შალვა პაპუაშვილი: ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან მონტენეგროში ისაუბრა, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ სამწუხაროდ ისმის გარკვეული დამაპირისპირებელი კომენტარები და შეფასებები ეკლესიის შიგნიდან, რაც არ ეკადრება პატრიარქის ხსოვნას, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ სინოდის თითოეული წევრი ხელდასხმულია ილია მეორის მიერ და მანვე წლების წინ მოსაყდრედ გამოარჩია მეუფე შიო.
„ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას, ყველამ ღირსეულად უნდა ატაროს ის ხელდასმა, რომელიც პატრიარქისგან აქვს მიღებული და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გადააბარა.
ეს არის ყველას მოლოდინი. ყველას მიმართ მექნება უმორჩილესი თხოვნა, რომ ღირსეულად გაიარონ ეს პროცესი, რომ ღირსეულად გაგრძელდეს ის საქმე, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქმა თავისი ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობით თითოეულ მათგანს ჩააბარა. ამ დიდ, განსაკუთრებულ მდგომარეობას, რასაც ჰქვია სინოდის წევრობა, ეპისკოპოსობა, სულიერი წინამძღვრობა ეპარქიისა, სჭირდება განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ტარება და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სინოდის თითოეული წევრი ერთი პატრიარქის მიერ არის გამოვლენილი და ხელდასმული.
ამიტომ, მიჭირს, როცა ვუსმენ ისეთ კომენტარებს, რომლებიც პოლიტიკის სფეროში უფრო ჩვეულებად ქცეული გარკვეული სიძულვილის ენით საუბარი და შეფასებებია. ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ მსგავსი შეფასებებისგან. ვხედავთ, რომ ხელისუფლება ვცდილობთ ვიყოთ რაც შეეხება მორიდებულები ჩვენს კომენტარებში და მივცეთ შესაძლებლობა ჩვენს ეკლესიასა და წმინდა სინოდს, რომ ეს პროცესი ღირსეულად იყოს გაძღოლილი და სინოდმა აირჩიოს მომავალი კათოლიკოს-პატრიარქი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
1778074668
საზოგადოებაპაპუაშვილი: ევრობიუროკრატებს ჰგონიათ, რომ საქართველოს შეიძლება გადაახტე და ისე დააკავშირო ევროპა აზიასთან. რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის და შევსულიყავით რუსეთთან ეკონომიკურ ომში, რა გაზს მიიღებდნენ ევროკავშირში, ამაზე უნდა დაფიქრდნენ
ზოგიერთ ევრობიუროკრატს ჰგონია, რომ საქართველოს შეიძლება თავზე გადაახტე და ისე დააკავშირო ევროპა აზიასთან. რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის და შევსულიყავით რუსეთთან ეკონომიკურ ომში, რა გაზს მიიღებდნენ ე...
1778073147
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6883 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6892 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...
1778072841
ახალი ამბებიფინანსური სტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის კომიტეტების გადაწყვეტილება
ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტი უცვლელად დატოვა. 2026 წლის მარტის მონაცემებით, საბანკო სექტორი ინარჩუნებს კაპიტალისა და ლიკვიდობის ჯა...
1778071202
ახალი ამბებიპროკურატურამ საქართველოს ინტერესების საზიანოდ ჯაშუშობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ საქართველოს ინტერესების საზიანოდ ჯაშუშობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამ...
1778069169
ახალი ამბებისურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცპროდუქტების წარმოებისა და შენახვის მოთხოვნების დარღვევისთვის ორი ბიზნესოპერატორი დააჯარიმა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცპროდუქტების წარმოებისა და შენახვის მოთხოვნების დარღვევისთვის ორი ბიზნესოპერატორი დააჯარიმა. „თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ხორცი...



























