საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში ჩამოწოლილია მეწყერი, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი. სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომადგენლები, ასევე, შესაბამისი ტექნიკა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
„მეხანძრე-მაშველები აქტიურ რეჟიმში ახორციელებენ სამუშაოებს და მიმდინარეობს ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია უსაფრთხო ადგილზე გადაყვანის მიზნით.
ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
მოვუწოდებთ სოფელ კურსებში მყოფ მოსახლეობას, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და დაემორჩილონ ადგილზე მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1773293774
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ბრიტანეთის სანქციები მაგალითია, რას ნიშნავს უცხოური მავნე მიზნები სხვა ქვეყანაში, ეს არის საინფორმაციო თავდასხმა საქართველოზე და ჩვენ უნდა ვიყოთ საინფორმაციო თავდაცვის როლში
ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები არის მაგალითი, რას ნიშნავს უცხოური მავნე მიზნები სხვა ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დღ...
1773291860
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ყულევთან დაკავშირებით დადასტურდა, რასაც ვამბობდით, არცერთი მტკიცებულება არ იქნა წარმოდგენილი, თორემ რამენაირად
ყულევთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ ვამბობდით, დადასტურდა, არც ერთი მტკიცებულება არ იქნა წარმოდგენილი, თორემ მერწმუნეთ, რამენაირად გამოჟონავდა, ამ ბრიუსელიდან ყველაფერი ჟონავს ხოლმე, - ამის შესახებ საქა...
1773291040
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 12 მარტს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
12 მარტს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +18 და ღამით +10 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმას არც ოზურგეთში ელოდებიან, დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ბათუმში ღრუბლიანი...
1773262369
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: ოჯახებში თესავდნენ პოლარიზაციას - როდესაც საზოგადოებიდან დაკვეთაა, რომ იყოს ჯანსაღი სიტუაცია როგორც პოლიტიკაში, ასევე მედიაში, კეთილი ინებონ და საზოგადოებრივი აზრი, ყველა მხრივ წარმოადგინონ კორექტულად
როდესაც საზოგადოებიდან დაკვეთაა, რომ იყოს ჯანსაღი სიტუაცია როგორც პოლიტიკაში, ასევე მედიაში, კეთილი ინებონ, გააშუქონ და საზოგადოებრივი აზრი ყველა მხრივ წარმოადგინონ კორექტულად, - განაცხადა გადაცემაში...
1773261311
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ხალხს, ვინც საკუთარი თავი დააყენა დემოკრატიულ პროცესებს მიღმა, ვერაფერს ვაიძულებთ, ეს არ არის საბავშვო ბაღი, ხელი ჩავჭიდოთ, ბრიუსელმა მათ უბიძგა ქუჩისკენ და ახლა მოუარონ ქუჩაში
დიალოგი იგულისხმება პოლიტიკურ თანაარსებობაში და აზრების გაცვლაში, ამის ყველა პლატფორმა გათვალისწინებულია ჩვენი კონსტიტუციით, ამისთვის არსებობს არჩევნები, ევროკავშირს რადიკალებისთვის არ უნდა ებიძგებინა...




























