შალვა პაპუაშვილი: მონტენეგროში მექნება შესაძლებლობა, შევხვდე კოლეგა პარლამენტების თავმჯდომარეებს, ვისაუბრო რეგიონულ თანამშრომლობაზე, ევროკავშირი-ნატოს საკითხებზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მონტენეგროში ვიზიტის ფარგლებში ექნება შესაძლებლობა, შეხვედრებზე რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბროს.

„დღეიდან დაიწყო საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი მონტენეგროში. ამ შემთხვევაში, როგორც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, მონაწილეობას მივიღებ ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავმჯდომარეების რიგით პირველ სამიტში.

მექნება შესაძლებლობა, შევხვდე კოლეგა პარლამენტების თავმჯდომარეებს, ვისაუბრო რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე შავი ზღვის ქვეყნების გამოცდილებით. ამ მხრივ ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეასთან გვქონდეს ჩვენი გამოცდილების გაზიარების, რეგიონული თანამშრომლობის საკითხებზე საუბრის შესაძლებლობა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ასევე შესაძლებლობა ექნება, სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტების თავმჯდომარეებთან ევროკავშირი-ნატოს საკითხებზეც ისაუბროს.

„ზოგადად, ვფიქრობ, რეგიონული თანამშრომლობის ფორმატები კიდევ უფრო სასარგებლოა, ვიდრე გლობალური გაერთიანებები, ვინაიდან რეგიონული სპეციფიკაციის გათვალისწინებით, უფრო მარტივია, კოლეგებს აუხსნა, რა გარემოებებში ვითარდება ქვეყანა.

ამ შემთხვევაში, შეხვედრა მექნება მალტის პარლამენტის თავმჯდომარესთან, თავად მონტენეგროს, ჩრდილო მაკედონიის, ასევე ასამბლეის სხვა წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებთან. შესაძლებლობა გვექნება, ვისაუბროთ ევროკავშირი-ნატოს საკითხებზეც, ვინაიდან ეს ქვეყნები, ამ ქვეყნებიდან ზოგიერთი ასევე გახლავთ ამ ორგანიზაციების წევრები.

საუბარი გვექნება კანდიდატ ქვეყნებთან, კანდიდატობასთან დაკავშირებით მათ გამოცდილებაზე, რა გამოწვევებს ხედავენ. ცოტა ხნის წინ სტამბოლში შეხვედრების დროსაც ბევრი საერთო ვნახეთ კანდიდატ ქვეყნებთან, რა გამოწვევები არის, როდესაც ხანგრძლივ გზაზე ბევრი მოთხოვნაა, ცოტა არის შესრულება დაპირებებისა. ვფიქრობ, კანდიდატ ქვეყნებთან საერთო საკითხებზე გასაუბრების შესაძლებლობა გვექნება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778074779

საზოგადოება

პაპუაშვილი: ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც ღიად თუ ფარულად სხვა ქვეყნებზე მუშაობენ. ადრე თუ იყო სამხედრო ძალა პრიორიტეტი, დღეს ეს არის რბილი ძალა, ამიტომ, მნიშვნელოვანია კონტრდაზვერვითი საქმიანობის პრიორიტეტად გამოცხადება

მძიმე ბრალდებაა. ეს არის სრულად სუსის, პროკურატურის, მართლმსაჯულების საკითხი, რათა ყველა დეტალი დადგინდეს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გიორგი უძილაურის დაკავებასთ...

შალვა პაპუაშვილი

1778074668

საზოგადოება

პაპუაშვილი: ევრობიუროკრატებს ჰგონიათ, რომ საქართველოს შეიძლება გადაახტე და ისე დააკავშირო ევროპა აზიასთან. რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის და შევსულიყავით რუსეთთან ეკონომიკურ ომში, რა გაზს მიიღებდნენ ევროკავშირში, ამაზე უნდა დაფიქრდნენ

ზოგიერთ ევრობიუროკრატს ჰგონია, რომ საქართველოს შეიძლება თავზე გადაახტე და ისე დააკავშირო ევროპა აზიასთან. რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის და შევსულიყავით რუსეთთან ეკონომიკურ ომში, რა გაზს მიიღებდნენ ე...

შალვა პაპუაშვილი

1778074638

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ​ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან მონტენეგროში ისაუბრა, სად...

შალვა პაპუაშვილი

1778073147

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6883 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6892 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...

ლარის კურსი

1778072841

ახალი ამბები

ფინანსური სტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის კომიტეტების გადაწყვეტილება

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტი უცვლელად დატოვა. 2026 წლის მარტის მონაცემებით, საბანკო სექტორი ინარჩუნებს კაპიტალისა და ლიკვიდობის ჯა...

ფინანსური სტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის