პაპუაშვილი: ევრობიუროკრატებს ჰგონიათ, რომ საქართველოს შეიძლება გადაახტე და ისე დააკავშირო ევროპა აზიასთან. რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის და შევსულიყავით რუსეთთან ეკონომიკურ ომში, რა გაზს მიიღებდნენ ევროკავშირში, ამაზე უნდა დაფიქრდნენ

ზოგიერთ ევრობიუროკრატს ჰგონია, რომ საქართველოს შეიძლება თავზე გადაახტე და ისე დააკავშირო ევროპა აზიასთან. რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის და შევსულიყავით რუსეთთან ეკონომიკურ ომში, რა გაზს მიიღებდნენ ევროკავშირში, ამაზე უნდა დაფიქრდნენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აზერბაიჯანის პრეზიდენტის და იტალიის პრემიერის შეხვედრასთან დაკავშირებით.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ზოგიერთი ევრობიუროკრატი ცდილობს გეოგრაფიას აუაროს გვერდი, რაც შეუძლებელია.

„აბრეშუმის გზამ ტყუილად კი არ გაიარა აქ. იმიტომ გაიარა, რომ მაშინაც, ისე, როგორც ახლა, ეს იყო ყველაზე მოკლე, ყველაზე უსაფრთხო დამაკავშირებელი გზა ევროპასა და აზიას შორის. ეს ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი არის, რომ გეოგრაფიაში ვერ ერკვევა. ამას წინ ერთ სიუჟეტში ვნახეთ, რომ მათ შორის ევროპელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ირანი ვერ მოძებნა
რუკაზე. ასე ვერ მოძებნიან ხოლმე, სად არის საქართველო და ზოგიერთ ევროპელ ბიუროკრატს ჰგონია, რომ საქართველოს შეიძლება თავზე გადაახტე და ისე დააკავშირო ევროპა აზიასთან. მაგრამ გეოგრაფიასთან ჭიდილი ჯერ არავის მოუგია. ასე რომ ის ბიუროკრატები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველოს გვერდის ავლით და საქართველოს ვერ დანახვით რაიმეს შეძლებენ, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დამარცხებიან გეოგრაფიასთან.

ჩვენ, რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის და შევსულიყავით რუსეთთან ეკონომიკურ ომში, რისკენაც ისინი გვიბიძგებდნენ სანქციების დაწესებით, ჰაერის ჩაკეტვით და ა.შ. რა გაზს მიიღებდნენ და რა ტრანსპორტირებას შეძლებდნენ ევროკავშირში ამაზე უნდა დაფიქრდნენ. ამაზე უნდა დაფიქრდნენ. მთელი პრობლემა ბრიუსელის ბიუროკრატიის არის ის, რომ ისინი არავისგან არჩეული ხალხია, რომლებიც არ მოქმედებენ ევროკავშირის მოქალაქეების ინტერესებითაც კი.
საქართველომ არა მხოლოდ საქართველო გადაარჩინა იმით, რომ არ ავყევით ბრიუსელის მოწოდებებს, არამედ გადავარჩინეთ ევროკავშირიც,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს როლს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში ახალი გეოპოლიტიკური ვითარება კიდევ უფრო ნათელს ხდის - ამის შესახებ სხვადასხვა გამოცემებში აქტიურად იწერება. ჰორმუზის სრუტეში მიმდინარე პროცესების გამო, იტალიის პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ, აქტიურად დაიწყო საუბარი ევროპულ ქვეყნებში გაზის აზერბაიჯანიდან იმპორტზე, ამ მარშრუტში კი გადამწყვეტ როლს, საქართველო თამაშობს. ანალიტიკოსი ჯეკ პრანდელი სატრანზიტო რუკას აქვეყნებს, სადაც აზერბაიჯანიდან ევროპის მიმართულებით გაზის მიწოდება, სწორედ საქართველოს გავლით ხდება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778074638

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ​ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან მონტენეგროში ისაუბრა, სად...

შალვა პაპუაშვილი

1778073147

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6883 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6892 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...

ლარის კურსი

1778072841

ახალი ამბები

ფინანსური სტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის კომიტეტების გადაწყვეტილება

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტი უცვლელად დატოვა. 2026 წლის მარტის მონაცემებით, საბანკო სექტორი ინარჩუნებს კაპიტალისა და ლიკვიდობის ჯა...

ფინანსური სტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის

1778071202

ახალი ამბები

პროკურატურამ საქართველოს ინტერესების საზიანოდ ჯაშუშობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ საქართველოს ინტერესების საზიანოდ ჯაშუშობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამ...

პროკურატურა

1778069169

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცპროდუქტების წარმოებისა და შენახვის მოთხოვნების დარღვევისთვის ორი ბიზნესოპერატორი დააჯარიმა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცპროდუქტების წარმოებისა და შენახვის მოთხოვნების დარღვევისთვის ორი ბიზნესოპერატორი დააჯარიმა. „თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ხორცი...

 ხორცპროდუქტები