა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ აგრესია როდესაც არის, უნდა გავარჩიოთ მტყუან-მართალი.
„რა ვიცი, როცა აგრესიაა, ვინ იღებს ზიანს? რა თქმა უნდა, უკრაინა იღებს ზიანს, როდესაც რუსეთი მას თავს დაესხა, მაგრამ აქ მტყუან-მართალი ხომ უნდა გავარჩიოთ? რა თქმა უნდა, შეიძლება, ზიანს იღებდეს ქართული მედია ამის გამო, მაგრამ აქ აგრესორი არის ბრიტანეთი. აგრესიას სხვადასხვა სახე აქვს.
ეს შეიძლება, იარაღით იყოს და შეიძლება, იყოს ასეთი ინსტრუმენტებით. დღეს ვხედავთ, რომ ისინი ძალიან თავისუფლად ეპყრობიან ამ საშუალებას, იმის გამო, რომ მათ ენდნენ; იმის გამო, რომ სხვადასხვა ქვეყანა ენდო ბრიტანეთის საფინანსო სისტემას, ამ ნდობას ახლა იყენებენ, როგორც იარაღს სხვადასხვა ქვეყნის მიმართ, გამოვიყენებ ფინანსურ სანქციას, რომ შენ დაგაზიანო. ეს არის საინფორმაციო თავდასხმა საქართველოზე. ამიტომ, ჩვენ ახლა უნდა ვიყოთ საინფორმაციო თავდაცვის როლში, მაგრამ ამ საინფორმაციო თავდაცვაში მათ ჰყავთ ციხის შიგნიდან გამტეხები.
ერეკლეს მეზარბაზნეები არ ჰყავსო, რომ ვიცით ეს ისტორია, ამას ვხედავთ დღეს. დღეს იყო განცხადება „სამართლიანი არჩევნების“, როგორ ცდილობენ „იმედი“ და „პოსტივი“, რომ გადარჩნენ და მოიგერიონ საგარეო თავდასხმა ჩვენს ქართულ მედიაზე. „სამართლიანი არჩევნები“ ახლა ცდილობს, როგორ დააბეზღოს ბრიტანეთის მთავრობასთან, რომ თავისუფალმა მედიამ თავი დაიცვას აგრესორისგან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ISFED-ის რეპუტაციას ცხოვრებაში აღარაფერი არ ეშველება.
„ამ ორგანიზაციას ჰქონდა პრეტენზია და დღემდე აქვს, ჩვენ არ დავრეგისტრირებით, რას ჰქვია, უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ვართო. ქართველები ხომ მუშაობენ იქ, პასპორტები ხომ აქვთ ქართული და ეს ადამიანები დღეს ვისზე მუშაობენ ასეთი საქმეების შეკერვით? დღეს ხომ ისინი მუშაობენ ბრიტანეთის მთავრობაზე და უცხო ქვეყნის ინტერესებს ხომ ატარებენ, როდესაც ცდილობენ, რომ არაპროვოცირებული და გაუმართლებელი საგარეო თავდასხმისას ქართულ შიდა მედიაზე გარე ძალის მოკავშირე იყვნენ შიგნით? ეს ორგანიზაცია დღეს არის უცხო ქვეყნის მოკავშირე ქვეყნის შიგნით საქართველოს წინააღმდეგ, ქართული მედიის წინააღმდეგ. ეს განაჩენი, დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, რაც მთავარია, თავად გამოუტანეს საკუთარ თავს განაჩენი. რეესტრში არ გვინდა, რას ჰქვია უცხო ქვეყნის ინტერესებიო და დღეს პირდაპირ ოფიციალურად გამოაქვეყნეს დოკუმენტი, როგორ ატარებენ უცხო ქვეყნის ინტერესს საქართველოში“, - დასძინა პაპუაშვილმა.
1773294552
ახალი ამბებიგარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს
„დღეს, 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესები ჩასახვა-გააქტიურებას“, - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნ...
1773291860
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ყულევთან დაკავშირებით დადასტურდა, რასაც ვამბობდით, არცერთი მტკიცებულება არ იქნა წარმოდგენილი, თორემ რამენაირად
ყულევთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ ვამბობდით, დადასტურდა, არც ერთი მტკიცებულება არ იქნა წარმოდგენილი, თორემ მერწმუნეთ, რამენაირად გამოჟონავდა, ამ ბრიუსელიდან ყველაფერი ჟონავს ხოლმე, - ამის შესახებ საქა...
1773291040
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 12 მარტს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
12 მარტს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +18 და ღამით +10 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმას არც ოზურგეთში ელოდებიან, დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ბათუმში ღრუბლიანი...
1773262369
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: ოჯახებში თესავდნენ პოლარიზაციას - როდესაც საზოგადოებიდან დაკვეთაა, რომ იყოს ჯანსაღი სიტუაცია როგორც პოლიტიკაში, ასევე მედიაში, კეთილი ინებონ და საზოგადოებრივი აზრი, ყველა მხრივ წარმოადგინონ კორექტულად
როდესაც საზოგადოებიდან დაკვეთაა, რომ იყოს ჯანსაღი სიტუაცია როგორც პოლიტიკაში, ასევე მედიაში, კეთილი ინებონ, გააშუქონ და საზოგადოებრივი აზრი ყველა მხრივ წარმოადგინონ კორექტულად, - განაცხადა გადაცემაში...
1773261311
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ხალხს, ვინც საკუთარი თავი დააყენა დემოკრატიულ პროცესებს მიღმა, ვერაფერს ვაიძულებთ, ეს არ არის საბავშვო ბაღი, ხელი ჩავჭიდოთ, ბრიუსელმა მათ უბიძგა ქუჩისკენ და ახლა მოუარონ ქუჩაში
დიალოგი იგულისხმება პოლიტიკურ თანაარსებობაში და აზრების გაცვლაში, ამის ყველა პლატფორმა გათვალისწინებულია ჩვენი კონსტიტუციით, ამისთვის არსებობს არჩევნები, ევროკავშირს რადიკალებისთვის არ უნდა ებიძგებინა...





























