მეუფე შიო: წმინდა გიორგიმ დაითმინა გონებისთვის წარმოუდგენელი ტანჯვა-წამება და ისეთი დიდი მადლი მოიხვეჭა, რომ... სამუდამოდ გახდა სიმბოლო ბოროტებაზე სიმართლისა და სიკეთის გამარჯვებისა, სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებისა!

„წმინდა გიორგიმ დაითმინა გონებისთვის წარმოუდგენელი ტანჯვა-წამება და ისეთი დიდი მადლი მოიხვეჭა, რომ... სამუდამოდ გახდა სიმბოლო ბოროტებაზე სიმართლისა და სიკეთის გამარჯვებისა, სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებისა!“ - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.

 

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა! ქრისტე აღდგა!

ყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, პატიოსანო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს!

წელს ეს დღე დაემთხვა ასევე ზატიკის განზოგების დღესასწაულს. „განზოგება“ ნიშნავს „ნახევარს“, უფრო სწორად - „განახევრებას“. ეს არის აღდგომიდან სულთმოფენობამდე ორმოცდაათდღიანი სადღესასწაულო პერიოდის ზუსტად შუა მონაკვეთი. ეს დღე ყოველთვის განსაკუთრებით აღინიშნებოდა ეკლესიაში, ამ დღისთვის საგალობლებს და ლოცვებს წერდნენ ჯერ კიდევ წმინდა ანდრია კრეტელი, იოანე დამასკელი და სხვა ცნობილი მოღვაწეები და ჰიმნოგრაფები.

 

ამ დღესთან დაკავშირებით სახარებაში წაკითხული იყო უფალ იესო ქრისტეს საუბარი კარვობის დღესასწაულზე იერუსალიმის ტაძარში. ეს ვრცელი საუბარია და იქ ერთ ადგილას იგი ამბობს ასეთ სიტყვებს: „თუ ვინმეს სწყურია, მოვიდეს ჩემთან და შესვას; და ვისაც სწამს ჩემი, მისი წიაღიდან იდინებენ ცოცხალი წყლის მდინარეები“ (ინ. 7, 37-38). ასეთი საოცარი სიტყვებია!

საოცარი არის ასევე ის, რომ დაახლოებით მსგავსი სიტყვები სულიწმიდის მადლით წარმოთქვა წინასწარმეტყველმა ისაიამ ქრისტეს განკაცებამდე 700 წლით ადრე. ის ამბობს: „ჰოი, მწყურვალნო, ყველანი მიდით წყალთან. ვერცხლის უქონელნო, მიდით და უსასყიდლოდ იყიდეთ“ (ეს. 55, 1). იგივე წინასწარმეტყველი სხვაგან ამბობს: „სიხარულით ამოხაპეთ წყალი სიცოცხლის წყაროდან“ (ეს. 12, 3).

 

ნახეთ, როგორ ჰგავს ეს სიტყვები უფალ იესო ქრისტეს სიტყვებს. ე. ი. წინასწარმეტყველიც მოგვიწოდებს, რომ დავეწაფოთ ამ სიცოცხლის წყალს, ოღონდაც კი უარი არ ვთქვათ მასზე.

რა საოცარი სიტყვებია! თუკი 700 წლით ადრეც აუწყა ეს სიტყვები წინასწარმეტყველმა სულიწმიდის მადლით მსოფლიოს, ეს სიტყვები ჩვენც უნდა გვახსოვდეს და ჩავიბეჭდოთ ჩვენს გულში, რომ ვადიდოთ უფალი იმ სიტყვებით, რომლებიც წარმოთქმული იყო დღევანდელი დღესასწაულის ტროპარში: „ჰოი, ქრისტე ღმერთო, წყაროო ჩვენისა ცხორებისაო, დიდება შენდა“.

ვის გულისხმობს უფალი იესო ქრისტე ამ სიტყვებში, როცა ამბობს: „ვისაც სწამს ჩემი, მისი წიაღიდან იდინებენ ცოცხალი წყლის მდინარეები“? - ის გულისხმობს მორწმუნეებს, ვისაც მთელი გულით სწამს მისი და უყვარს იგი; ხოლო „ცოცხალი წყალი“ რას ნიშნავს? - ეს არის სულიწმიდის მადლი, რომელიც მოქმედებს ეკლესიაში. ამ მადლს უფალი იძლევა, თუ ადამიანი ითხოვს ამას, თუ მთელი გულით ცხოვრობს ამისთვის და დიდი მოწიწებით უფრთხილდება მას, როცა მიიღებს.

როდესაც ადამიანი უხვად მიიღებს ამ მადლს, მაშინ მართლაც მოედინებიან მისი წიაღიდან სიცოცხლის წყლის მდინარეები. ეს მადლი არ იმალება, ფუჭი არ არის და არ იკარგება, ეს აუცილებლად ჩანს, ვლინდება ადამიანის ღვაწლში, მის საუბარში, მის მეტყველებაში, სიბრძნეში, სიყვარულში, ჭეშმარიტ სიტყვებში, მის გარეგნობაშიც, მის ყველა მოძრაობაში. რატომ? იმიტომ, რომ ის გახდა ამ მადლის მატარებელი.

ეს დასტურდება ქრისტიანული ეკლესიის მთელი ისტორიის განმავლობაში, ჩვენი ეკლესიის წმინდანების ღვაწლით, მათი სიტყვებით, მათი თხზულებებით, ყველგან ჩანს ეს მადლი. მათ შორის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულნი იყვნენ წმინდა მოწამეები. მოწამეებს შორის კი განსაკუთრებულნი არიან დიდი მოწამეები. მათ შორის წმინდა დიდმოწამე გიორგი არის ჩვენი საყვარელი წმინდანი, ჩვენი ქვეყნის და ეკლესიის მფარველი. შეგვეწიოს მისი ლოცვა და მადლი!

რატომ ეწოდება მას „დიდი მოწამე“? იმიტომ, რომ მან დაითმინა გონებისთვის წარმოუდგენელი ტანჯვა-წამება და ისეთი დიდი მადლი მოიხვეჭა, რომ მისი წამებით, მისი ამ მადლით, მისი სასწაულებით, შემდგომ რომ აღასრულა მან, უამრავი ადამიანი მოექცა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე და მოვიდა უფალთან. ამიტომ ეწოდება მას „დიდი მოწამე“.

თქვენ იცით, რომ ის იყო მეომარი, მხედარი, რომელმაც დაამარცხა ყველაზე საშინელი ძალა - ეშმაკის ძალა. რა თქმა უნდა, მხოლოდ ადამიანური ძალებით იგი ამას ვერ იზამდა. სწორედ უფალმა აღჭურვა იგი სულიწმიდის ისეთი მადლით, რომელზეც საუბრობს უფალი ჩვენი იესო ქრისტე და რომელმაც შეაძლებინა წმინდა გიორგის ამ ბოროტების დამარცხება, იგი სამუდამოდ გახდა სიმბოლო ბოროტებაზე სიმართლისა და სიკეთის გამარჯვებისა, სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებისა!

კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო გიორგობას, წმინდა დიდმოწამე გიორგიმ დაგლოცოთ, მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს, გააძლიეროს, გაამთლიანოს ჩვენი ქვეყანა - საქართველო, დაიფაროს ჩვენი ეკლესია და ყოველი თქვენგანი!

თქვენ იცით, რომ მომდევნო კვირაში ჩვენ მოგვიწევს დიდი გაფართოებული საეკლესიო კრების ჩატარება, სადაც უნდა მოხდეს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა. მინდა, ვთხოვო ჩვენს სამღვდელოებას, ჩვენს სამონაზვნო დასს, ყოველ თქვენგანს, ჩვენს ძვირფას მრევლს, რომ გავაძლიეროთ ლოცვები, რათა ეს დიდი მოვლენა ჩავატაროთ ღირსეულად, მშვიდობიანად, სიყვარულით, რომ ღვთის ნება გამოჩნდეს და ყოფილიყოს ჩვენი ეკლესიისა და ჩვენი ერისთვის სასარგებლო არჩევანი, გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, წმინდა გიორგის ვევედროთ და შეგვეწიოს მისი მადლი.

კიდევ ერთხელ, წმინდა გიორგი შეგვეწიოს ყველას, წმინდა გიორგი შეეწიოს მისი უწმინდესობის და უნეტარესობის სულს და დაგვლოცოს ყოველი ჩვენგანი. ამინ!“ - განაცხადა მეუფე შიომ ქადაგებისას.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778074779

საზოგადოება

პაპუაშვილი: ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც ღიად თუ ფარულად სხვა ქვეყნებზე მუშაობენ. ადრე თუ იყო სამხედრო ძალა პრიორიტეტი, დღეს ეს არის რბილი ძალა, ამიტომ, მნიშვნელოვანია კონტრდაზვერვითი საქმიანობის პრიორიტეტად გამოცხადება

მძიმე ბრალდებაა. ეს არის სრულად სუსის, პროკურატურის, მართლმსაჯულების საკითხი, რათა ყველა დეტალი დადგინდეს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გიორგი უძილაურის დაკავებასთ...

შალვა პაპუაშვილი

1778074668

საზოგადოება

პაპუაშვილი: ევრობიუროკრატებს ჰგონიათ, რომ საქართველოს შეიძლება გადაახტე და ისე დააკავშირო ევროპა აზიასთან. რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის და შევსულიყავით რუსეთთან ეკონომიკურ ომში, რა გაზს მიიღებდნენ ევროკავშირში, ამაზე უნდა დაფიქრდნენ

ზოგიერთ ევრობიუროკრატს ჰგონია, რომ საქართველოს შეიძლება თავზე გადაახტე და ისე დააკავშირო ევროპა აზიასთან. რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის და შევსულიყავით რუსეთთან ეკონომიკურ ომში, რა გაზს მიიღებდნენ ე...

შალვა პაპუაშვილი

1778074638

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ​ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან მონტენეგროში ისაუბრა, სად...

შალვა პაპუაშვილი

1778073147

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6883 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6892 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...

ლარის კურსი

1778072841

ახალი ამბები

ფინანსური სტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის კომიტეტების გადაწყვეტილება

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტი უცვლელად დატოვა. 2026 წლის მარტის მონაცემებით, საბანკო სექტორი ინარჩუნებს კაპიტალისა და ლიკვიდობის ჯა...

ფინანსური სტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის